Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
პოლიჟენი  

ახალგაზრდობის და მხნეობის წყარო!

 
 
 
პუბლიკაციები
 ლაციდოფილ WM-ის გამოყენების ეფექტურობა რევმატოლოგიურ პრაკტიკაში 
ნუნუ შელია, მედიცინის დოქტორი, პედიატრი, რევმატოლოგი,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრუილი კლინიკა

ჯანმრთელი ადამიანის ნაწლავებში სამასზე მეტი სახეობის მიკროორგანიზმი ბინადრობს. ესენია: ბიფიდობაქტერიები, ლაქტობაქტერიები, არაპათოგენური ნაწლავის ჩხირი და მრავალი სხვა. ნაწლავური მიკროფლორის შემადგენლობა ინდივიდუალურია და მისი ჩამოყალიბება ბავშვის სიცოცხლის პირველ დღეებშივე ხდება.
ნაწლავებში ბაქტერიების კონკრეტული კომბინაცია „მიკროფლორის“ სახელწოდებითაა ცნობილი, ხოლო მისი წონასწორობის დარღვევას დისბაქტერიოზი ან ნაწლავთა დისბიოზი ეწოდება. დისბაქტერიოზი ნაწლავთა მიკროფლორის მხოლოდ რაოდენობრივ და ხარისხობრივ ცვლილებას არ აღნიშნავს. ამ ტერმინის ქვეშ იგულისხმება კლინიკურ–ლაბორატორიული სინდრომი, რომელიც მთელი რიგი დაავადებებისა და კლინიკური სიტუაციების ფონზე ვითარდება. აღნიშნული სინდრომის ჩამოყალიბებაში უმთავრეს როლს ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების რაოდენობის შემცირება თამაშობს, რის გამოც ეგზოგენური პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლება ძლიერდება.
დისბაქტერიოზი უმეტესად მწვავე ნაწლავური ინფექციების, ანტიბაქტერიული პრეპარატებით (ანტიბიოტიკები, სულფამიდები) მკურნალობის ფონზე ვითარდება, რომლებიც არა მხოლოდ პათოგენურ, არამედ ნორმალურ მიკროფლორასაც ანადგურებენ. დისბაქტერიოზის განვითარებას ხელს უწყობს ალერგია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები (მჟავიანობის დაქვეითებით მიმდინარე გასტრიტები, პანკრეასის, ღვიძლის დაავადებები, კუჭისა და წვრილი ნაწლავების რეზექცია, პერისტალტიკის დარღვევა, კერძოდ მსხვილი ნაწლავების სტაზი) სტრესი, არარაციონალური კვება და თერაპია, გაძლიერებული რადიაცია, ენდოკრინული დარღვევები, თირკმლის დაავადებები, ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ნაწლავთა დისბაქტერიოზი ყოველთვის მეორადია და უმნიშვნელოვანესია პირველადი მიზეზის პოვნა და ლიკვიდაცია.
დისბატერიოზი შეიძლება მიმდინარეობდეს გამოხატული კლინიკური ნიშნებით (დეკომპენსირებული) ან ფარულად (კომპენსირებული). დეკომპენსირებული ფორმა ხასიათდება ფაღარათით ან შეკრულობით, რასაც ხშირად ახლავს იმუნური სისტემის დარღვევა (ხშირი ინფექციური დაავადებები და სხვა).
თანამედროვე ეტაპზე დისბაქტერიოზის კორექცია ხორციელდება ცოცხალი მიკროორგანიზმების შემცველი პრეპარატებით, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ნაწლავურ ბიოცენოზზე ე.წ. პრობიოტიკებით. კლასიკური განმარტებით პრობიოტიკები ცოცხალი მიკროორგანიზმებია, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზაციას. თანამედროვე პრობიოტიკებს აქვთ უნარი გაუძლონ მჟავე არეს, ეფექტურად მიემაგრონ ნაწლავის კედლის ეპითელიოციტებს, გამოიმუშავონ ანტიმიკრობული ნივთიერებები. მათ შორის მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა ლაციდოფილ-WM (World Medicine, ინგლისი). იგი ავლენს გამოხატულ ანტაგონისტურ აქტივობას პათოლოგიური ფლორის მიმართ, უზრუნველყოფს ცილების, ცხიმებისა და რთული ნახშირწყლების დაშლას რძემჟავის წარმოქმნით, მონაწილეობს ნაღვლის მჟავების მეტაბოლიზმში, K და B ჯგუფისვიტამინების სინთეზში, D ვიტამინის, Ca-ისა და Fe-ის შეწოვის პროცესში, გააჩნია გამოხატული იმუნომასტიმულირებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება – აფერხებს ნაწლავის უჯრედების მიერ ანთებითი ციტოკინების (IL-8) სეკრეციას, ასტიმულირებს ანტიანთებითი ინტერლეიკინის (IL-6) სინთეზს, ამაღლებს უჯრედულ იმუნიტეტს და სხვა. მას აღენიშნება მნიშვნელოვანი უპირატესობა სხვა პრობიოტიკებთან შედარებით – სრულიად უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის პაციენტებისათვის, არ შეიცავს პირობით პათოგენურ მიკროფლორას, უზრუნველყოფს ნაწლავური მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას ანტიბაქტერიული და ქიმიოთერაპიული საშუალებებით მკურნალობისას და მრავალი სხვა.
მისი ჩვენებების სპექტრი ფართოა, გამოყენება კი იოლი. ლაციდოფილ-WM-ის მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება განაპირობებს მის გამოყენებას რევმატოლოგიურ პრაკტიკაში.
რევმატიული დაავადებების მართვა გულისხმობს იმუნოსუპრესორებით და ანტიბიოტიკებით ხანგძლივ მკურნალობას, რის ფონზეც, როგორც წესი ვითარდება დისბაქტერიოზი და იმუნური დეფიციტი. როგორც საკმაოდ ხანგძლივმა გამოცდილებამ გვაჩვენა, აღნიშნულ სიტუაციაში განსაკუთრებით ეფექტურია პრობიოტიკი ლაციდოფილ-WM. პრეპარატი უსაფრთხოა უმძიმესი რევმატიული დაავადებების დროსაც კი ნებისმიერი ასაკის პაციენტთათვის, ვინაიდან არ შეიცავს პირობით პათოგენურ ფლორას, აუმჯობესებს ავადმყოფთა იმუნურ სტატუსს, მიღების შემდეგ ხანგძლივად ინარჩუნებს სამკურნალო ეფექტს (ნაწლავზე კოლონიზაციის ხანგძლივობა 15–20 დღეა) ავლენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.
ამდენად,რევმატიული დაავადებების დროს ლაციდოფილ-WM-ის გამოყენება ხელს უწყობს ძირითადი მკურნალობის ეფექტურობასა და ინფექციური გართულებების შემცირებას.