Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
პოლიჟენი  

ახალგაზრდობის და მხნეობის წყარო!

 
 
 
პუბლიკაციები
 გოლდ რეი ახალი ანტიოქსიდანტი-იმუნომოდულატორი სარძევე ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობაში 
. ზაუტაშვილი, პროფესორი, ჯანდაცვის სამინისტროს ექიმი-სენოლოგი (მამოლოგი)
. შარაშიძე, პროფესორი, კლინიკური მედიცინის ცენტრის გენერალური დირექტორი
  
გოლდ რეი კომბინირებული, მრავალკომპონენტიანი პრეპარატია. მის შემადგენლობაში შედის: ფუტკრის რძე (სამეფო ჟელე) 1000 მგ, ბეტა-კაროტინი 2500 სე, ხორბლის ღივების ზეთი 500 მგ, ნივრის ფხვნილი 100 მგ.
ფუტკრის რძე (სამეფო ჟელე) შეიცავს 110 აქტიურ კომპონენტს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ამინომჟავებს, ცხიმოვან მჟავებს, ვიტამინებს, მინერალებს, ფიტოსტეროიდებს, მაკროერგულ ნაერთებს. ცილებიდან აღსანიშნავია γ-გლობულინი, რომელსაც გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედება. შეიცავს ყველა შეუცვლელ და შეცვლად ამინომჟავას. ფუტკრის რძის ამინომჟავური შემადგენლობა ხორცის, რძის, კვერცხის შემადგენლობის იდენტურია, იმ განსხვავებით, რომ ფუტკრის რძე შეიცავს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ასპარაგინისა და გლუტამინის მჟავებს, რომლებიც აუცილებელია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ნახშირწყლებიდან ჭარბობს ფრუქტოზა და გლუკოზა იგივე პროპორციით, როგორიც თაფლშია. დანარჩენი წარმოდგენილია დექსტროზის, საქაროზის, მალტოზის, რიბოზის და ა.. სახით. ლიპიდები შედგება უნიკალური სტრუქტურის მქონე მოკლეჯაჭვიანი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავებისაგან. ფუტკრის რძის ბიოლოგიურ აქტივობას სწორედ აღნიშნული ცხიმოვანი მჟავები განსაზღვრავენ. ძირითადი ცხიმოვანი მჟავა, რითაც ფასდება პროდუქტის ხარისხი, არის 10-ჰიდროქსი-2-დეკანის მჟავა (HAD). ფუტკრის რძეში შემავალი მინერალებიდან და მიკროელემენტებიდან აღსანიშნავია: K, Ca, Na, Zn, Fe, Cu, Mn, S, Mg, Au, Cr, Si, Ni, Ag, Co. ფუტკრის რძე შეიცავს წყალში ხსნად ვიტამინებს: B1, B2, B3, B5, B6,B9, B12, C, H. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შედის B5 ვიტამინი. H და B3 ვიტამინების რაოდენობა 15-20-ჯერ აღემატება მცენარის მტვერში მათ შემცველობას. ფუტკრის რძეში იდენტიფიცირებულია გონადოტროპული ჰორმონები, ფერმენტები ოქსიდაზის, ფოსფატაზისა და ქოლინესთერაზის სახით. პურინული ფუძეების სახით შეიცავს ნუკლეოტიდებს ადენოზინს, ურიდინს, გუანოზინს, ციტიდინს, ფოსფატებიდან ატფ, ადფ, ამფ.
 
 β-კაროტინი წარმოადგენს Aვიტამინის (რეტინოლის) პროვიტამინს.1 მოლეკულა β-კაროტინისგან მიიღება 2 მოლეკულა რეტინოლი. ითვლება, რომ  β-კაროტინი წარმოადგენს Aვიტამინის მცენარეულ ფორმას, რომელიც გაცილებით აქტიურია, ვიდრე სინთეზური რეტინოლი.
 
ხორბლის ღივების ზეთი არსებობს E ვიტამინის 8 ფორმა (4 ტოკოფეროლი და 4 ტოკოტრიენოლი).E ვიტამინის 8 სტერეოიზომერიდან ოთხი 2R-სტერეოიზომერია (RRR-, RSR-, RRS-, SRR- α-ტოკოფეროლი) და ოთხი 2S-სტერეოიზომერი (RSS-, SSR-, SRS- დაSSS- α-ტოკოფეროლი). მოცემული სტერეოიზომერებიდან 2S-იზომერები ადამიანისათვის არააქტიურია. რაც შეეხება 2R-იზომერებს, ყველაზე მაღალი ბიოლოგიური აქტივობით გამოირჩევა RRR-α-ტოკოფეროლი, ანუ ხორბლის ღივების ზეთი. მხოლოდRRR-α-ტოკოფეროლს გააჩნია თავისი სატრანსპორტო ცილა, აქვს ღვიძლიდან რესეკრეტირებისა და სისხლში სტაბილურად მაღალი კონცენტრაციის შენარჩუნების უნარი. თანამედროვე მონაცემებით, მხოლოდ RRR-α-ტოკოფეროლი (d-α-ტოკოფეროლი) ავლენს მაღალ ანტიოქსიდანტური აქტივობას.
 
 ნივრის ფხვნილი ნივრის ფხვნილის სამკურნალო თვისებებს განაპირობებს გოგირდის შემცველი ნაერთები: ალლიცინი (ფართო სპექტრის ძლიერი ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს გრამ(+) და გრამ(-)გამომწვევებზე), ეიოენი (ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას, გააჩნია ანტიფუნგალური მოქმედება Aspergillus niger-ისა დაCandida albicans-ის მიმართ); დიალლილსულფიდებიდან აღსანიშნავია დიალლილ-ტრისულფიდი (DATS), რომელიც ემსახურება ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზებას, გააჩნია ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული მოქმედება;ალლიქსინი (ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობისუნარიანობას სტესისადმი);პექტინი (ამცირებს პლაზმაში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების რაოდენობას). გარდა ამისა, ნიორი შეიცავს B ჯგუფის, A, D, E და C ვიტამინებს, აგრეთვე, მინერალებსა და მიკროელემენტებს:K, Na, Ca, Mg, Mn, Si, P, Fe, Zn, Se და Ge.
 
გოლდ რეის შემადგენლობის დეტალურმა ანალიზმა ცხადყო, რომ მისი კომპონენტები ერთიანობაში ეფექტურად განახორციელებენ: ანტიოქსიდანტურ, იმუნომასტიმულირებელ მოქმედებას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა და ჰორმონალური დისბალანსის მოწესრიგებას, აგრეთვე, რაც მნიშვნელოვანია, აძლიერებენ ღვიძლის ბარიერულ ფუნქციას, მათ შორის, ესტროგენინაქტივაციურ ქმედებას. ყოველივე ზემოაღნიშნული აუცილებელია და რაციონალურია სარძევე ჯირკვლის დაავადებათა კომპლექსურ მკურნალობაში.
 
სარძევე ჯირკვლის დაავადებები
 
მასტიტი სარძევე ჯირკვლის ანთებითი, ზოგჯერ კი ჩირქოვანი პათოლოგიაა, გამოწვეული ძირითადად სტაფილოკოკებითა და სტრეპტოკოკებით ლაქტაციის პერიოდში. აღნიშნული დაავადება გვევლინება სეროზული, ფლეგმონოზური ან აბსცედირებული ფორმით. ყოველი მათგანის მკურნალობისას სხვა აუცილებელ ღონისძიებებთან ერთად საჭიროა მედიკამენტოზური თერაპია ანტიბაქტერიული საშუალებებით და პრეპარატით გოლდ რეი (პარალელურ რეჟიმში). ანტიბაქტერიული საშუალება ემსახურება პათოგენური ბაქტერიული ფლორის დათრგუნვას, ხოლო, გოლდ რეი აძლიერებს მკურნალობის ეფექტურობასა და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
 
მასტოპათია სარძევე ჯირკვლის ფიბროზულ-ცისტური დაავადებაა, ახასიათებს ჯირკვლოვანი პარენქიმის პროლიფერაციული და რეგრესიული ცვლილებების ფართო სპექტრი, რის შედეგადაც ირღვევა ეპითელურ და შემაერთებელქსოვილოვან კომპონენტთა თანაფარდობა. პათოლოგია გვევლინება ატროფიული, ფიბროზული და ცისტოზური პროცესების სახით. მასტოპათიით ცხოვრების მანძილზე ავადდება ქალთა 50%. კიბოს განვითარების რისკი ჰიპერპლასტიური პროცესებისას იზრდება 2,6-ჯერ, ხოლო ატიპიური ცვლილებებისას 6-ჯერ. ძირითადად დაავადების 2 ფორმა არსებობს: კვანძოვანი, რომელიც ექვემდებარება ქირურგიულ ჩარევას აუცილებელი სასწრაფო ჰისტოლოგიური კვლევით (კიბოს არსებობის გამორიცხვის მიზნით) შემდგომი ჰორმონალური და მეტაბოლური თერაპიით და დიფუზური, რომელიც ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას გესტაგენური, ანტიესტროგენული, ანტიპროლაქტინული, არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო და ვიტამინოთერაპიის მეშვეობით. პრეპარატ გოლდ რეის მულტიკომპონენტური შემადგენლობა ზემოხსენებულ მედიკამენტოზურ თერაპიაში მის აქტიურად ჩართვის საშუალებას გვაძლევს.
 
 სარძევე ჯირკვლის კიბო ძუძუს (სარძევე ჯირკვლის) კიბო ყველაზე უფრო ხშირი და გავრცელებული დაავადებაა ონკოლოგიაში. სტატისტიკური მონაცემებით, ავადობის რეგისტრაციის მატების ყოველწლიური ტენდენცია აღინიშნება ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც ეს პათოლოგია ტრადიციულად იშვიათად ვლინდებოდა. ძირითადი რისკ ფაქტორებია: ადრეული მენარხე, გვიანი მენოპაუზა, პირველი მშობიარობა 30 წლის შემდეგ ან მისი სრული არარსებობა, ატიპიური ფიბროზულ-ცისტური უბნები ჯირკვლოვან ქსოვილში, ნეგატიური ოჯახური ანამნეზი, გენური მუტაცია BRCA-1,BBCA-2 და სხვა.
სარძევე ჯირკვლის კიბო ვერაგი და აგრესიული დაავადებაა. მისი მკურნალობა სიცოცხლის ხანგრძლივობის გარანტირებული შენარჩუნებით ეფექტურია მხოლოდ ადრეული სტადიების დროს. აღნიშნულის გამო მთელს მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოშიც, ტარდება სკრინინგის ეროვნული პროგრამა. პათოლოგიის მკურნალობა პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში უნდა იყოს კომპლექსური, რომლის შემადგენლობაში შედის: ქირურგიული, ქიმიოთერაპიული, ჰორმონოთერაპიული, ბიოთერაპიული და სხივურთერაპიული ღონისძიებები.
მკურნალობის სტრატეგიული სქემების, ეგრეთ წოდებული ჰაიდლაინების შედგენა და გადახედვა ხორციელდება ქ. სენტჰალენში (შვეიცარია) ყოველწლიურად მსოფლიოს დარგობრივი ექსპერტების სენოლოგების (მამოლოგების) მიერ და ემსახურება შორეული შედეგების გაუმჯობესებას.
პრეპარატ გოლდ რეის როლი და ადგილი შესაძლებელია განისაზღვროს აღნიშნული პათოლოგიის სხვადასხვა ფორმის სხივური თერაპიის პარალელურად და აგრეთვე, ქიმიოთერაპიის კურსებს შორის.
ამრიგად, სამკურნალწამლო, ფარმაკოლოგიური საშუალება გოლდ რეი, შესაძლებელია რეკომენდებულ იქნას სარძევე ჯირკვლის დაავადებათა კონსერვატიული ღონისძიებების დამატებით აგენტად.