Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
 
პუბლიკაციები
 უჯრედშიგა ინფექციების კოლპოსკოპიური დიაგნოსტიკა. დორამიცინი - არჩევის პრეპარატი 

მ. ჯუღელი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი
ბ. ტყეშელაშვილი, მედიცინის დოქტორი, მეან-გინეკოლოგი
ლ. ზაქარაია, მეან-გინეკოლოგი


სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ყველა ასაკისა და სქესის ადამიანში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება. მათი გავრცელების სიხშირე სტაბილურად მაღალი რჩება მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. ისინი ნეგატიურად მოქმედებენ სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე, აზიანებენ ადამიანის სასქესო სისტემას, იწვევენ როგორც უნაყოფობას, ისე სხვადასხვა რეპროდუქციულ დარვევებს და სისტემურ რეაქტიულ პათოლოგიურ პროცესებს.
სგგი-თა შორის ე.წ. უჯრედშიგა პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ქლამიდიების გარდა აღნიშნულ დაავადებათა გამომწვევი მიკროორგანიზმების რიცხვს ურეაპლაზმები და მიკოპლაზმები მიეკუთვნებიან. ისინი აზიანებენ სასქესო ორგანოების ეპითელურ საფარველს, იწვევენ მის გაძლიერებულ ჩამოფცქვნას, ქვეშმდებარე ქსოვილის შეშუპებას, ლეიკოციტურ და შემდგომში, ლიმფოციტურ ინფილტრაციას, რაც სასქესო სისტემის ანთებითი დაავადებებისა და პერინატალური პერიოდის სხვადასხვა სახის გართულების (ორსულობის დრომდე მიუტანლობა, ქორიოამნიონიტი, მშობიარობის შემდგომი ენდომეტრიტი, ნაყოფისა და ახალშობილის ინფიცირება და სხვა) მიზეზს წარმოადგენს.
სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, ყოველწლიურად სგგ უჯრედშიგა ინფექციებით 90 მლნ-მდე ადამიანი ავადდება, რასაც კოლოსალური ეკონომიკური ზარალი ახლავს თან. დადგენილია, რომ სგგი-თა დიაგნოსტიკა მაღალი რისკის კონტიგენტში მოითხოვს როგორც მაღალკვალიფიციურ კლინიკურ, ისე ლაბორატორიულ უზრუნველყოფას. განსაკუთრებული ადგილი ამ მხრივ სამართლიანად დაიმკვიდრა ცერვიკალურმა სკრინინგმა, რომელიც ორსულ და არაორსულ ქალებში სგგ უჯრედშიგა ინფექციების სადიაგნოზო ინტეგრალურ მარკერს წარმოადგენს. უჯრედშიგა ინფექციების დიაგნოსტიკის მრავალი მეთოდი არსებობს, რომელთაგან მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება აქვს "ოქროს სტანდარტად" აღიარებულ ისეთ მეთოდს, როგორიცაა ბაქტერიოლოგიური კვლევა, დნმ დიაგნოსტიკა პირდაპირი იმუნოფლუორესცენციის მეთოდით. პრაქტიკაში გამოიყენება ე.წ. "ექსპრეს ტესტებიც".
ყველა მეთოდს აქვს თავისი ღირსება და ნაკლი, რაც დაკავშირებულია ანალიზის ჩატარების ხანგრძლივობასთან, მგრძნობელობასთან, სპეციფიურობასთან და სხვა.
უკანასკნელ წლებში მკვლევართა უმრავლესობის აზრით სგგ დაავადებათა დიაგნოსტიკის მიზნით მიზანშეწონილია ტესტების კომპლექსის გამოყენება.
ცნობილია, რომ კოლპოსკოპიის საშუალებით ცერვიკალური სკრინინგის დროს შეიძლება გამოითქვას მოსაზრება გენიტალური ტრიქომონიაზის, კანდიდოზის, ჰერპეს- და პაპილომავირუსული ინფექციების შესაძლო არსებობაზე.
ჩვენი პროსპექტული კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოში სპეციალიზებულ კლინიკაში კოლპოსკოპიით გამოკვლეულ ქალთა კონტიგენტში ქლამიდიით ინფიცირების სიხშირე - 37,5%, მიკოპლაზმით - 30,3%, ურეაპლაზმით - 40%-ია. კოლპოსკოპიას ქლამიდიურ, ურეაპლაზმა/მიკოპლაზმური ინფექციის დიაგნოსტიკაში აქვს მაღალი მგრძნობელობა (Se=0,96), სპეციფიურობა (Sp=0,79) და დიაგნოსტიკური ეფექტურობა (DE=0,93).
სგგ უჯრედშიგა ინფექციებისათვის დამახასიათებელია საშვილოსნოს ყელის სპეციფიური დაზიანება ექტოცერვიქსზე ამაღლებული ლიმფური ფოლიკულების ან/და სისხლძარღვოვანი ვარსკვლავების სახით.

სურათი №1 - ექტოცერვიქსზე ამაღლებული ლიმფური ფოლიკულები

 

სურათი №2 - "სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები -10,0 %-ში


სურათი №3 - ორივე ნიშანი - 4,0 %-ში

სგგ ინფექციების მკურნალობის საკითხი კვლავინდებურად
აქტუალურია ბოლო ათწლეულების განმავლობაში ათეულობით ახალი პრეპარატის გამოჩენის მიუხედავად.
ჩვენ ძირითადად შევეხეთ უჯრედშიგა პათოგენების სამკურნალოდ გამოყენებული ანტიბიოტიკების ძირითადი ჯგუფის მოკლე დახასიათებას ეფექტურობის, მგრძნობელობისა და რეზისტენტობის საკითხთა გათვალისწინებით.
ყველაზე ხანგრძლივი ისტორია ქლამიდიების საწინააღმდეგოდ გამოყენებულ ანტიბიოტიკებს შორის აქვთ ტეტრაციკლინებსა და მაკროლიდებს. მიკოლაზმების წინააღმდეგაც სწორედ მათი საშუალებით დაიწყო "ბრძოლა" და მათ დღესაც აქტიურად იყენებენ.
1979 წლის მონაცემებით ორმაგი ბრმა პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის შედეგად დადგინდა დოქსიციკლინის მაღალი ეფექტურობა მიკოპლაზმების წინააღმდეგ.
ბოლო წლების პუბლიკაციებით უკვე თვალსაჩინოა ტეტრაციკლინების ეფექტურობის დაქვეითება, ხშირად აღნიშნავენ მიკოპლაზმების რეზისტენტობის ზრდას ტეტრაციკლინისა და ერთრომიცინის მიმართ და მგრძნობელობის მატებას სხვა პრეპარატებზე.
მცირემასშტაბიანი მიმოხილვითაც ნათელი ხდება, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის შესწავლას კონკრეტული კლინიკური შემთხვევის მართვის თვალსაზრისით და იმავდროულად, საჭიროა ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარება ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის დასადგენად საქართველოში. ცნობილია, რომ განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო დახმარების მკაცრი წესები, თუნდაც ანტიბიოტიკების დანიშვნის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად განაპირობებს მგრძნობელობისა და რეზისტენტობის ტენდენციებს, მაშინ, როცა ანტიბიოტიკების უსისტემო გამოყენება აბსოლუტურ ქაოსს იწვევს. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ გენიტალური უჯრედშიგა პათოგენების დეტექციასთან ერთად შეგვესწავლა მათი მგრძნობელობა-რეზისტენტობა ანტიბიოტიკების მიმართ, რაც სამწუხაროდ მხოლოდ მიკოპლაზმა/ურეაპლაზმების გარკვეული ტიპების მიმართ იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრას, აქ ალტერნატივის გარეშეა კულტურალური კვლევა, თუმცა, არსებობს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით რეზისტენტობის გენების გამოვლინების საშუალება. საქმე გამარტივებულია მიკოპლაზმა/ურეაპლაზმების შემთხვევაში, განსხვავებით ქლამიდიებისაგან, სადაც ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა საკმაოდ რთულია ტექნოლოგიური თვალსაზრისით.
ჩვენი კვლევის შედეგად განსაკუთრებით კარგი შედეგები იქნა მიღებული ახალი თაობის მაკროლიდების გამოყენების შედეგად. ესაა დორამიცინი (სპირამიცინი).
დორამიცინი 16-ციკლური ბუნებრივი ანტიბიოტიკია მაკროლიდების ჯგუფიდან, რომელსაც გააჩნია ანტიმიკრობული აქტივობის ფართო სპექტრი: მოქმედებს გრამ(+), გრამ(-) აერობებსა და ანაერობებზე, ატიპიურ ბაქტერიებსა (მიკოპლაზმა, ქლამიდია, ურეაპლაზმა) და უმარტივესებზე (ტოქსოპლაზმა). იგი აღწევს ქლამიდიისა და მიკოპლაზმის უჯრედის შიგნით და სხვა პრეპარატებთან შედარებით ქმნის იქ უფრო მაღალ კონცენტრაციას. დორამიცინს გააჩნია კარგად გამოხატული პოსტანტიბიოტიკური ეფექტი - ამცირებს მიკროორგანიზმების ვირულენტობას და ამაღლებს ნეიტროფილების ფაგოციტურ აქტივობას.
ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიკოლაზმა/ ურეაპლაზმას განსაკუთრებულად მაღალი მგრძნობელობა აქვთ დორამიცინის მიმართ (92,1%).
ჩვენი კვლევის შედეგების საფუძველზე ვთვლით, რომ მიკოპლაზმა/ ურეაპლაზმური ცერვიციტის დიაგნოსტიკაში უპირატესობას ვანიჭებთ კოლპოსკოპიურ სკრინინგს, მიკრობიოლოგიურ გამოკვლევასა და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრას, ხოლო მკურნალობის თვალსაზრისით, არჩევის პრეპარატს - დორამიცინს. 
 

ლიტერატურა:

1. ბურკაძე გ. გინეკოლოგიური ციტოპათოლოგია, თბილისი, 2003.
2. ჯუღელი მ. სქესობრივი გზით გადამდები უჯრედშიდა ინფექციების კოლპოსკოპიური და ლაბორატორიული პარალელები. სადოქტორო დისერტაცია. 2008. თბილისი. 140 გვ.
3. Боровикова Е.И. Комплексная терапия хламидииной инфекции в акушерстве и гинекологии. "Вопросы гинекологии, акушерства и перинатологии". 2007. №6, №3. стр. 9-23
4.   Дмитриев Г.А. Урогенитальная хламидийная инфекция. Подходы к диагностике и терапии. ИППП, 2002, 2:21-24.
5.   Сидоренко С.В. Антибактериальная терапия инфекции, вызываемых C.trachomatis. Антибиотики и химиотерапия, 2001, 46(2):3-9.
6.   Стрижаков А.Н. Давидов А.И. Баев О.Р. Генитальные инфекции. М. 2003. 140с.
7.   Яковлев С.Я. Природный макролидный антибиотик спирамицин: клиническое значение в акушерстве и гинекологии. Трудный пациент. 2007. №21 стр. 28-29
8.   Alberico S., Facca M.C., Mandruzzato G.P. et al. Colposcopic and cyto-hystologic aspects of Chlamydia trachomatis infections of the female genital system. Minerva Ginecol, 1987, 39(4):247-254.
9.   Bianchi A., Legouge R., Lefevre G.C. et al. Comparative study of minimal inhibiting concentrations of doxycicline, ofloxicin and erythromycin against 18 recent isolates from chlamydia trachomatis (1994-1995). Pathol Biol (Paris), 1996, (5):347-350
10.Broecklehurst P., Rooney G. Interventions for treating genital chlamydia trachomatis infection in pregnancy. Cochrane Database Syst Rev, 2000, 2:CD00005
11.Elias M., Grzesko J., Siejkowski R et al. The presence of Mycoplasma hominis and Ureaplasma urealyticum in the cervical canal of uterus. Ginekol Pol, 2005, 76(1):28-30
12.Falk L., Fredlund H., Jensen J.S. Tetracycline treatment does not eradicate Mycoplasma genitalium. Sex Transm Infect, 2003, 79(4):318-319.