Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
ნელადექსი   გრძნობათა ჰარმონია თქვენს ცხოვრებაში!
 
 
 
პუბლიკაციები
 ქრონიკული სტაფილოკოკური ბლეფარიტების მკურნალობა ფლოქსიმედის თვალის წვეთების და მალამოს გამოყენებით 

ნინო კარანაძე, ასისტენტ-პროფესორი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
თვალის სნეულებათა დეპარტამენტი


    ქრონიკული სტაფილოკოკური ბლეფარიტი ქუთუთოს ანთების მძიმე ფორმებს მიეკუთვნება. მას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა და ხშირი რეციდივები. წვა, ქავილი, სიმხურვალის შეგრძნება, ქუთუთოების დაღლა, გამონადენით ქუთუთოების შეწებება, ჩირქოვანი ნადები ქუთუთოს კიდეებზე, წამწამების ცვენა (ფესვების დაჩირქების გამო), მადაროზი, ტრიქიაზი, ქუთუთოს დაშვება და გადმობრუნება, მეიბომიტების და ჯიბლიბოების განვითარება, რქოვანის დაზიანება – ეს იმ ჩივილების ჩამონათვალია, რომლებიც აღნიშნულ დაავადებას ახასიათებს. დაავადების ეტიოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს პათოგენურ ფლორას, ხოლო რაციონალური  ანტიმიკრობული მკურნალობა პაციენტების სრული განკურნების საწინდარია.
ქრონიკული სტაფილოკოკური ბლეფარიტების მკურნალობის მიზნით ჩვენს მიერ გამოყენებული იყო ფლოქსიმედის 0,3%-იანი თვალის წვეთები ინსტილაციის სახით და ფლოქსიმედის მალამო აპლიკაციის სახით.
დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა ქრონიკული სტაფილოკოკური ბლეფარიტით დაავადებული 14 პაციენტი. ანამნეზში ყველა პაციენტი აღნიშნავდა დაავადების ქრონიკულად მიმდინარეობას, ხშირ გამწვავებებს და ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობას.


გამოკვლევის მეთოდები:
ყველა პაციენტს უტარდებოდა სტანდარტული ოფთალმოლოგიური გამოკვლევები: ვიზომეტრია, ოფთალმოსკოპია, ქუთუთოებისა და თვალის კაკლის ბიომიკროსკოპია, არსებული გამონადენის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, შირმერის ცდა, წამწამების მიკროსკოპული გამოკვლევა.

პაციენტთა ობიექტური გამოკვლევის შედეგები
პაციენტთა
რაოდენობა
ქუთუთოს კიდის ჰიპერემია და გასქელება
14
საწამწამე კიდეზე ზედაპირული ჩირქგროვები
14
სისხლმდენი ჩირქოვანი ნადებით დაფარული წყლულები
6
მეიბომიტი
4
ჯიბლიბო
5
ტრიქიაზი
11
მადაროზი
3
ექტროპიონი
4
ჩირქოვანი გამონადენი
14
კონიუნქტივის ჰიპერემია
14
რქოვანაზე ლიმბის მიდამოში სტაფილოკოკური ინფილტრატები
5
შირმერის ცდა - დადებითი
14


ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგად ყველა შემთხვევაში გამოვლენილი იყო ოქროსფერი სტაფილოკოკი.

როგორც ცხრილიდან ჩანს ყველა პაციენტში დაავადება სხვადასხვა სიმპტომებით იყო გამოხატული. აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტს აღმოაჩნდა "მშრალი თვალის" სინდრომი, რაც ჩვენი აზრით განპირობებული იყო მეიბომის ჯირკვლების სრული დისფუნქციით, თუმცა მკურნალობის საწყის ეტაპზე დიდი რაოდენობით ჩირქოვანი გამონადენის არსებობის გამო თავს ვიკავებდით ლუბრიკანტების გამოყენებისგან.

ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგად ყველა შემთხვევაში გამოვლენილი იყო ოქროსფერი სტაფილოკოკი.

როგორც ცხრილიდან ჩანს ყველა პაციენტში დაავადება სხვადასხვა სიმპტომებით იყო გამოხატული. აღსანიშნავია, რომ ყველა პაციენტს აღმოაჩნდა "მშრალი თვალის" სინდრომი, რაც ჩვენი აზრით განპირობებული იყო მეიბომის ჯირკვლების სრული დისფუნქციით, თუმცა მკურნალობის საწყის ეტაპზე დიდი რაოდენობით ჩირქოვანი გამონადენის არსებობის გამო თავს ვიკავებდით ლუბრიკანტების გამოყენებისგან.

მკურნალობის სქემა:

ყველა პაციენტს ინსტილაციის სახით ენიშნებოდა ფლოქსიმედის თვალის წვეთები 6-ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში, 4-ჯერ დღეში 1 კვირის განმავლობაში, 3-ჯერ დღეში 1 კვირის განმავლობაში. ფლოქსიმედის მალამოს აპლიკაცია ქვედა თაღში და ქუთუთოს კიდეებზე დღეში 2-ჯერ 2 კვირა, დღეში ერთხელ 1 კვირა. შემდგომ ინიშნებოდა დღეგამოშვებით ფონოფორეზი ფლოქსიმედის მალამოს გამოყენებით (10 პროცედურა). მკურნალობის სქემაში ჩართული იყო ბლეფაროლოსიონის თბილი კომპრესები და ბლეფარომასაჟი. არცერთ შემთხვევაში პრეპარატ ფლოქსიმედის გამოყენების დროს არ იყო გამოვლენილი ალერგიული რეაქცია. გამონადენის ალაგების შემდეგ მკურნალობის სქემას ემატებოდა ლუბრიკანტები.

დასკვნები:
1. 0,3%-იანი ფლოქსიმედის წვეთები და მალამო წარმოადგენს ქრონიკული სტაფილოკოკური ბლეფარიტების სამკურნალო ეფექტურ პრეპარატებს.
2. ქრონიკული სტაფილოკოკური ბლეფარიტების მკურნალობის სქემაში რეკომენდირებულია ფონოფორეზი ფლოქსიმედის მალამოთი.
3. ფლოქსიმედის მალამოს და წვეთების გამოყენება აჩქარებს ქრონიკული სტაფილოკოკური ბლეფარიტით გამოწვეული რქოვანის სტაფილოკოკური ინფილტრატების ალაგებას.

ლიტერატურა:
1. Майчук Ю.Ф. Глазные инфекции //РМЖ. – 1999 Т.7. #1 (85) – С 16-20
2. майчук Ю.Ф. юхаков А.М. юхаков А.М. Оптимизация антибактериалъной терапии при гпазных инфекциях // Рефракционная хирургия и офталъмология М.2002 – Г(2) – ჩ44-52
3. Neu A.C. Microbiologic aspects of fluorquinolons Am. Ophthalmol. 1991; 112:155-245