Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
პოლიჟენი  

ახალგაზრდობის და მხნეობის წყარო!

 
 
 
პუბლიკაციები
 ალერგიული ბავშვების მკურნალობა კლავომედით მწვავე რესპირაციული დაავადებების ბაქტერიული გართულებების დროს - მკურნალობის ალგორითმი 

ალერგიული დაავადებები კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ურთულესი ნაწილია, რასაც განაპირობებს მათი მაღალი პრევალენტობა ბავშვთა ასაკში,  ალერგენების ფართო სპექტრი, მათი გამოვლენის სირთულე, არარაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია, კლინიკურ გამოვლინებათა პოლიმორფიზმი და თერაპიის არსებული მეთოდების არასაკმარისი ეფექტურობა. აღნიშნულის დასტურია სტატისტიკური მონაცემები:
• ბოლო ოც წელიწადში ალერგიით შეპყრობილ პირთა რიცხვმა 1,5-ჯერ მოიმატა;
• მსოფლიოში 100 მილიონზე მეტ ადამიანს (მოსახლეობის 4-6%) აქვს ბრონქული ასთმა;
• ასთმის პრევალენსმა იმატა ბოლო 2-3 ათწლეულში-- თითქმის გაორმაგდა;
• ატოპიური დერმატიტი მაღალი ხვედრითი წილით (50-75%) არის წარმოდგენილი ალერგიულ დაავადებათა საერთო სტრუქტურაში; 
• ბავშვთა 20%-ში კვებითი ალერგიის დროული და ადექვატური მკურნალობა იძლევა კლინიკურ გამოჯანმრთელებას;
• 41%-ში კვებითი ალერგიის კლინიკური გამოვლინების ტრანსფორმაცია წარმოებს სამიზნე ორგანოს ცვლილებით;
• 38%-ში ფორმირდება კვებითი ალერგიის კლინიკა რამდენიმე სისტემის ჩართვით (კანი, საჭმლის მომნელებელი სისტემა, სასუნთქი სისტემა);
• 34%-ში შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობა სხვა სახის ალერგენებისადმი.
ალერგიული დაავადებების საგანგაშო ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების ფონზე აღსანიშნავია ბავშვთა ასაკში მწვავე რესპირაციული დაავადებების არანაკლებ საგან-გაშო მონაცემები:
• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეს მსოფლიოში მწვავე რესპირაციული დაავადებით 2,2 მლნ. ადამიანი კვდება, მათგან 3/4 - პნევმონიით.
• მწვავე ვირუსული რესპირაციული ინფექციით (მვრი) ავადობის მაჩვენებელი მაქსიმალურია სიცოცხლის მე-2-3 წელს ბავშვის სოციალური აქტივობის მომატების გამო;
• 3-7წლის ასაკის ბავშვები მვრი-ით წელიწადში საშუალოდ 6-ჯერ ხდებიან ავად, ხოლო 7-17 წლის ასაკის ბავშვები - 3-ჯერ.
• დაბადებიდან სკოლის დამთავრებამდე ბავშვები საშუალოდ 60-ჯერ ხდებიან ავად მვრი-ით.
ბავშვთა ასაკის რესპირაციულ დაავადებათა უმრავლესობა ინფექციური წარმოშობისაა.  ამდენად, რაციონალური და ეფექტური ანტიბიოტიკოთერაპია,  განსა-კუთრებით ალერგიულ ბავშვთა პოპულაციაში, რჩება აქტუალური.
განსხვავებული ეტიოლოგიის (გამომწვევები: ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, უჯრედშიდა მიკროორგანიზმები, შერეული მიკროფლორა) რესპირაციული დაავადებები მსგავსი კლინიკური სურათის მქონე დაავადებათა ჯგუფის სახით გვევლინება; აღნიშნულ გარემოებას ალერგიული წინასწარგანწყობის ან უკვე ალერგიული პათოლოგიის მქონე ბავშვებში, რომელთა მკურნალობაც არაიშვიათად არარაციონალურია, მივყავართ როგორც ძირითადი, ასევე ალერგიული პათოლოგიის დამძიმებამდე. ხშირია გართულებები და გამომწვევთა მდგრადი შტამების რაოდენობის გაზრდა ტრადიციული ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ.
რესპირაციული ტრაქტის დაავადებები შესაძლოა იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე რესპირაციული დაავადებები (მრდ) განსხვავებული ეტიოლოგიური სტრუქტურისაა და უფრო ხშირად ვირუსულია (გრიპი, პარაგრიპი, ადენოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიალური რინოვირუსი და სხვ.). აღნიშნული ინფექციები ძირითადად აღმოცენდებიან წელიწადის ცივ დროს და ზოგჯერ ატარებენ ეპიდემიურ ხასიათს, განსაკუთრებით ბავშვთა კოლექტივებში. 
ამასთანავე, არსებობს სასუნთქი გზების პირველადი ბაქტერიული ინფექციები, რომელთა ყველაზე ხშირ გამომწვევებს წარმოადგენს პნევმოკოკები (St.pneumoniae), A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (St. pyogenes, viridans და სხვ.), ჰემოფილური ჩხირი, Mycroplasma pneumoniae, Moraxella catarrhalis. აღნიშნული გამომწვევები ალერგიულ ბავშვებში ხშირად იწვევენ მწვავე ფარინგიტს, ფოლიკულურ და ლაკუნურ ანგინას, შუა ყურის მწვავე ანთებას, სინუსიტებს, ეპიგლოტიტს.
მწვავე რესპირაციული დაავადების ბაქტერიულ ბუნებაზე მიუთითებს ხანგრძლივი (3 დღეზე მეტი) ფებრილური ცხელება, ჩირქოვანი ნადების წარმოქმნა, ლორწოვან-ჩირქოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, გამოხატული ინტოქსიკაცია და რესპირაციული ინფექციის გახანგრძლივებული მიმდინარეობა.
სასუნთქი სისტემის მწვავე ბაქტერიული დაავადება შესაძლოა აღმოცენდეს დამოუკიდებლად. საერთო შემთხვევათა 60%-ში ისინი წარმოადგენენ ვირუსული ინფექციის, 20%-ში კი  "ბავშვთა ინფექციების" (წითელა, ქუნთრუშა) გართულებას. ბაქტერიული დაავადების  განვითარებას, არაიშვიათად, ხელს უწყობს ბავშვებში ადენოიდური ვეგეტაციის, ქრონიკული ტონზილიტის, სინუსიტის და ალერგიული ფონის არსებობა; აგრეთვე ალერგიის გამწვავების ხშირი ეპიზოდების ანტიჰისტამინური პრეპარატებით არარაციონალური მკურნალობა, რაც თავის მხრივ, ცვლის ორგანიზმის რეაქტიულობას, აქვეითებს ადგილობრივ და არასპეციფიურ იმუნიტეტს, ხოლო განმეორებითი რესპირაციული დაავადებები იწვევს ორგანიზმის სენსიბილიზაციას.
ალერგიული ბავშვების სასუნთქი სისტემის მწვავე ბაქტერიული დაავადებების არარაციონალური მკურნალობა, ქრონიკული ინფექციური კერების არსებობა და არასასურველი გარემო ფაქტორების ზემოქმედება ხელს უწყობს ქრონიკული, მორეციდივე, ალერგიული პათოლოგიის გაღრმავებას. ამდენად, მეტად მნიშვნელოვანია სავარაუდო ბაქტერიული ინფექციის რაციონალური მკურნალობის ალგორითმის შემუშავება.
სამკურნალწამლო საშუალებების უზარმაზარი არსენალის მიუხედავად, რესპირაციული ინფექციების მკურნალობა ყოველთვის არ არის წარმატებული. ამის მიზეზს, როგორც წესი, წარმოადგენს არათანამედროვე და არაადექვატური ეტიოტროპული მკურნალობა. შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში მწვავე რესპირაციული დაავადებების ბაქტერიული გართულებების მქონე პაციენტებს ექიმები მკურნალობენ "ინტუიციით", რადგან საწყის ეტაპზე ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების კლინიკური სურათი მსგავსია და ჭარბობს ექიმის პირადი გამოცდილების ამსახველი სუბიექტური მიდგომა. არაიშვიათად, ანტიბაქტერიული თერაპია ტარდება უკონტროლოდ, რაც ხელს უწყობს გამომწვევთა ანტიბიოტიკორეზისტენტობის განვითარებას და საბოლოოდ განაპირობებს არაეფექტურ ეტიოტროპულ მურნალობას. ამასთან დაკავშირებით, მოწოდებულია ანტიბაქტერიული ემპირიული თერაპია დანიშვნის  შემდეგი კლინიკური გამოვლინებების დროს:
• ინტოქსიკაციის გამოხატული სიმპტომები
• ცხელება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში
• ნახველის ან ცხვირ-ხახის გამონადენის ლორწოვან-ჩირქოვანი ან ჩირქოვანი ხასიათი
• ბავშვის ადრეული ასაკი, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველი 2 წელი
• ბრონქიოლიტის ან პნევმონიის კლინიკური სურათი
• მკვეთად გამოხატული ობსტრუქციული სინდრომი
• დაავადების გახანგრძლივება.

ცხრილი №1
ბაქტერიული ინფექციის სავარაუდო სიმპტომები
 
სიმპტომები
კლინიკური ფორმები
დადასტურება
ყელის ტკივილი, ნადები
სტრეპტოკოკული
(А ჯგუფის) ანგინა
ხახის მიკრობიოლოგიური კვლევა
ყურის ტკივილი
მწვავე ოტიტი
(შუა ყურის)
ოტოსკოპია
ლიმფური ჯირკვლის გადიდება
ლიმფადენიტი
 
ხანგრძლივად ცხვირიდან გამონადენი (2 კვირაზე მეტი)
სინუსიტი
ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფია
ქოშინი ობსტრუქციის გარეშე;
აუსკულტაციით ხიხინის ასიმეტრია;
გულმკერდის ყაფაზის შედრეკვა სუნთქვის დროს
პნევმონია
გულმკერდის რენტგენოგრაფია
ლეიკოციტოზი (12X109) და/ან >5% ჩხირბირთვიანი და/ან >6%
ედს >20 მმ/სთ
პნევმონია ან სხვა ლოკალიზაციის ბაქტერიული ინფექცია (მათ შორის, საშარდე სისტემის ინფექცია)
რენტგენოგრაფია, შარდის ანალიზი, დაკვირვება დინამიკაში
 
 
ცხრილი №2

სასტარტო ეტიოტროპული მკურნალობის შერჩევის პრინციპები
რესპირაციული ტრაქტის ბაქტერიული ინფექციების ხვადასხვა
კლინიკური ფორმების დროს ბავშვებში
 
 
კლინიკური
ფორმები
ძირითადი გამომწვევები
არჩევის პრეპარატები
ალტერნატიული
პრეპარატები
ფარინგიტი
А ჯგუფის St.pyogenes
პენიცილინი
მაკროლიდები
მწვავე
ტონზილიტი
А ჯგუფის St. pyogenes
ამოქსიცილინი
I თაობის ცეფალოსპორინები
მაკროლიდები
ლინკოზამიდები
მორეციდივე ტონზილო-ფარინგიტი
პნევმოკოკი
სტაფილოკოკი
ამოქსიცილინი/
კლავულანატი
 
მწვავე
სინუსიტი
პნევმოკოკი
ჰემოფილური ჩხირი 
Moraxella catarrhalis
ამოქსიცილინი
ამოქსიცილინი/
კლავულანატი
ცეფუროქსიმი
ცეფაკლორი
აზიტრომიცინი
კლარიტრომიცინი
ქრონიკული სინუსიტი
პნევმოკოკი,
ჰემოფილური ჩხირი
ოქროსფერი სტაფილოკოკი
ანაერობები
ამოქსიცილინი/
კლავულანატი +/–
ამინოგლიკოზიდები
ცეფტრიაქსონი
ფლუკონაზოლი
შუა ყურის
მწვავე ანთება
პნევმოკოკი
ჰემოფილური ჩხირი
ამოქსიცილინი
ამოქსიცილინი/
კლავულანატი
აზიტრომიცინი
II ან III თაობის
ცეფალოსპორინები
ლარინგიტი
St.pyogenes (А ჯგუფის)
პნევმოკოკი
სტაფილოკოკები
აზიტრომიცინი
ცეფუროქსიმისაქსეტილი
ცეფალოსპორინები III თაობა(ცეფტრიაქსონი)
ეპიგლოტიტი
პნევმოკოკი
ჰემოფილური ჩხირი
მენინგოკოკი
II თაობის ცეფალოსპორინები
(ცეფუროქსიმი)
კარბაპენემები
რონქიტი ბაქტერიული სუპერინფექციით
პნევმოკოკი
Moraxella catarrhalis
     Mycoplasma pneumoniae
Chlamydia pneumoniae

ამოქსიცილინი /კლავულანატი

მაკროლიდები

II თაობის
ცეფალოსპორინები
ლინკოზამიდები
10 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში ტეტრაციკლინი



ადექვატური ეტიოპათოგენეზური ანტიბიოტიკოთერაპიის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს, ანთებითი პროცესის სიმძიმისა და ლოკალიზაციის  მიუხედავად,  წარმოადგენს რაციონალური ანტიბაქტერიული თერაპია. A
კლასიკური მოთხოვნა ანტიბაქტერიული პრეპარატების შესარჩევად არის გამომწვევის მგრძნობელობა ანტიბიოტიკისადმი. რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპია განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით:
• ინფექციურ-ანთებითი პროცესის ნოზოლოგიური ფორმა
• გამომწვევის მგრძნობელობა ანტიმიკრობული საშუალებებისადმი
• ანტიმიკრობული საშუალებების აქტივობით კონკრეტული გამომწვევის წინააღმდეგ
• შესაძლებლობით მიღწეული იქნას ანტიმიკრობული საშუალებების ეფექტური თერაპიული კონცენტრაცია დაზიანებულ ორგანოსა და ქსოვილებში
• ადრეული ასაკის ბავშვებში შერჩეული პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის, ფარმაკოდინამიკის და შესაძლო გვერდითი მოვლენების ცოდნით
• ბავშვის ასაკით, მისი ფონური პათოლოგიითა და ამასთანავე, თანმხლები თერაპიით.
რესპირაციული დაავადებების უმრავლესობისთვის არჩევის პრეპარატს წარმოადგენს პენიცილინები და ცეფალოსპორინები. "დაცული" ნახევრადსინთეზური პენიცილინების პერორალურ ფორმებს შორის, გაცილებით რაციონალურია დაინიშნოს ის კომბინაციები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ამოქსიცილინი. ამოქსიცილინის მოქმედების სპექტრი მსგავსია ამპიცილინის მოქმედების სპექტრისა, მაგრამ იგი 5-7 ჯერ უფრო აქტიურია. ამოქსიცილინის უპირატესობანი ამპიცილინთან შედარებით, წარმოდგენილია ცხრილში №3.

                                                                                                                                   ცხრილი №3

ამოქსიცილინისა და ამპიცილინის შედარებითი დახასიათება

შედარების კრიტერიუმები
ამოქსიცილინი
ამპიცილინი
პნევმოკოკის საწინააღმდეგო აქტივობა
+++
++
ბიოშეღწევადობა პერორალური მიღების დროს
90%
40%
საკვების მიღების გავლენა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან აბსორბციაზე
 
არა
აქვეითებს აბსორბციას
2-
ჯერ
ანტიბაქტერიული მოქმედების სპექტრი