Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
კოკარნიტი  

სასიცოცხლო ძალა მთელი ორგანიზმისათვის!

 
 
 
პუბლიკაციები
 პრობიოტიკი ლაციდოფილ-WM, როგორც ნაწლავების მიკროფლორის მარეგულირებელი ეფექტური საშუალება 

ჯანა საყვარელიძე, მედ. დოქტორი, პედიატრი
დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი

უკანასკნელ წლებში მკვლევართა ნაშრომებმა შესაძლებელი გახადა იმ ძირითადი ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც გავლენას ახდენენ არა მარტო ბავშვის ნორმალურ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, არამედ აძლიერებენ მისი ორგანიზმის ბუნებრივ იმუნურ დაცვას. ამ მხრივ გარკვეული როლი ენი-ჭება ნაწლავურ მიკროფლორას, ვინაიდან ინტესტინალური მიკროფლორა ასრულებს მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ ფუნქციებს. ამავე დროს, ამ ფუნქციების ჩამოყალიბებაში წამყვანი როლი ენიჭება პრობიოტიკებს - ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის ძირითად კომპონენტებს.
ცნობილია, რომ ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბიოცენოზი ყალიბდება გარემოს მიკროფლორისა და საჭმლის მომნელებელ მიკროფლორას შორის მიკროორგანიზმების მუდმივი ცირკულაცის შედეგად.
თავდაპირველად მიკრობთა ჩასახლება ნაყოფის ორგანიზმში იწყება მშობიარობის პროცესში (დედის სამშობიარო გზებში), უმეტესად ლაქტობაქტერიებით, აგრეთვე, მნიშვნელოვანი რაოდენობით ბიფიდობაქტერიებით. დაბადების შემდეგ მიკროორგანიზმებით კოლონიზაცია გრძელდება და გადის სხვადასხვა სტადიებს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ხვდებიან გარე სამყაროდან მიკროორგანიზმები, უპირატესად აერობები. ამიტომ უკვე პირველი დღე-ღამის დასასრულს ხდება სხვადასხვა მიკროფლორის ჩასახლება, ძირითადად კოკური, ამავე დროს შეიძლება იყოს ენტერობაქტერიებიც, საფუარი, კლოსტრიდიები, პირობით პათოგენური და პათოგენური მიკრობებიც - ანუ ვითარდება ე.წ. ტრანზიტორული დისბაქტერიოზი, რომელიც გრძელდება 6-8 დღე, შემდეგ კი ხდება ნაწლავთა მიკრობიოცენოზის ნორმალიზაცია (ტრანსფორმაცია).
ნაწლავთა ნორმალური მიკროფლორა წარმოდგენილია შემდეგნაირად: წვრილი ნაწლავი პრაქტიკულად სტერილურია, მის პროქსიმალურ ნაწილებში მიკროორგანიზმების რაოდენობა დიდი არ არის და მერყეობს 0-103 კოლონია-წარმომქმნელი ერთეული მილილიტრზე, ხოლო დისტალურ ნაწილებში არ აღემატება 105-ს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილში კი მიკროორგანიზმე-ბის რაოდენობა მნიშვნელოვნად მაღალია, ხოლო ფეკალურ მასებში შეიძლება გამოვლენილ იქნას მიკრობების 400 სახეობამდე.
ბავშვის მსხვილი ნაწლავის მიკროფლორა წარმოდგენილია მიკრობების 3 სახეობით:
1. მთავარი მიკროფლორა - ანაერობულია, ბიოცენოზის 95-93%-ს შეადგენს (ბიფიდობაქტერიები და ბაქტეროიდები), იგი ასრულებს ძირითად ფიზიოლოგიურ ფუნქციებს;
2. თანაარსებული - ლაქტობაქტერიები და ნაწლავის ჩხირის ნორმალური შტამები - მონაწილეობენ დამცველობით და საჭმლის მონელების ფუნქციებში;
3. ნარჩენი - აერობული საპროფიტული და პირობით პათოგენური ფლორა - ბიოცენოზის არაუმეტეს 1% (ენტეროკოკები, არაპათოგენური სტაფილოკოკები, პროტეუსები, საფუარი და ა.შ.);
ბიფიდო- და ლაქტობაქტერიები ავლენენ მძლავრ ანტაგონისტურ მოქმედებას მაღალი ფერმენტული აქტივობის ფონზე, ქმნიან რა ლორწოვანი გარსების მიკროფლორას, რომელიც ეპითელში შეუღწევლად აპირობადებს დაცვითი ბარიერების შექმნას, იცავს ეგზოგენური, პათოგენური მიკროორგანიზმების კოლო-ნიზაციისგან და ხელს უშლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას.
დაბადებისას ბავშვის ლორწოვან გარსს გარკვეულ ხარისხში შეუძლია სპეციფიური იმუნური პასუხის უზრუნველყოფა, მაგრამ რეაქცია პირველად ინ-ფექციაზე შენელებულია, ხოლო თ-უჯრედების ფუნქციონალური შესაძლებლობა - გამაღიზიანებელზე რეაგირება - დაქვეითებულია.  ამავე დროს, იმუნური პასუხი გადანაცვლებულია Th2-ის მხარეს, რაც ხსნის ინფექციებისადმი შედარებით დაქვეითებულ წინააღმდეგობას და გაზრდილ მგრძნობელობას ალერგენების მიმართ.
თუ სიცოცხლის პირველ დღეებში პრობიოტიკების დომინირება ნაწლავურ ფლორაში მიიღწევა ქალის რძით, (რაც აიხსნება დედის რძეში ლაქტოფერინის, ოლიგოსაქარიდების არსებობით, რომელნიც წარმოადგენენ ბიფიდობაქტერიების გასაზრდელ სუბსტრატს - ბიფიდოგენურ ნივთიერებებს) ან ადაპტირებული ნარევებით (პრობიოტიკებით გამდიდრებული) კვებით, ბავშვის შემდგომ ასაკობრივ პერიოდებშიც მისი ნორმალური ფიზიკური, გონებრივი ზრდა-განვითარებისათვის, აგრეთვე, იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის ერთადერთ გზას წარმოადგენს საკვებში პრობიოტიკების დამატება.
პრობიოტიკებს უწოდებენ მიკროორგანიზმებს, რომელბიც ხვდებიან რა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ახდენენ კეთილსასურველ ზემოქმედებას ამა თუ იმ პათოლოგიური მდგომარეობის პროფილაქტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით.
მექანიზმები, რომლითაც პრობიოტიკები დადებით ზემოქმედებას ახდენს ჯანმრთელობაზე სხვადასხვაგვარია:
1. გამოიმუშავებენ რძემჟავას ლაქტოზისაგან, რითაც ქმნიან მჟავე გარემოს, რომელიც აფერხებს პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდას.
2. გამოიმუშავებენ მოკლეჯაჭვიან ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც წარმოადგენენ სუბსტრატს მსხვილი ნაწლავის ეპითელური უჯრედების მეტაბოლიზმისათვის.
3. ხელს უწყობენ ნაწლავების ლორწოვანი გარსის შეღწევადობის ნორმალიზებას, ჯანსაღი ნაწლავური ფლორის აღდგენის მეშვეობით, რითაც ამცირებენ უცხო ანტიგენების შეღწევას ნაწლავის ლორწოვან გარსში.
4. იწვევენ სპეციფიური იმუნური რეაქციების სტიმულირებას (SIgA გამომუშავების გაზრდა ნაწლავებში ხელს უწყობს ნაწლავური ინფექციებისაგან დაცვას).
5. იწვევენ ფაგოციტების აქტივობის გაზრდას (არასპეციფიური იმუნური რეაქციების სტიმულირებას პათოგენურ მიკროორგანიზმებზე)
6. არეგულირებს T-"
ქილერების" ბალანსს Th1-ის გამომუშავების სტიმულირების და  Th2-ის გამომუშავების შემცირების მეშვეობით.
ახალშობილებში T-"ქილერები"-ს ბალანსი გადახრილია Th2-კენ, რაც ითვლება უცხო საკვები ცილებით სენსიბილიზაციის ერთ-ერთ გამოვლინებად. ამიტომ ამ ბალანსის ცვლილებამ ბიფიდო- და ლაქტობაქტერიების ზემოქმედებით შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს ალერგიული დაავადებების შემცირების თვალსაზრისით.
ნაწლავური მიკროფლორის ცვლილებები შეიძლება იყოს გამოწვეული ორგანიზმის საერთო რეაქტიულობის დაქვეითებით ახალშობილის სხვადასხვა დაავადებების დროს (ასფიქსია, სამშობიარო ტრავმა, მუცლად ყოფნის ინფექციები, ჰემოლიზური დაავადება, სისხლდენა, იმუნოდეფიციტი). განსაკუთრე-ბით დაბალი იმუნიტეტით გამოირჩევიან დღენაკლული ბავშვები, აგრეთვე, ხელშემწყობი ფაქტორია ანტიბიოტიკოთერაპია. ითრგუნება ნაწლავთა ნორმალური ანაერობული ფლორა, განსაკუთრებით ცეფალოსპორინებით, ლინკომიცინით, ნაკლებად პენიცილინით, მაკროლიდებით, ლევომიცეტინით. თითქმის არ მოქმედებს ანაერობებზე ამინოგლიკოზიდები.
ნაწლავთა მიკროფლორის ცვლილებები, აღმოცენებული ნებისმიერი არ-ახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებით, გამოირჩევა ტერმინით "დისბაქტერიოზი". "დისბაქტერიოზი" - ეს არის ნაწლავთა მიკროფლორის შემადგენლობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები. ამ დროს შემცირებულია ანაერობების რაოდენობა (ბიფიდობაქტერიების, ლაქტობაცილების), ქვეითდება მათი ანტაგონისტური აქტივობა, ნაწლავის ჩხირის ძირითადი თვისება - ლაქტოზის დაშლა ასევე დათრგუნულია. იზრდება პირობით პათოგენური შტამების რაოდენობა (კლებსიელა, ლურჯ-მწვანე ჩხირი, კანდიდა), ხდება ბაქტერიების ჩასახლება წვრილ ნაწლავში, რაც ნეგატიურად მოქმედებს მის ფუნქციაზე. ირღვევა ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების გადამუშავება, ძლიერდება ლპობითი და დუღილის პროცესები, იცვლება ნაწლავთა pH, რაც იწვევს ფერმენტების მოქმედების ცვლილებებს. ამ დროს იმატებს ვიტამინების მოხმარება მიკროორგანიზმების მიერ, რასაც მივყავართ ენდოგენურ პოლიჰიპოვიტამინოზამდე.
პრობიოტიკი ლაციდოფილ-WM გამოიყენება ნებისმიერი სახის დისბაქტერიოზის სამკურნალოდ. აღადგენს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების შედეგად დარღვეულ ნაწლავთა ფლორას. თრგუნავს პათოგენური ბაქტერიების გამრავლებას, აუმჯობესებს მონელების პროცესს. აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ დაცვას, აუმჯობესებს ნაწლავთა პერისტალტიკას.
შემადგენლობა  Lactobacillus rhamnosus Rosell - 11, Lactobacillus acidofilus Rosell - 52 მალტოდექსტრინი, ასკორბინის მჟავა.
პრეპარატის შემადგენელი რძემჟავა ბაქტერიები ხელს უწყობენ ნაწლავის ნორმალური ფლორის ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას. ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ რძემჟავას, რითაც ქმნიან არახელსაყრელ პირობებს პათოგენური მიკრობების გამრავლებისა და ცხოველქმედებისათვის. მონაწილეობენ საჭმლის მომნელებელ პროცესსა და K, B ჯგუფის ვიტამინების სინთეზში, აგრეთვე, აუმჯობესებენ D ვიტამინის, Ca-ის და  Fe-ის შეწოვის პროცესს. არეგულირებენ ელექტროლიტურ ბალანსს; ცილების, ფოსფოლიპიდების, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების, ბილირუბინის, ქოლესტერინის ცვლას.
ლაციდოფილ-WM აფერხებს ეპითელური უჯრედების მიერ ციტოკინების - ანთებითი ინტერლეიკინის (IL-8) სეკრეციას, ასტიმულირებს ანტიანთებითი ინტერლეიკინის (IL-6) სინთეზს. ააქტივებს B ლიმფოციტებს, ასტიმულირებს ანტისხეულების გამომუშავებას, ამაღლებს უჯრედულ იმუნუტეტს, ამდენად, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. ლაციდოფილ-WM ამაღლებს ანტიჰელიკობაქტერული მკურნალობის ეფექტურობას ტრადიციულ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში. ამცირებს ლაქტოზის აუტანლობით გამოწვეულ სიმპტომოკომპლექსს, ეფექტურად აუმჯობესებს ლაქტოზის მონელებას.
ლაციდოფილ-WM უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის პაციენტებისა და ორსულებისათვის, არ შეიცავს პირობით პათოგენურ ფლორას.
მიღების შეწყვეტის შემდეგ ინარჩუნებს სამკურნალო ეფექტს (ნაწლავზე კოლონიზაციის ხანგრძლივობა 15-20 დღე), გამძლეა კუჭისა და ნაღვლის წვენის მიმართ, აუმჯობესებს პაციენტთა მდგომარეობას ქრონიკული შეკრულობის დროს. ასევე ამცირებს ატიპიური დერმატიტის და სხვა ალერგიული დაავადებების კლინიკურ სიმპტომოკომპლექსს.

ჩვენებები
მიღების წესი და დოზირება
მკურნალობის ხანგრძლივობა
 
საჭმლის მონელების დარღვევები
6-12 თვის ბავშვებში - 1 კაფს. 1 X დღე-ღამეში;
1-3 წლის ბავშვებში - 1 კაფს. 2 X დღე-ღამეში;
3 წლიდან - 1 კაფს. 3 X დღე-ღამეში;
მოზრდილებში - 1-2 კაფს. 3 X დღე-ღამეში.
დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.
შემდეგ საჭიროა
შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა
 
შემანარჩუნებელი თერაპია
 
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში - 1 კაფს. დღეგამოშვებით;
3-12 წლამდე - 1 კაფს. 1 X დღე-ღამეში;
მოზრდილებში - 1-2 კაფს. 1 X დღე-ღამეში.
 
20 დღე
 
ანტიბიოტიკოთერაპიის შედეგად განვითარებული დისბაქტერიოზი
 
6-12 თვის ბავშვებში - 1 კაფს. 1 X დღე-ღამეში;
1-3 წლის ბავშვებში - 1 კაფს. 2 X დღე-ღამეში;
3-12 წლის ბავშვებში 1 კაფს. 2-3 X დღე-ღამეში;
მოზრდილებში - 1-2 კაფს. 3 X დღე-ღამეში.
პრეპარატის მიღებამდე 2 საათით ადრე, ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ, პრეპარატის დანიშვნის ვადით
 
 
დიარეა
6-12 თვის ბავშვებში - 1 კაფს. 1 X დღე-ღამეში;
1-3 წლის ბავშვებში - 1 კაფს. 2 X დღე-ღამეში;
3-12 წლის ბავშვებში - 1 კაფს. 2-3 X დღე-ღამეში;
მოზრდილებში - 1-2 კაფს. 3 X დღე-ღამეში.
 
დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.
შემდეგ -
შემანარჩუნებელი თერაპია

 

0-6 თვემდე ბავშვებში - ნახევარი კაფსულა ერთჯერ დღე-ღამეში.
3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის კაფსულა შეიძლება გაიხსნას და შიგთავსი განზავდეს რაიმე სითხეში (წყალი, ჩაი ან წვენი).
პრეპარატი მიიღება ჭამის დროს მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
ამგვარად, ლაციდოფილ-WM წარმოადგენს ნაწლავების მიკროფლორის მარეგულირებელ საიმედო პრობიოტიკს, რომელიც, ამავე დროს, ამცირებს ნაწლავის ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს - პათოგენური მიკრობების ზრდის დათრგუნვით, იმუნური სისტემის წონასწორობის აღდგენით და შენარჩუნებით. ამიტომ, რეკომენდებულია მისი ფართოდ გამოყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ბიოცენოზის ნებისმიერი დარღვევის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.