Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
ნელადექსი   გრძნობათა ჰარმონია თქვენს ცხოვრებაში!
 
 
 
პუბლიკაციები
 სიმალგელის გამოყენება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების მკურნალობაში 
თ. იოსელიანი, მედიცინის დოქტორი
კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის
ენდოსკოპიური განყოფილების ხელმძღვანელი
 
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ) არის სიმპტომების ერთობლიობა, რომელსაც თან ახლავს ანთებითი ხასიათის ცვლილებები საყლაპავი მილის დისტალური ნაწილის ლორწოვანზე. ამ ცვლილებების ძირითადი მიზეზია 12-გოჯა ნაწლავისა და კუჭის შიგთავსის რეგურგიტაცია საყლაპავი მილის სანათურში. ამის შედეგად შედარებით მსუბუქ შემთხვევებში ვითარდება საყლაპავი მილის ქვემო მესამედის კატარული ანთება, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში ვი-თარდება პეპტიური დაზიანებები ეროზიებისა და წყლულების სახით.
 გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება მსოფლიოში საკმაოდ გავრცელე-ბული პათოლოგიაა და გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 40%-ში. აშშ-სა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩატარებული ფართო მასშტაბიანი გამოკვლევებით დადგინდა, რომ მოზრდილი მოსახლეობის 40% მუდმივად განიცდის გულძმარვას, რაც გერდ-ის ძირითად სიმპტომს წარმოადგენს. რუსეთში ჩატარებული გა-მოკვლევებით აღნიშნული პათოლოგია გვხვდებოდა მოსახლეობის 40-60%-ში.
 გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება განიხილება, როგორც მჟავადა-მოკიდებული დაავადება, თუმცა დაავადების განვითარების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენს საყლაპავი მილის ქვემო სფინქტერის უკმარისობა.
გერდის განვითარების ძირითადი მიზეზებია:
1)         ანტირეფლუქსური ბარიერული ფუნქციის დარღვევა.
2)         საყლაპავის კლირენსის შემცირება, რაც დაკავშირებულია ძირითადად პერი-სტალტიკის შესუსტებასთან და ბიკარბონატების და ნერწყვის გამანეიტრალებელი მოქმედების შემცირებასთან.
3)         რეფლუქტატის დამაზიანებელი მოქმედება.
4)         საყლაპავი მილის ლორწოვანი გარსის რეზისტენტობის დაქვეითება კუჭის ,,ამოტყორცნილი შიგთავსის მოქმედების მიმართ.
5)         კუჭის დაცლის პროცესის დარღვევები.
6)         ინტრააბდომინალური წნევის გაზრდა.
 გერდ-ის ძირითადი სიმპტომებია: გულძმარვა, ბოყინი, პირწყალი, გულისრევა, საკვების გაძნელებული და მტკივნეული ყლაპვა. აღნიშნული კლინიკური ნიშნები ძირითადად გამოხატულია ღამის საათებში და აგრეთვე დიეტის უხეში დარღვევის, მჟავე, ცხარე საკვებისა და ალკოჰოლის მიღების შემდეგ.
გერდ-ის ერთ-ერთ ძირითად სიმპტომს, აგრეთვე, წარმოადგენს ტკივილი ეპიგას-ტრიუმის არეში, რომელიც ვითარდება კვების შემდგომ მახვილისებური მორჩის მიდამოში და მნიშვნელოვნად ძლიერდება სხეულის წინ გადაწევის პირობებში. საჭიროა აღნიშნული ტკივილების დიფერენცირება სტენოკარდიული ტკივილების-გან.
დიფერენციული დიაგნოზი უნდა გატარდეს მარტივ ეზოფაგიტთან, კარდიული რგოლის უკმარისობასა და საყლაპავის დიაფრაგმის ხვრელის თიაქართან.
დიაგნოზის დადგენა ძირითადად ხდება რენტგენოლოგიური კონტრასტული კვლევით, pH-მეტრიით და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენდოსკოპიურ გამოკვლევას. ენდოსკოპიური კვლევით ვლინდება საყლაპავი მილისა და კუჭის ლორწოვანის დაზიანების ხარისხი. ვლინდება როგორც კატარული, ასევე ერო-ზიული, წყლულოვანი ან პეპტიური ეზოფაგიტის სურათი, რომელთა დიფერენცი-რებაც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომი მკურნალობის სქემის არჩევის თვალსაზ-რისით.
გერდ-ის გართულებებიდან აღსანიშნავია საყლაპავი მილის სტრიქტურის განვი-თარება და ე.წ. ბარეტის ეზოფაგიტის ჩამოყალიბება ნაწლავის ეპითელიუმის მეტა-პლაზიით, რაც ლიტერატურული მონაცემების მიხედვით, 8% შემთხვევაში იძლევა კარცინომატოზულ გადაგვარებას. გერდ-ის გართულებებიდან ასევე აღსანიშნავია სისხლდენა.
გერდ-ის მკურნალობა უნდა დავიწყოთ ცხოვრებისა და კვების რეჟიმის შეცლით. ავადმყოფს ეკრძალება მჟავე, ცხარე საკვების, ნიორის, ხახვის, წიწაკის, შოკო-ლადის, გაზიანი სასმელებისა და ალკოჰოლის მიღება. საჭიროა საკვების მიღება 4-5 საათში ერთხელ მცირე ულუფებით. ავადმყოფი უნდა შეეცადოს, რომ საკვები მიიღოს დაძინებამდე 3-4 საათით ადრე, დაძინება უმჯობესია მაღალ ბალიშზე.
ძირითად სამკურნალო საშუალებებს წარმოადგენს ანტაციდები და ალკინატები, განსაკუთრებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს. ჩვენ ამ მიზნით ფართოდ ვიყენებთ ისეთ ანტაციდურ პრეპარატს, როგორი-ცაა სიმალგელი. სიმალგელის სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 405 მგ ალუმი-ნის ჰიდროქსიდის მშრალ გელს, 100 მგ მაგნიუმის ჰიდროქსიდს, 125 მგ სიმეტი-
კონს. აღნიშნულ პრეპარატს, ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდების ოპტი-მალური თანაფარდობის გამო, მაღალი მჟავამანეიტრალებელი და მაადსორბირებელი აქტივობა ახასიათებს.
 სიმალგელი ინარჩუნებს ინტრაგასტრალურ pH-ს 4,0-ის ფარგლებში; არ იწ-ვევს მეორად ჰიპერსეკრეციას; აქვს სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი; სხვა ანტაციდებისგან განსხვავებით, არ ახასიათებს აირების წარმოქმნა ნეიტრალიზაციის რეაქციის წყალობით; არ გააჩნია სისტემური გვერდითი მოვლენები, რადგან ადგილობრივი მოქმედების ანტაციდური საშუალებაა; არ ახდენს მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევას.
სიმალგელის მეტეორიზმის საწინააღმდეგო კომპონენტი - სიმეტიკონი - დადებითად მოქმედებს ნაწლავების მხრივ გამოხატულ დისპეფსიურ დარღვევებზე, რაც საკმაოდ ხშირად გვხვდება გამოხატული როგორც გერდ-ის დროს, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ანთებითი პროცესებისა და ფუნქციური დარღვევების დროს. კონკრეტულად, სიმეტიკონი აფერხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების წარმოქმნას, აქვეითებს ინტრაგასტრალურ და ინტრადუოდენალურ წნევას, ხელს უწყობს Hელიცობაცტერ პყლორი-ის ინჰიბირებას.
 სიმალგელის ძირითადი თვისება: იგი ქმნის ქაფის სქელ ფენას კუჭის ლორ-წოვანზე, რაც რეფლუქსის ყველა შემთხვევის დროს ბრუნდება საყლაპავში და იწ-ვევს მჟავის ნეიტრალიზაციას და აგრეთვე, ხვდება რა საყლაპავი მილის ლორ-წოვანზე, ქმნის დამცველ აპკს, რაც ხელს უშლის საყლაპავის ლორწოვანზე პეპ-ტიური ფაქტორის გამაღიზიანებელ მოქმედებას.
სიმალგელი, გერდ-ის გარდა, გამოიყენება სხვადასხვა სახის დაავადებების: კუ-ჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, მწვავე და ქრონიკული გასტრიტის, გასტროენტერიტისა და კოლიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომისა და სხვ. დროს. აღსანიშნავია, რომ სიმალ-გელი ეფექტურია, აგრეთვე, ნაღვლოვანი რეფლუქსის დროს, როცა მჟავიანობა არ არის მაღალი.          
სიმალგელის მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: მოზრდილებში 10-15 მლ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 1-1,5 საათის შემდეგ. სიმპტო-მური მკურნალობის დროს პრეპარატი მიიღება 1-2 -ჯერ 10-15 მლ-ის ოდენობით; 10 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში ინიშნება მოზრდილთათვის განკუთვნილი დოზის ნახევარი.
ინტერვალი სიმალგელსა და სხვა პრეპარატების მიღებებს შორის უნდა შეადგენდეს 2 საათს. პიტნის არომატის წყალობით სიმალგელის სუსპენზიას აქვს სასიამოვნო გემო.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის, ასევე ალცჰეიმერის დაავადებისა და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიების გამწვავებების დროს.
ჩვენს მიერ გამოკვლევა ჩაუტარდა 1000-ზე მეტ ავადმყოფს; დადგინდა, რომ სი-მალგელი ძლიერ ეფექტურია, როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადე-ბის, ასევე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვა ანთებითი პროცესებისა და ფუნ-ქციური დარღვევების დროს.
 გერდ-ის შედარებით მძიმე ფორმებისა და გართულებების დროს ფართოდ გა-მოიყენება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (პანტოპრაზოლი (ულსეპანი), ლან-სოპრაზოლი, რაბეპრაზოლი და სხვ.) და პროკინეტიკები (დოპროკინი და სხვ.). ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებით კომპლექსური მკურნალობის შედეგად შესაძლებელია გასტროეზოფაგური რეფლუქსის მკურნალობა სრულ გამო-ჯანმრთელებამდე, თუმცა საჭიროა დისპანსერული მეთვალყურეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და კვების რეჟიმის დაცვა.
 
 
ლიტერატურა:
 
1.         ფ. თოდუა, თ. იოსელიანი, მ. გურგენიძე ,,საყლაპავი მილის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ენდოსკოპიის ატლასი”. ქ. თბილისი, 2000 წ. გვ. 12
 
2.         ,,კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებათა და გასტროეზოფაგური რეფლუქს - დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინცი-პები” - საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰეპატოლოგთა სამეცნიერო ასო-ციაციის მიერ მოწოდებული მეთოდური რეკომენდაციები; ქ. თბილისი, 2006 წ. გვ. 36
 
3. Черноусов А. Ф. , Шестаков А. Л. , Тамазян Г. С. ,, Рефлюкс-эзофагит”, г. Москва, 1999 г. ст. 135
 
4.      Ивашкина В.Т. , Трухманова А.С. ,,Болезни пищевода”, г. Москва, 2000 г. ст. 179
 
5.       Оковитый С. В., Гаиворонская В.В. ,,Клиническая фармакология антацидных средст”. Фарминдекс-Практик,выпуск 7, 2005 г. ст. 3-12
 
6.      Харкевич Д. А. ,,Фармакология”, 2005 г. ст. 362
 
7.      Mital R. K. Meccallum et all. ,,Identification and mechanismus of Delayed Oezophageal Clearance in subjects with hiatal hernia”. Gastroenterology, 1987. 92. Pages 130 - 135