Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
ვამელანი  

სულიერი სიმშვიდის ძიებაში...

 
 
 
პუბლიკაციები
 პრეპარატ ხოლუდექსანის კლინიკური ეფექტურობის შესწავლა ქრონიკული უკენჭო ქოლეცისტიტით შეპყრობილ ავადმყოფებში 

 გ. გ. გურგენიძე – პროფესორი
აკად. ო. ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი;
შინაგან სნეულებათა დეპარტამენტი

თანამედროვე ლიტერატურული მონაცემების თანახმად, ქრონიკული ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ერთ-ერთ ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულ დაავადებას წარმოადგენს და სხვადასხვა ავტორთა მონაცემების მიხედვით, დღესდღეობით ამ პათოლოგიით პლანეტის მოსახლეობის 23-27% არის შეპყრობილი [1,2]. ჩვეულებრივ, ნაღვლის ბუშტის ქრონიკული ანთება შეიძლება წარმოადგენდეს მწვავე ქოლეცისტიტის შედეგსა და/ან გამოსავალს, თუმცაღა არცთუ იშვიათად იგი შეიძლება განვითარდეს მწვავე ალგიური შეტევების გარეშეც, კონკრემენტების არსებობის ფონზე. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ქრონიკული ქოლეცისტიტის ე.წ. `უკენჭო~ კლინიკური ფორმების გამოყოფა, რომელთა განვითარებაშიც თავიდანვე წამყვანი როლი ენიჭება ანთებითი პროცესის ქრონიზაციას, რომელიც, როგორც წესი, ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის (უპირატესად – ჰიპოკინეზიის) ფონზე განვითარებული მოტორიკის მოშლის, შეგუბებული ნაღვლის ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლების პათოლოგიური ცვლილებებისა და შემდგომი ინფიცირების შედეგია, რასაც საბოლოოდ მივყავართ ნაღვლის ლითოგენურობის მომატებისკენ, ნაღვლის თხევადი ფრაქციის `მიცელიუმით~ გაჯერებისა და ნაღვლის ბუშტის ლორწოვან გარსსა და ლორწქვეშა შრეში ე.წ. კრისტალიზაციის ცენტრების ფორმირებისკენ [1,4], რაც თავის მხრივ მოგვიანებით კონკრემენტის ჩამოყალიბების წინაპირობად შეიძლება მოგვევლინოს. აღნიშნულის გათვალისწინებით ნათელია, რომ ქრონიკული ქოლეცისტიტის ე.წ. `უკენჭო~ კლინიკური ფორმა შესაძლებელია განხილულ იქნას, როგორც ქოლელითიაზის წინამორბედი პათოლოგია (ზოგიერთი ავტორის მიხედვით – საწყისი ეტაპიც კი [4,5]). კლინიკური თვალსაზრისით არანაკლებ საყურადღებოა ქრონიკული ქოლეცისტიტის ჰიპერკინეტიკური ფორმაც, რომელსაც ზემოთაღწერილის პარალელურად, უხშირესად თან სდევს დუოდენო-გასტრული რეფლუქსის განვითარება; ეს უკანასკნელი კი პროცესის ქრონიზაციის პირობებში, თავის მხრივ, უცილობლივ იწვევს რეფლუქს-გასტრიტისა და არცთუ იშვიათად, რეფლუქს-ეზოფაგიტის ჩამოყალიბებას, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს დაავადების კლინიკური მიმდინარეობის სურათსა და ავადმყოფის სუბიექტურ შეგრძნებებს [3,6]. გამომდინარე ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან, სრულიად ბუნებრივია, რომ ქრონიკული ქოლეცისტიტის დროულ დიაგნოსტიკასა და მით უფრო მისი მკურნალობის მაღალეფექტური მეთოდების დანერგვას კლინიკურ პრაქტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ნაღველკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკისთვის, ასევე მისი თანმდევი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების წარმატებული მკურნალობისთვის.
ქრონიკული ქოლეცისტიტის სადღეისოდ არსებული ტრადიციული კონსერვატიული მკურნალობის სქემა სპეციფიური დიეტოთერაპიის პარალელურად მოიცავს სხვადასხვა ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატების გამოყენებას, რომელთა შორის შერჩევითი უპირატესობა ენიჭება ტკივილგამაყუჩებელი, M – ქოლინოლიზური, სელექტიური და არასელექტიური სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული, ასევე ქოლერეტული და ქოლეკინეტიკური საშუალებების გამოყენებას. გამომდინარე ხსენებული სამკურნალწამლო საშუალებების ფარმაკოლოგიური მოქმედების მექანიზმებიდან, ნათელია, რომ აღწერილი ტრადიციული მკურნალობის სქემაში ძირითადი აქცენტი გადატანილია ტკივილგამაყუჩებელ, ანტისპაზმურ, ინფექციის საწინააღმდეგო და ნაღვლდამდენ თერაპიულ ეფექტებზე და ნაკლები ყურადღება ეთმობა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორის კორექციას, როგორსაც ნაღვლის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრების ერთობლიობა წარმოადგენს. არადა სწორედ ამ უკანასკნელის დისბალანსი განაპირობებს ნაღველში შეწონილი `მყარი~ ელემენტების სოლუბილიზაციის პროცესის მოშლასა და მათ მომდევნო კრისტალიზაციას, ნაღვლის სიბლანტის მატებასა და ე.წ. ბილიარული ნალექის (შლუდგე) წარმოქმნას. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ არაკალკულოზური ქოლეცისტიტის კომპლექსური მკურნალობის სქემაში აქტიურად უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი სამკურნალწამლო საშუალებები, რომლებიც ეფექტურად ზემოქმედებენ ნაღვლის ბუშტის შიგთავსის სოლუბილიზაციის პროცესებზე და ამგვარად აძლიერებენ ნაღვლის `გათხიერებას~. სწორედ ამიტომ დავისახეთ მიზნად შეგვესწავლა კლასიკური ქოლელითოლიტიური საშუალების _ ურსოდეოქსიქოლის მჟავის კლინიკური ეფექტურობა ქრონიკული არაკალკულოზური ქოლეცისტიტით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატ ხოლუდექსანის ("World Medicine", დიდი ბრიტანეთი) მაგალითზე.
კვლევის მასალა და მეთოდები. ზოგადი კლინიკური, ულტრასონოგრაფიული და ენდოსკოპიური მეთოდების კომპლექსური გამოყენებით სულ შესწავლილ იქნა ქრონიკული არაკალკულოზური ქოლეცისტიტით დაავადებული 36-53 წწ. ასაკის მქონე 25 პაციენტი (15 ქალი და 10 მამაკაცი), რომლებმაც შეადგინა ღია, კონტროლირებული კლინიკური დაკვირვების ე.წ. საკვლევი ჯგუფი (კომპლექსური მკურნალობა ხოლუდექსანის გამოყენებით). საკონტროლო ჯგუფი შეადგინა 37 - 61წწ. ასაკის მქონე 15-მა პაციენტმა (9 ქალი და 6 მამაკაცი), რომელთაც მკურნალობა უტარდებოდათ მხოლოდ ტრადიციული საშუალებების გამოყენებით (ცხრილი 1).
საკვლევ პოპულაციაში, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე (რანდომიზაციის პრინციპი) გაერთიანდა ის პაციენტები, რომელთაც ანამნეზური, კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებითა და ინსტრუმენტული კვლევებით დაუდგინდათ მსუბუქი, საშუალო სიმძიმისა და მძიმე მიმდინარეობის ქრონიკული არაკალკულოზური ქოლეცისტიტის დიაგნოზი [1,4]. დაავადების კლინიკური მიმდინარეობის სიმძიმის შეფასების მიზნით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ავადმყოფთა სუბიექტური კვლევის შედეგად მოპოვებულ ისეთ მონაცემებს, როგორიც იყო ანამნეზურად დაავადების გამწვავებებისა და რემისიის ფაზების ხანგრძლივობა და ასევე მათი მონაცვლეობის სიხშირე; 6 თვის განმავლობაში ამბულატორიული ან სტაციონარული მიმართვიანობის (ჰოსპიტალიზაციის) მაჩვენებელი; რემისიის ფაზის სტაბილურობა და შემანარჩუნებელი თერაპიის დეტალური დახასიათება; გამწვავებების პერიოდში სამკურნალწამლო საშუალებების (M - ქოლინოლიზური, სელექტიური და არასელექტიური სპაზმოლიზური, ანტიბაქტერიული, ასევე ქოლერეტული და ქოლეკინეტიკური პრეპარატები) გამოყენების ჩვენებები, მათი დოზირება და კლინიკური ეფექტურობა. 

ცხრილი 1. გამოკვლეულ პირთა დემოგრაფიული მონაცემები

ჯგუფი
 
 
                               მონაცემი
 
საკვლევი ჯგუფი
 
N= 25
საკონტ. ჯგუფი
  
N= 15
მამაკაცი
10
6
ქალი
15
9
ასაკი (წწ)
(M ± m)
42.7 ± 6.8
44.9 ± 7.4
დაავადების ხანგრძლივობა (წწ)
(M ± m)
9.1 ± 3.6
11.2 ± 4.5
დაავადების მიმდინარეობა
მსუბუქი
 
9
6
საშუალო
 
12
6
მძიმე
 
4
3

კვლევის დიზაინი. ჩვენს მიერ წარმოებული კვლევა წარმოადგენდა ღია, ერთი მიმართულებით დაკვირვებას, როდესაც საკვლევი ჯგუფის ავადმყოფებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენდა 60 დღეს. კვლევის საწყის ეტაპზე (დეტალური ანამნეზი, ფიზიკალური კვლევა, სისხლისა და შარდის საერთო ანალიზი, მუცლის ღრუს ორგანოების ულტრასონოგრაფია, ეკგ, ეზოფაგოგასტროდუოდენოფიბროსკოპია ინტრაგასტრალური pH-მეტრიით) ხდებოდა ქოლეცისტიტით დაავადებული პაციენტების შერჩევა. შერჩევის შემდგომ საკვლევი ჯგუფის ყოველი ავადმყოფი 60 დღის განმავლობაში ღებულობდა 300 მგ პერორალურ ხოლუდექსანს ("World Medicine", დიდი ბრიტანეთი) დღეში ერთხელ. საკონტროლო ჯგუფის პაციენტებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობამ ასევე 60 დღე შეადგინა და ამ პერიოდის განმავლობაში ავადმყოფები დიეტოთერაპიის პარალელურად იტარებდნენ 10 დღიან ანტიბიოტიკოთერაპიის (ამოქსიცილინი) კურსებს თვეში ერთხელ, იღებდნენ პროკინეტიკურ და ქოლერეტულ საშუალებებს. კვლევაში მონაწილე არც ერთი ავადმყოფი არ ღებულობდა რომელიმე H2 – ბლოკერსა და/ან სხვა ანტაციდურ პრეპარატს. დაკვირვების განმავლობაში პროკინეტიკური და სპაზმოლიზური საშუალებების გამოყენება არ იზღუდებოდა.
დაავადების კლინიკური მიმდინარეობის შეფასების მიზნით გამოიყენებოდა დღიურის ტიპის სპეციფიური კითხვარები, სადაც სკრუპულოზურად წარმოებდა ყოველი სიმპტომისა თუ ჩივილის აღწერა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ისეთი სიმპტომების აღწერილობას, როგორიც იყო ტკივილი ფერდქვეშა არეში (1), გულისრევის შეგრძნება (2), პირღებინება (3) და გულძმარვა (4). ყოველი სიმპტომის გამოხატულების შეფასება ავადმყოფთა მიერ ხორციელდებოდა 0 – 3 ქულიანი შკალით (0 = არ არსებობს, 1 = მსუბუქი, 2 = ზომიერი, 3 = მკვეთრი). მკურნალობის კურსის წარმოებისას ზოგადი მდგომარეობის საბოლოო შეფასებისთვის გამოიყენებოდა -2 _ +2 ქულათა სისტემა (-2 = ძლიერი გაუარესება, -1 = მსუბუქი გაუარესება, 0 = ცვლილების გარეშე, +1 = მსუბუქი გაუმჯობესება, +2 = გამოხატული გაუმჯობესება). განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ენდოსკოპიური კვლევის მონაცემებს, რომელიც ყველა საკვლევ ავადმყოფს უტარდებოდა მკურნალობამდე და მკურნალობის კურსის დამთავრების შემდგომ. კერძოდ, ფასდებოდა კუჭშიდა მჟავიანობის მაჩვენებლები (pH-მეტრია), ენდოსკოპიური სურათის დეტალური აღწერილობა (ნაღვლოვანი რეფლუქსის არსებობა, კუჭის ლორწოვანის ანთებითი ცვლილებების ვიზუალური დახასიათება, გავრცობის ხარისხი). მკურნალობის კურსის დასრულების შემდგომ ასევე ხდებოდა შესაძლო გვერდითი მოვლენების მონიტორინგი.

კვლევის შედეგები

25 ავადმყოფიდან, რომლებმაც თავიდანვე შეადგინეს დაკვირვების ჯგუფი, კვლევა დაასრულა 24 ავადმყოფმა. საკვლევი ჯგუფიდან დაკვირვების მე-3 კვირას კვლევას გამოეთიშა 1 ავადმყოფი პროტოკოლის დაუმორჩილებლობის გამო. ასე რომ, მკურნალობის ეფექტურობის შეფასების მაჩვენებლები გაანალიზებულ იქნა იმ 24 ავადმყოფისთვის, რომელთაც დაასრულეს პროტოკოლით გათვალისწინებული კურსი, ხოლო უსაფრთხოების (გვერდითი მოვლენები) მაჩვენებლები შესწავლილ იქნა ყველა 25 პაციენტისთვის. დაკვირვების პერიოდში საკვლევი და საკონტროლო ჯგუფის ავადმყოფთა სუბიექტური (შეფასება ქულათა სისტემით) კვლევის მონაცემები წარმოდგენილია მე-2 და მე-3 ცხრილებში.
მოყვანილი კვლევის შედეგების თანახმად, ხოლუდექსანის პროტოკოლით გათვალისწინებული გამოყენება საკვლევ ჯგუფში განაპირობებდა ოთხივე შესწავლილი სიმპტომის სტატისტიკურად სარწმუნო გაუმჯობესებას (მათ შორის, ტკივილისა და გულძმარვის სიხშირის მკვეთრ შემცირებასაც). ავადმყოფთა ზოგადი მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმების ანალიზის თანახმად, ასევე აღინიშნა ზოგადი მდგომარეობის გამოხატული გაუმჯობესება. საყურადღებოა, რომ მკურნალობის პროცესში დაფიქსირდა კუჭშიდა მჟავიანობის მაჩვენებლების სტატისტიკურად სარწმუნო დაქვეითება საკვლევ ჯგუფში (pH მაჩვენებლის ზრდა 2.8-დან 3.5-მდე; 23.7%-ით გაუმჯობესება); საკონტროლო ჯგუფში ანალოგიურ მოვლენებს ადგილი არ ქონია.

ცხრილი 2. საკვლევი ჯგუფის ავადმყოფთა სიმპტომატიკა,
სონოგრაფიული და pH მაჩვენებლები მკურნალობასთან დაკავშირებით

სიმპტომი (N = 24)
საშუალო ქულა (მკურნალობამდე)
საშუალო ქულა (მკურნ. შემდეგ)
p სიდიდე
ტკივილი
2.11
0.67
< 0.01
გულძმარვა
2.42
0.85
< 0.01
გულისრევა
1.54
0.34
< 0.01
ღებინება
1.12
0.06
< 0.01
ზოგადი მდგომარეობა
----
1.87
---
pH მაჩვენებელი
2.8
3.5
< 0.05
ბილიარული ნალექის სისქე (მმ)
2.7
1.8
< 0.05


ცხრილი 3. საკონტროლო ჯგუფის ავადმყოფთა სიმპტომატიკა,
სონოგრაფიული და pH მაჩვენებლები მკურნალობასთან დაკავშირებით

სიმპტომი
(N = 15)
საშუალო ქულა (მკურნალობამდე)
საშუალო ქულა (მკურნ. შემდეგ)
p სიდიდე
ტკივილი
1.68
1.27
< 0.05
გულძმარვა
2.13
2.09
> 0.05
გულისრევა
1.22
1.31
>0.05
ღებინება
1.03
1.05
>0.01
ზოგადი მდგომარეობა
----
1.87
---
pH მაჩვენებელი
2.1
3.1
< 0.05
ბილიარული ნალექის სისქე (მმ)
2.9
2.4
< 0.05

მკურნალობის პროცესში გამოხატული კლინიკური გაუმჯობესების პარალელურად ასევე აღინიშნა საკვლევ ავადმყოფთა სონოგრაფიული კვლევის მონაცემების (ნაღვლის ბუშტის `ბილიარული ნალექის~ რაოდენობის მაჩვენებლები, მოტორიკის თავისებურებები) მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც ნაკლები ხარისხით ვლინდებოდა საკონტროლო ჯგუფის ავადმყოფთა შემთხვევაში. და ბოლოს, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატ ხოლუდექსანის არსებითი, აღსანიშნი გვერდითი მოვლენის შესახებ არც ერთი შემთხვევა 8