Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
 
პუბლიკაციები
 პოლიჟენი – არჩევის პრეპარატი ნივთიერებათა ცვლის ბალანსირების და ჰომეოსტაზის დისრეგულაციის პრევენციის დროს 

ქეთევან ნატმელაძე, ენდოკრინოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი

ფარმაკოლოგიური პრეპარატების, განსაკუთრებით ვიტამინების კომპლექსების მრავალფეროვნების პირობებში არამარტო პაციენტთათვის, არამედ ექიმთა საკმაოდ ფართო წრისთვის რთული ხდება სწორი არჩევანის შეჩერება რომელიმე ერთ მედიკამენტზე, რომელიც კონკრეტული პათოლოგიისთვის არის მიზანშეწონილი. ამდენად, საჭიროდ ჩავთვალეთ მოგვეწოდებინა შედარებით დეტალური ინფორმაცია ისეთ პრეპარატზე, რომელიც ცნობილია პოლიჟენის სახელწოდებით.
აღნიშნული პუბლიკაცია განკუთვნილია, პირველ რიგში, ენდოკრინოლოგთათვის, თუმცა ვფიქრობთ ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს თერაპევტთა ფართო წრისთვისაც.
პოლიჟენი წარმოადგენს ბუნებრივი კომპონენტების, მინერალებისა და მიკროელემენტების, შეუცვლელი ამინომჟავების, ადაპტოგენური კომპონენტის, პოლივიტამინური კომპლექსის შემცველ კომბინირებულ პრეპარატს.
პოლიჟენი შეიცავს საგულდაგულოდ შერჩეულ აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებსაც გააჩნიათ პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება, ორგანიზმის აუცილებელი ფუნქციონალური აქტივობის გასაუმჯობესებლად.
პირველ რიგში, გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, ჩვენი ქვეყნისთვის
_ საქართველოსთვის _ ენდემურ დაავადებად ითვლება.
პოლიჟენის სახელწოდებიდან გამომდინარე, იგი შეიცავს ვიტამინებისა და მინერალების ისეთ რაოდენობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მკურნალობისა და პრევენციის დროს.
პოლიჟენის შემცველობაში I, შე, B1 ვიტამინის არსებობა ხელს უწყობს როგორც ორგანიზმის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას, ისე ფარისებრი ჯირკვლისთვის იოდის სადღეღამისო მოთხოვნილების უზრუნველყოფას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იოდდეფიციტის ენდემურ ზონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, აგრეთვე სხვადასხვა ფიზიოლოგიური პროცესების (ორგანიზმის ზრდა, სქესობრივი მომწიფების პერიოდი და სხვ.) ნორმალური წარმართვისთვის.
აღსანიშნავია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების (ჰიპოთირეოზი) დროს A ვიტამინის (კაროტინი) დეფიციტი, რომელიც სავსებით შეიძლება შეივსოს პოლიჟენით მკურნალობის კურსის ჩატარებისას (დღეში პოლიჟენის 1 კაფსულა 24 დღის განმავლობაში).
მოზარდებში პოლიჟენის დანიშვნით ვახდენთ მთელი რიგი პროცესების ბალანსირებას: სახელდობრ, ზრდის ჰორმონის პროდუქციის სტიმულირებას, რომელსაც უზრუნველყოფს LL-არგინინი, LL-ლიზინი; აგრეთვე თიმუსის აქტივაციას თ-ლიმფოციტების გამომუშავების სტიმულაციით, რასაც უზრუნველყოფს თუთიის და ჟენშენის ოპტიმალური შემცველობა პრეპარატში. აღნიშნულ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი მიკროელემენტები, როგორიცაა მაგნიუმი, კალიუმი, ქრომი, სპილენძი, მოლიბდენი და პოლიჟენის თითოეული კაფსულა შეიცავს აღნიშნული კომპონენტების აუცილებელ რაოდენობას. ამ მიმართულებით სავსებით საკმარისია გაზაფხულისა და შემოდგომის სეზონზე პრეპარატით მკურნალობის სრული კურსის ჩატარება.
შაქრიანი დიაბეტის გავრცელებამ მსოფლიო მასშტაბით უკვე პანდემიის სახე მიიღო, განსაკუთრებით მოიმატა I ტიპის შაქრიანი დიაბეტის პროცენტულმა მაჩვენებელმა. I ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარება დაკავშირებულია ინსულინის გამომუშავების აბსოლუტურ დეფიციტთან. ცნობილია, რომ მიკროელემენტი თუთია მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენდოგენური ინსულინის სინთეზში. აგრეთვე იგი მონაწილეობს ორგანიზმის მიერ სინთეზური ინსულინის შეთვისებაში. პოლიჟენის შემადგენლობაში თუთიის არსებობა სავსებით აკმაყოფილებს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირთა დღიურ მოთხოვნილებას აღნიშნული მიკროელემენტის მიმართ.
ეჭვგარეშეა B ჯგუფის ვიტამინების როლი ნერვული იმპულსების სინაფსური გადაცემის გაუმჯობესებაში, რაც აქტუალურია დიაბეტური ნეიროპათიებისა და რეტინოპათიების, როგორც შაქრიანი დიაბეტის უხშირესი გართულებების დროს. ამდენად, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის პოლიჟენი შეიძლება ჩაითვალოს არჩევის პრეპარატად ვიტამინოთერაპიის კუთხით.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს თუთიის მნიშვნელოვანი როლი სასქესო ჯირკვლების ჰორმონების დონის ბალანსირებაში. აღნიშნული ეფექტი ძლიერდება პოლიჟენის შემადგენლობაში არსებული ისეთი კომპონენტების არსებობით, როგორიცაა მცენარის მტვერი და ფუტკრის რძე.
ქალისა და მამაკაცის ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდად პუბერტატული ასაკის შემდგომ ითვლება კლიმაქტერული პერიოდი. როგორც დადგინდა, იაპონიაში, სადაც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები სოიოს ზეთს ჭარბი რაოდენობით შეიცავს, კლიმაქტერული ნევროზის ვეგეტატური გამოვლინებები მინიმუმამდე არის შემცირებული როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ამ მიმართულებით ცხადია მიზანშეწონილია ყოველ 2-3 თვეში ერთხელ პოლიჟენით პროფილაქტიკური კურსის ჩატარება აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში, ვინაიდან სოიოს ლეციტინი წარმოადგენს პრეპარატის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელ კომპონენტს.
პოლიჟენის შემადგენლობაში შემავალი ჩ და B5 ვიტამინი პრეპარატს ანიჭებს საინტერესო როლს ისეთ რთულად დასარეგულირებელ პროცესებში, როგორიცაა თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების – გლუკოკორტიკოსტეროიდების სინთეზი. ამდენად, პოლიჟენი შეიძლება დაენიშნოს მუდმივად სტრესულ სიტუაციებში მყოფ პირებს, რათა აუმაღლდეთ მათ უარყოფითი ემოციების მიმართ გამძლეობა და თავი დაიცვან სტრესის შედეგებისგან.
დასასრულს, აუცილებელია აღინიშნოს, რომ პოლიჟენი უნდა მივიჩნიოთ ნივთიერებათა ცვლის აქტივაციის კატალიზატორად კომპლექსურ თერაპიაში, თუმცა ორგანიზმის ჰომეოსტაზის მოსალოდნელი დისბალანსის დროს პოლიჟენის დანიშვნას უნდა მივანიჭოთ დამოუკიდებელი პრეპარატით მკურნალობის მნიშვნელობა.