Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
 
პუბლიკაციები
 ნოზეილინის გამოყენება ოტორინოლარინგოლოგიაში 

ლია ლომიძე, მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი

 
 
უკანასკნელი ათწლეულის მთელი რიგი სამეცნიერო შრომათა მონაცემების შესწავლამ გვიჩვენა, რომ მწვავე რინოსინუსიტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა, რომელიც ხშირად იწვევს სერიოზულ გართულებებს ადამიანის ორგანიზმში. ცხვირისა და მისი დანამატი წიაღების დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის როგორც ვირუსულ ინფექციებს, ასევე ლორწოვანი გარსის ბაქტერიულ ინფიცირებას. ცხვირის ღრუს ინფიცირების შემდეგ ვითარდება ლორწოვანი გარსის შეშუპება და ინფილტრაცია, რაც თავის მხრივ იწვევს ცხვირის დანამატი წიაღების ბუნებრივი ხვრელების და ევსტაქის მილის სადრენაჟო ფუნქციის მოშლას, შეგუბებით მოვლენებს აღნიშნულ წიაღებსა და დაფის ღრუში. ყოველივე ამას მოჰყვება სინუსიტების, ევსტაქის მილისა და შუა ყურის მწვავე ანთების განვითარება. ცხვირის ლორწოვანის ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია ლორწოვანი გარსის ეპითელის მოციმციმე უჯრედებზე და მათ აქტივობაზე. უჯრედების აქტივობის შენელება იწვევს ლორწოს ტრანსპორტირების დარღვევას, ლორწოს გამოდევნის შეფერხებას და ზემოთ აღნიშნული პათოლოგიების განვითარებას.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ დღემდე აქტუალურია ალერგიულიDრინიტების მკურნალობის პრობლემა. უკანასკნელ წლებში შეინიშნება მკვეთრი ზრდის ტენდენცია აღნიშნული დაავადებისა. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს გარემოს დაბინძურების მატებით (ტრანსპორტის რაოდენობის ზრდა, მწვანე ნარგავების შემცირება, მშენებლობის მატება, მჭიდრო დასახლებები გამწვანების გარეშე და სხვა), ნიკოტინის მოხმარების ზრდით და სხვადასხვა ფაქტორებით, ხოლო ამ დაავადების ერთ-ერთ გართულებას წარმოადგენს ბრონქული ასთმა.
მჯო (ჭHO)-ის პროგნოზით XXI საუკუნეში ალერგიული დაავადებები სიხშირით დაიკავებს მეორე ადგილს, ასევე შესამჩნევია ალერგიული დაავადებების მიმდინარეობის თანდათანობითი დამძიმება. იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე ალერგიულ დაავადებებს შესაძლოა თან დაერთოს ბაქტერიული ინფექციები, რაც იწვევს შემდგომ გართულებებს.
ყოველივე ამის გამო დიდი მნიშვნელობა ენიჭება რინიტების სწორ და დროულ მკურნალობას, მიუხედავად მისი გამომწვევი მიზეზისა.
ალერგიული რინიტებისა და რინოსინუსიტების მედიკამენტოზური მკურნალობა აუცილებლად კომბინირებული უნდა იყოს, რაც ითვალისწინებს ადგილობრივად მოქმედ სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპარატების და ანტიჰისტამინური პრეპარატების (სასურველია ასევე ადგილობრივი მოქმედების) ერთდროულ გამოყენებას სწრაფი და უკეთესი შედეგის მისაღწევად.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით არსებობს მრავალი სახის ცხვირის წვეთები და აეროზოლები, მათ შორის, აღსანიშნავია ნოზეილინი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პრეპარატია ამ დაავადებათა მკურნალობასა და პროფილაქტიკაში. იგი შეიცავს ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდს, ქლორფენირამინის მალეატს და დამხმარე ნივთიერებებს: ბორის მჟავას, ნატრიუმის ციტრატს და სხვა.
ნაფაზოლინის ჰიდროქლორიდი ეს არის α2–ადრენომიმეტიკი, რომელიც იწვევს სწრაფად და ხანგრძლივად ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვთა მკვეთრ შევიწროებას, შეშუპების მოხსნას და ცხვირის ღრუში ექსუდატის შემცირებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ცხვირის დანამატი წიაღების ბუნებრივი სავალების და ევსტაქის მილის დრენირების ფუნქციის აღდგენას, წიაღების და დაფის ღრუს აერაციას.
ქლორფენირამინის მალეატი _ ჰისტამინის H1-რეცეპტორების ბლოკატორია. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, რაც ასევე ხელს უწყობს ალერგიული სიმპტომების (ქავილი, ცრემლდენა, ცემინება, გამონადენი ცხვირიდან) მოხსნას.
სწორედ აღნიშნული თვისებები წარმოადგენს ნოზეილინის უპირატესობას სხვა პრეპარატებთან შედარებით: ანტიჰისტამინური საშუალებების, ალერგიის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროვებელი კომპონენტების კომბინაცია, რაც დღესდღეობით ცხვირის სხვა წვეთებში არ გვხვდება.
ჩვენს პრაქტიკაში ნოზეილინის გამოყენებამ გვიჩვენა, რომ სისხლძარღვთა შემავიწროვებელი და ანტიჰისტამინური საშუალებების ერთდროული გამოყენება ადგილობრივად იწვევს ცხვირის და მისი დანამატი წიაღების, ასევე ევსტაქის მილის ლორწოვანი გარსის შეშუპების სწრაფად მოხსნას, ევსტაქის მილის ფუნქციის აღდგენას მოკლე დროში სხვა პრეპარატებთან კომბინაციის გარეშე. გარდა ამისა, მის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებები ხელს უწყობს მედიკამენტის ანტისეპტიკურ მოქმედებას და ლორწოვანის დაცვას გამოშრობისაგან, რაც ხშირად ხდება სხვა ვაზოკონსტრიქტორების ადგილობრივად გამოყენებისას.