Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
 
პუბლიკაციები
 ნელადექსის გამოყენება გარეთა სასმენი მილის ანთების მკურნალობაში 

მიხეილ ჯაში, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა დეპარტამენტი (ხელმძღვანელი: პროფესორი შოთა ჯაფარიძე)

გარეთა სასმენი მილის ანთების მკურნალობა დღემდე ერთ-ერთი აქტუალური თემაა თანამედროვე ოტორინოლარინგოლოგიაში. ეს რამოდენიმე მიზეზით აიხსნება: ფართო გავრცელებით (გარეთა სასმენი მილის ანთება ყურის დაავადებათა 25-30% შეადგენს); მკურნალობის არადამაკმაყოფილებელი შედეგის დიდი სიხშირით, ასევე ოტომიკოზის განვითარების მაღალი რისკით. (1)
უკანასკნელ ათწლეულებში ანტიბიოტიკების და სულფანილამიდების გამოყენებამ შეცვალა ამ დაავადების კლინიკური სურათი და შეამცირა გართულებები. როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ სტატისტიკური მონაცემების ანალიზმა გვიჩვენა, რომ მას შემდეგ, რაც დაიწყო ანტიბიოტიკების ერა, ამ დაავადებების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში იგი სტაბილური რჩებოდა, თუმცა ბოლო წლებში შეინიშნება გარეთა ყურის დაავადებების განვითარების სიხშირის ზრდის ტენდენცია. ეს დაკავშირებულია გარემოს მავნე ზემოქმედებასთან და მედიკამენტური საშუალებების ხშირ და უკონტროლო გამოყენებასთან, რომლებიც იწვევენ იმუნოლოგიურ ცვლილებებს ორგანიზმში  და ალერგიული ფონის მქონე პაციენტების რაოდენობის ზრდას. ასევე საკამათო რჩება საკითხი, რომელიც ეხება მიკროფლორის როლს გარეთა სასმენი მილის ანთების განვითარებაში. ავტორთა ნაწილი მიკოზურ ფაქტორს მიიჩნევს მეორად მიზეზად, ხოლო სხვა ავტორები მას თვლიან მთავარ გამომწვევად. ზოგიერთი მონაცემის მიხედვით გარეთა სასმენი მილის დერმატიტების 64,2% განპირობებულია ბაქტერიული ფლორით (ამასთან, ამ ჯგუფში წამყვანი რჩება ოქროსფერი სტაფილოკოკი – დაახლოებით 46%), გარეთა ოტიტების 28% კი გამოწვეულია სოკოვანი ფლორით და 7.1% შერეული ფლორით. (2, 3, 4)
ზემოაღნიშნულმა ცხადყო, რომ საჭიროა ახალი, უფრო ეფექტური მკურნალობის მეთოდების ძიება.  ადგილობრივი მოქმედების სამკურნალწამლო საშუალებების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია. გამოიყენება გიოქსიზონი, ოტინუმი, ოტიპაქსი, სოფრადექსი და სხვა. ამ წამლების ძირითადი ნაწილის მთავარი ნაკლი არის ის, რომ ისინი ამორჩევითად მიმართულია ტკივილის მოხსნისკენ და მათი ანტიბაქტერიული მოქმედება სუსტად არის გამოხატული.
წინამდებარე მოხსენებაში წარმოდგენილია ნელადექსის გამოყენების გამოცდილება გარეთა სასმენი მილის ანთების დროს.
გარეთა ოტიტის კლინიკაში წამყვანი სიმპტომია ქავილი გარეთა სასმენი მილის არეში. მოგვიანებით ვლინდება ტკივილი, რომელიც ირადიაციას  განიცდის საფეთქლის არეში, ყურის დაგუბება, ზოგჯერ გამონადენის არსებობა. ობიექტური გამოკვლევით ვლინდება შევიწროებული გარეთა სასმენი მილი, ჰიპერემია, მშრალი ქერქი, ხშირად პროცესში ერთვება დაფის აპკის ეპიდერმული შრე. (5)
ნელადექსი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს მძლავრი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედებით. მასში შემავალი დექსამეტაზონი სინთეზური კორტიკოსტეროიდია, რომელიც თრგუნავს ანთების და ალერგიის მედიატორების სინთეზს. ნელადექსის ანტიბაქტერიული აქტივობის Fფართო სპექტრს განაპირობებს  სხადასხვა ჯგუფის ორი ანტიბიოტიკის კომბინაცია: ნეომიცინის სულფატი I თაობის ამინოგლიკოზიდია, გამოირჩევა ფართო ანტიბაქტერიული სპექტრით. მას ბაქტერიოციდუ;ლი მოქმედება გააჩნია; პოლიმიქსინ B სულფატი – პოლიპეპტიდური ანტიბიოტიკი, რომელიც ძირითადად გრამუარყოფით მიკრობებზე მოქმედებს.
ნელადექსის გამოყენების ჩვენებას ოტორინოლარინგოლოგიაში წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები (პერფორაციის გარეშე).
ჩვენს მიერ ნელადექსით მკურნალობა ჩაუტარდა გარეთა სასმენი მილის ანთების მქონე 30 პაციენტს. საკონტროლო ჯგუფი 20 პაციენტით იყო წარმოდგენილი, რომლებსაც მკურნალობა უტარდებოდათ გიოქსიზონით. გიოქსიზონი შერჩეულ იქნა იმ მოსაზრებით, რომ მას მსგავსი შემადგენლობა გააჩნია – ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი 3% და ჰიდროკორტიზონის აცეტატი 1%. ორივე ჯგუფში შეყვანილ იქნა 19-დან 50 წლამდე ქალი და მამაკაცი. მკურნალობა ყველა პაციენტს უტარდებოდა ამბულატორიულად.
მკურნალობის დაწყების შემდეგ კონტროლი ტარდება მეორე, მეოთხე და მეექვსე დღეს (ოტოსკოპია). მკურნალობის ეფექტურობას ვაფასებდით შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:
ყურის ტკივილი
სმენის დაქვეითება
ოტოსკოპიური სურათი
ჩატარებული მკურნალობის შედეგია: ყველა პაციენტს, რომელსაც მკურნალობა უტარდებოდა ნელადექსით, აღენიშნებოდა დადებითი დინამიკა. მკურნალობის მეორე Dდღიდან ტკივილი არ აღენიშნებოდათ, მეოთხე დღიდან აღინიშნებოდა სმენის გაუმჯობესება, ხოლო მეექვსე დღეს ხდებოდა ოტოსკოპიური სურათის ნორმალიზება. საკონტროლო ჯგუფში აღნიშნული გაუმჯობესება იწყებოდა 1-2 დღის დაგვიანებით. ძირითად ჯგუფში ნელადექსის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ იყო.
ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ნელადექსის გამოყენება გარეთა სასმენი მილის ანთების დროს მეტად ეფექტურია. აღინიშნება დაავადების განკურნების უფრო სწრაფი ტენდენცია სხვა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით. Uუკანასკნელი, სავარაუდოდ, აიხსნება მიკროორგანიზმების მაღალი მგრძნობელობით ნელადექსის კომპონენტებზე.
ლიტერატურა:
1. Орлов A.B., Иваненко А.М. “Современные методы лечения дерматитов наружного слухового прохода”Актуалъные вопросы оториноларингологии детского возраста и фармакотерапия болезней ЛОР-органов, Москва 2001,с.80-84
2. Mაჰერ A., Bასსიოუნყ A. ეტ ალლ “Oტომყცოსის: ან ეხპერიმენტალ ევალუატიონ ოფ სიხ ანტიმყცოტიც აგენტს” L.Lარყნგ, 1982.6პ.82-83
3. Nეჰერ A., Nაგლ M.ეტ ალლ “Aცუტე ოტიტის ეხტერნა: ეფფიცაცყ ანდ ტოლერაბილიტყ ოფ N-ცჰლოროტაურინე ა ნოველ ენდოგენოუს ანტისეპტიც აგენტ” Lარყნგოსცოპე 2004; 114 (5):850-4
4. Oნგ YK., ჩჰეე G. “ინფეცტიონს ოფ ტჰე ეხტერნალ ეარ” Aნნ Aცად  Mედ შინგაპორე 2005; 34(4): 330-4
5. Bალლენგერ ჟ.ჟ. “Dისეასეს ოფ ტჰე ნოსე, ტჰროატ, ეარ, ჰეად, ან ნეცკ” Lეა ანდ Fებიგერ, Pჰილადელპჰია Lონდონ 1991, პ. 1104-1105