Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
 
პუბლიკაციები
 გოლდ რეის გამოყენების ეფექტურობა გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში 

დოდო ნაფეტვარიძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი-კარდიოლოგი

 
გულის იშემიური (კორონარული) დაავადება (გიდ) განვითარებულ ქვეყნებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა და სიკვდილიანობის უხშირეს მიზეზს წარმოადგენს. გიდ-ის განვითარებას ხშირ შემთხვევაში საფუძვლად უდევს გვირგვინოვანი არტერიების ათეროსკლეროზი. ფართო მასშტაბიანი მულტიცენტრული გამოკვლევებით დადგენილია ათეროსკლეროზისა და გიდ-ის განვითარების მჭიდრო კორელაცია სისხლში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და ლიპოპროტეინების შემცველობასთან. დღესდღეობით გიდ-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობაში, სხვა პრეპარატებთან ერთად, წამყვანი ადგილი უჭირავს ГМГ-КоА-რედუქტაზას ინჰიბიტორებს _ სტატინებს. უკანასკნელი დამტკიცებულია პლაცებო-კონტროლირებადი კლინიკური გამოკვლევებით 2007. 2 (1-4). სტატინების დადებითი პლეიოტროპული ეფექტი განისაზღვრება არა მარტო ჰიპოლიპიდემიური ეფექტით, არამედ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებითა და ენდოთელიუმის ფუნქციის გაუმჯობესებით, ათერომისა და სისხლძარღვთა კედლის რემოდელირებით. ჩვენი კვლევის მიზანი იყო ბუნებრივი კომპონენტებისაგან შემდგარი გოლდ რეის გამოყენება და მისი ეფექტურობა გიდ-ით დაავადებულებში _ კერძოდ, ჰიპერლიპიდემიის სამკურნალოდ.
გოლდ რეის შემადგენლობაში შედის:
1. 1000 მგ ფუტკრის რძე (წარმოდგენილია 110 აქტიური კომპონენტით, აქედან, ძირითადია შეცვლადი და შეუცვლადი ამონომჟავები, მზა გამა-გლობულინი, B ჯგუფის ვიტამინები, მიკროელემენტები და მინერალები).
2. 2500 სე β კაროტინი _ A ვიტამინის წინამორბედი.
3. 500 მგ ხორბლის ღივების ზეთი _ ნატურალური E ვიტამინის აქტიური ფორმა.
4. 100 მგ ნივრის ფხვნილი (შეიცავს პექტინს ანტიათეროგენული მოქმედებით).
კვლევისათვის შერჩეულ იქნა 15 გიდ-ით დაავადებული პაციენტი, რომელთაც გაკეთებული ჰქონდათ კორონარული შუნტირების ოპერაცია ან კორონარული ანგიოპლასტიკა. შერჩეული პაციენტებიდან 3 დაავადებული იყო იშემიური კარდიომიოპათიითა და გულის უკმარისობით, 2 პაციენტს აღენიშნებოდა ინფექციურ-ალერგიული გენეზის პერიკარდიტი. პაციენტთა ასაკი წარმოდგენილია 36-63 წლის ჩათვლით. პაციენტებისაგან სისხლი აღებულ იქნა იდაყვის ვენიდან უზმოზე 16 სთ-ის შიმშილის შემდეგ გოლდ რეით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ.
სისხლში ლიპიდური სპექტრი განისაზღვრა ფერმენტულ-კოლორიმეტრიული მეთოდით-ფოტომეტრიით. გულის ექოსკოპია ჩატარდა სონო-5500-ით.
მკურნალობამდე ლიპიდური სპექტრის საშუალო მაჩვენებლები შემდეგნაირი იყო: საერთო ქოლესტერინი 246 + 0,9 მგ/დლ
HDL-ჩHOL_ 32 + 0,02 მგ/დლ 
LDL-ჩHOL _156 + 0,6 მგ/დლ
ტრიგლიცერიდები – 250 მგ/დლ
ათეროგენობის ინდექსი _ 5,1.
10 პაციენტში მარცხენა პარკუჭის სისტოლური მაჩვენებლები მერყეობდა 50-52%-ის ფარგლებში, გულის გარდიგარდმო საზღვრები _ ნორმის ფარგლებში იყო. იშემიური კარდიომიოპათიითა და გულის უკმარისობით დაავადებულებში, მარცხენა პარკუჭის სისტოლური მაჩვენებელი _ 28-30%. გულის გარდიგარდმო საზღვრები _ მნიშვნელოვნად გადიდებული ნორმასთან შედარებით. 2 პაციენტს აღენიშნებოდა ინფექციურ-ალერგიული გენეზის პერიკარდიტი.
გოლდ რეით მკურნალობა დაიწყო 1 კაფსულით დღეში 1-ჯერ, დღის პირველ ნახევარში. მკურნალობა მიმდინარეობდა 20 დღის განმავლობაში.
გოლდ რეის მოქმედების შესახებ ლიპიდურ სპექტრის მაჩვენებლებზე სხვადასხვა მონაცემები არსებობს. კერძოდ, Yეჰ-Lუი (2001 წელი) მონაცემებით: პლაცებო-ბრმა კონტროლირებადი, რანდომიზებული გამოკვლევებით, დაძველებული ნივრის ექსტრაქტის მიღებამ მამაკაცთა სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის დონე შეამცირა 7%-ით, LDL-ჩHOL კი 10%-ით, იმ პაციენტებთან შედარებით რომლებიც იმყოფებოდნენ პლაცებო-მკურნალობაზე და დიეტაზე. შლოწინგ და სხ. (2001 წელი) მონაცემებით, ნივრის როგორც დამუშავებულ, ასევე დაუმუშავებელ ნივთიერებებს შეუძლიათ დაიცვან თაგვები ჰიპერქოლესტერინემიისაგან. ჭოოდს, Gარდნერც, ლაწსონ და სხვების მიხედვით, ნივრის როგორც დამუშავებულმა, ასევე დაუმუშავებელმა ნივთიერებებმა გავლენა ვერ მოახდინა საერთო ქოლესტერინის, დაბალი და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მაჩვენებლებზე (2007, 4. გვ.72.)
ფუტკრის რძის მოქმედების მექანიზმის შესახებ მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. გამოკვლევებით დადგენილია, რომ გარკვეულმა დაუმუშავებელმა ნივთიერებებმა, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს, შეუძლიათ დაიცვან ორგანიზმი ვიტამინ E-ს დეფიციტისაგან. Vიტტეკ და სხვ. (1995 წელი) ანალიზით, საკვებად ფუტკრის რძის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ლიპიდების საერთო დონე შრატში და ღვიძლში, დაბლოკა ათერომის წარმოქმნა კურდღლების აორტაში. ადამიანებში კვლევებმა აჩვენა, რომ ფუტკრის რძით კვებამ შეამცირა ქოლესტერინის დონე 14%-ით, ლიპიდების კი _ 10%-ით. შჰენ და სხ. (1995 წელი) მონაცემებით, ლიოფილიზებულ ფუტკრის რძეს სისხლის პლაზმაში შეუძლია შეამციროს ქოლესტერინის დონე და გაზარდოს მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე.
ჩვენი კვლევების შედეგებით, 20 დღის განმავლობაში გოლდ რეით მკურნალობის შემდეგ ლიპიდური სპექტრის ვერც ერთი მაჩვენებლის სტატისტიკურად დამტკიცებული მნიშვნელოვანი ცვლილებები ვერ იქნა მიღებული. G20 დღის განმავლობაში გოლდ რეით მკურნალობამ არ გამოიწვია საერთო ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების მაჩვენებლების დაქვეითება და მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის, ლიპოპროტეიდების მატება სისხლის პლაზმაში. თუმცა, ჩვენი გამოკვლევები არ მეტყველებს პრეპარატის უეფექტობაზე გიდ-ით დაავადებულ პაციენტებში. საჭიროა განხილული იქნას ამ პრეპარატის მეორე ასპექტი, როგორც იმნომოდულატორის და ანტიოქსიდანტის. ამისათვის, საჭიროა ჩატარდეს მნიშვნელოვანი კვლევა ქვემოთ მითითებული ფართო სპექტრით: ჩ რაქტიული ცილა, იმუნური სისტემა _ თ ლიმფოციტები, თრობოციტები, სისხლის რეოლოგიური მაჩვენებლები-ფიბრინოგენის დონე, NO-ს დონის განსაზღვრა და ენდოთელიუმის ფუნქციის შესწავლა.
ზემოაღნიშნულით განპირობებულია ჩვენი კვლევების შედეგებიც:
გიდ-ით, იშემიური კარდიომიოპათიითა და გულის უკმარისობით დაავადებული პაციენტების გამოკითხვით, ავადმყოფების სუბიექტური და ობიექტური მდგომარება მკვეთრად უმჯობესდებოდა, თავს უკეთ გრძნობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში ტრადიციული მკურნალობა (საგულე გლიკოზიდები, შარდმდენები, ანტიაგრეგაციული საშუალებები და შესაბამისად, კალიუმის პრეპარატები) ტარდებოდა, მარცხენა პარკუჭის სისტოლური ფუნქციის მაჩვენებლები გაუმჯობესდა, ხოლო, პერიკარდიტით დაავადებულებში პერიკარდიუმის ღრუში გამონაჟონის რაოდენობა ალაგდა. ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში პრეპარატმა იმუშავა, როგორც ანტიოქსიდანტმა და იმუნომოდულატორმა. გოლდ რეის ამ მიმართულებით მოქმედებაზე არსებობს მნიშვნელოვანი კვლევები. მრავალი ქრონიკული დაავადება და მათ შორის, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება ანტიოქსიდანტური სისტემის დარღვევითაა გამოწვეული. Gგიდ-ით დაავადებულებში და განსაკუთრებით, გვირგვინოვანი არტერიების ოკლუზიის დროს, იქმნება პირობა არაკონტროლირებადი პეროქსიდაციის პროცესისა, ანტიოქსიდანტური ფერმენტების შემცირების გამო (2007. 5. 45 გვ.) მიმდინარეობს მდგრადი ლიპიდების ჟანგვა- ზეჟანგვის ინტენსიური პროცესი, კატალაზისა და სუპეროქსიდისმუტაზის აქტივობის დაქვეითება. ენდოთელიუმი, ეს არის ძირითადი სტრუქტურა, რომელიც ამყარებს ბალანს ვაზოდილატაციასა და ვაზოკონსტრიქციას შორის. აქ წარმოიქმნება რელაქსაციის მრავალი ფაქტორი და მათ შორის, აზოტის ოქსიდი _ NO. NO-- ნეირომედიატორებთან და ჰორმონებთან ერთად მონაწილეობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის რეგულაციაში (2007. 5. 23-25.) თითქმის ყველა სასიგნალო გზა, დაწყებული ცნს-დან, დამთავრებული კარდიომიოციტებით, ხორციელდება მათი საშუალებით. გიდ-ით დაავადებულებში NO-ს სინთეზის ექსპრესია ხორციელდება. ნივრის ექსტრატის და მისი მთავარი კომპონენტის შ-ალლილცისტეინის ზემოქმედება NO-ზე ხორციელდება მაკროფაგებითა და ენდოთელური უჯრედების მეშვეობით. ნივრის ექსტრატმა და შ-ალლილცისტეინმა ი NOშ ინჰიბირებით მაკროფაგებში NO-ს გაზრდა გამოიწვია. გარდა ამისა, ნივრის ექსტრატი აძლიერებს უჯრედში ანტიოქსიდანტური ფერმენტების _ სუპეროქსიდისმუტაზას, კატალაზას და გლუტათიონპეროქსიდაზას აქტივობას, რითაც იწვევს გლუტათიონის რაოდენობის გაზრდას. ნივრის ექსრატი LDL-ჩHOL-ს ინჰიბირებით იცავს ენდოთელს ჯანგვის შედეგად წარმოქმნილი მოლეკულებისაგან. KUM და სხ. (2001 წელი), OKA და სხ. (1995 წელი) ექსპერიმენტში დაადგინეს, რომ ფუტკრის რძემ დათრგუნა IგE-ისა და ჰისტამინის გადმოსროლა უჯრედებიდან და აღადგინა მაკროფაგების ფუნქცია. შვერ და სხ. (1996 წელი) მონაცემებით, ფუტკრის რძის გამოყენებამ ექსპერიმენტში გააძლიერა ანტისხეულების წარმოქმნა და გაზარდა იმუნოკომპეტენტური უჯრედების რაოდენობა. Fუჯიი და სხ. (1996 წელი) მიხედვით, დიაბეტით დაავადებულ ვირთხებში ფუტკრის რძის გამოყენებამ ჰიპოგლიკემია არ გამოიწვია, მაგრამ ხელი შეუწყო კოლაგენის ფორმირებას და ქსოვილის გრანულაციას. ჭიტტეკ და სხ. (1995 წელი) მონაცემებით, საკვებში ფუტკრის რძის გამოყენებას აქვს იმუნომოდულაციური თვისება, ასტიმულირებს ანტისხეულების წარმოქმნას და სწრაფად ზრდის იმუნოკომპენტენტურ უჯრედებს. ზემოაღნიშნულით დგინდება ნივრის ექსტრატის არა მარტო ანტიოქსიდანტური, არამედ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
Uტესჰევ და სხ. (1996 წელი) მონაცემებით, ვიტამინ A აცეტატი აძლიერებს იმუნურ პასუხს თ-დამოკიდებულ ანტიგენზე, ხოლო ბეტა-კაროტინი აძლიერებს ორგანიზმის რეაქციას შედარებით თ-დამოკიდებულ და თ-დამოუკიდებელ ანტიგენებზე. ვიტამინი A ასტიმულირებს ერითროციტების მოქმედებას. ვიტამინი E იწვევს პროსტაგლანდინ E2-ის ინჰიბირებას და აძლიერებს იმუნურ რეაქციებს. ვიტამინ E-ს შე-ის დეფიციტის დროს შეუძლია დაიცვას იმუნური სისტემა და მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტია ოპტიმალური იმუნური ფუნქციისათვის. Bენდიცჰ და სხ. გამოკვლევებით, ბუნებრივ ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს შეუძლიათ დაიცვან იმუნური სისტემა გაჯერებელი ცხიმოვანი მჟავების მოქმედებისაგან. ვიტამინ E-ს შეუძლია დაარღვიოს ლიპოფილური ანტიოქსიდანტების ჯაჭვი პლაზმასა და ქსოვილებში და ამით ხელი შეუშალოს ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას. Dუმაიტროვ და სხ. (1994 წ.), ჩანბაზ და სხ. (2003 წ.) კვლევებით, წყალში ხსნად ვიტამინ E-ს შეუძლია შეამციროს აორტის გადაკეტვის შემდეგ მიოკარდის უჯრედების დაზიანება და დაიცვას მიოკარდი იშემიისაგან რეპერფუზიის დროს. Lიუ და სხ. (2003 წ.) ადამიანებში კვლევით დაადგინეს, რომ შერეული ტოკოფეროლი (ალფა და გამა) აძლიერებს NO-ს გადმოსროლას ეც NOშ-ს აქტივაციით.
ყოველივე ზემოთ განხილულის გათვალისწინებით, გოლდ რეი ძლიერი ანტიოქსიდანტი და იმნომოდულატორია. გოლდ რეი შეიძლება გამოვიყენოთ გულის იშემიური დაავადებისა და სხვა ქრონიკული დაავადებების დროს არა მარტო, როგორც საპროფილაქტიკო საშუალება, არამედ, როგორც მკურნალობის აუცილებელი, დამხმარე თერაპიული საშუალება.
 
ლიტერატურა:
1. შაცკს FM, Pფეფფერ MA, Mოყე LA, ღოულეაუ ჟL, ღუტჰერფორდ ჟD, ჩოლე თG, Bროწნ L, ჭარნიცა ჟჭ, Aრნოლდ ჟM, ჭუნ ჩჩ, Dავის Bღ, Bრაუნწალდ E.თჰე ეფფეცტ ოფ პრავასტატინ ონ ცორონარყ ევენტს აფტერ მყოცარდიალ ინფარცტიონ ინ პატიენტს წიტჰ ავერაგე ცჰოლესტეროლ ლეველს. ჩჰოლესტეროლ ანდ ღეცურრენტ Eვენტს თრიალ ინვესტიგატორს. Eნგლანდ, 1996, 335: 2001-2009
2. NისსენშE, MD; თუზცუ EM, შცჰოენჰაგენ P, Bროწნ BG, Gანზ P; Vოგელ ღA,ჩროწე თ, Hოწარდ G, ჩოოპერ ჩჟ, Bროდიე B, Gრინეს ჩL, DეMარია AN ფორ ტჰე ღEVEღშAL Iნვესტიგატორს- Eფფეცტ ოფ Iნტენსივე ჩომპარედ ჭიტჰ Mოდერატე Lიპიდ-Lოწერინგ თჰერაპყ ონ Pროგრესსიონ ოფ ჩორონარყ Aტჰეროსცლეროსის ჟAMA 2004;291:1071-1080.
3 ჭოოდ შ. ღანდომიზედ ცონტროლლედ ტრიალ ოფ რაწ გარლიც ანდ სუპპლემენტს ფინდს ნო ეფფეცტ ონ ლიპიდს. წწწ.ტჰეჰეარტ.ორგ. Fებრუარყ 26, 2007
4. Gარდნერ ჩ.D., Lაწსონ L.D., Bლოცკ E., ჩჰატტერჯეე L.M., Kიაზანდ A., Bალისე ღ.ღ., Kრაემერ H.ჩ. Eფფეცტ ოფ ღაწ Gარლიც ვს ჩომმერციალ Gარლიც შუპპლემენტს ონ Pლასმა Lიპიდ ჩონცენტრატიონს ინ Aდულტს ჭიტჰ Mოდერატე Hყპერცჰოლესტეროლემია. A ღანდომიზედ ჩლინიცალ თრიალ. Aრცჰ Iნტერნ Mედ 2007; 167: 346-353.
 
5. Ланкин В.З. Коган А.Х. Ковалевская А.Л. и др. Ферменты детоксикации активних форм кислорода и липоперекцией при экспериментальной ишемии и инфаркте миокарда. 1982; 5: 58-60.
 6. Gალლო MP, Mალან D, Bედენდი I, Bიასინ ჩ, Aლლოატტი G, Lევი ღჩ ღეგულატიონ ოფ ცარდიაც ცალციუმ ცურრენტ ბყ NO ანდ ცGMP-მოდულატინგ აგენტს. Pფლუგერს Aრცჰ 2001 Fებ;441(5):621-628
 7. Ванин А.Ф. Динитрозильные комплексы железа и შ-нитрозотиолы – две возможные формы стабилизации и транспорта оксида азота в биосистемах. Биохимия 1998; 63 (7): 924–938.