Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
ვამელანი  

სულიერი სიმშვიდის ძიებაში...

 
 
 
პუბლიკაციები
 დორამიცინი სასუნთქი სისტემის ალერგიულ დაავადებათა მკურნალობაში 

მურმან კიკვიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკ. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ალერგოლოგი

რესპირატორული დაავადებები დღესდღეობით ადამიანის ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიას წარმოადგენს. მათი რიცხვის ზრდა ბევრ ქვეყანაში არაა დამოკიდებული ქვეყნის არც კლიმატურ პირობებზე და არც სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე. გლობალიზაცია აძლიერებს ამ დაავადებათა გავრცელების რისკს, ხელს უწყობს ახალი ინფექციების გაჩენას, რომლებიც სწრაფად ვრცელდება და ძნელად ექვემდებარება ტრადიციული მკურნალობის მეთოდებს. ახალი გამომწვევები და ახალი შტამები ადვილად გადალახავენ ყველა სოციალურ და ბიოლოგიურ ბარიერს და ხშირად მძიმე შედეგებს იძლევიან.
რესპირატორული ინფექციები ასევე ხშირად იწვევს ალერგიულ დაავადებათა გამწვავებას. ბრონქული ასთმის გამწვავება 70-80%-ში ამ ინფექციებთან არის დაკავშირებული. ბრონქული ასთმის, ალერგიული რინიტის ფართო გავრცელება (დედამიწის მოსახლეობის 10-25%), მათი რიცხვის ზრდა, რესპირატორულ ინფექციათა მკურნალობის და პროფილაქტიკის პრობლემები განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მეცნიერთა და პრაქტიკოს ექიმთა მხრიდან.
ანტიბიოტიკები ასთმის გამწვავების მკურნალობის უშუალო კომპონენტს არ წარმოადგენს, მაგრამ, მათი დანიშვნა ნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ თანმხლები პნევმონია ან სხეულის მაღალი ტემპერატურა და ჩირქოვანი (პოლიმორფულბირთვიანი უჯრედების და არა ეოზინოფილების შემცველი) ნახველი, რაც ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებს. ანტიბიოტიკოთერაპია განსაკუთრებით საჭიროა, თუ პაციენტებს ბრონქულ ასთმასთან ერთად თანმხლები ბაქტერიული სინუსიტი აქვთ.
ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენებისათვის საჭიროა მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება და ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ მისი მგრძნობელობის დადგენა. ამასთანავე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ინფექციის ლოკალიზაცია. ყურადღებამისაქცევია ავადმყოფის ინდივიდუალური თვისებები (ასაკი, სქესი, ალერგიული განწყობა, ორსულობა და სხვა). არცთუ იშვიათად, მკურნალობის კურსის ღირებულებაც ანგარიშგასაწევია.
იდეალურ შემთხვევაში, ანტიბიოტიკი უნდა დაინიშნოს მიკროორგანიზმის იდენტიფიკაციის და სამკურნალო პრეპარატის მიმართ მისი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ. ეს მოითხოვს გარკვეულ დროს, რაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისათვის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს, რის გამოც ხშირად პრაქტიკოს ექიმს გადაუდებელი მკურნალობის დაწყება ემპირიულად უხდება.
ინფექციური ფაქტორებიდან, რომლებიც რესპირატორული ტრაქტის დაავადებებს იწვევენ, ყველაზე მეტი მნიშვნელობა ვირუსებს და ვირუსულ-ბაქტერიულ ასოციაციას ენიჭება. პნევმონიების და ბრონქიტების შემთხვევაში წამყვანი ადგილი ბაქტერიულ მიკროფლორას ენიჭება, შემდეგ კი სოკოებსა და უმარტივესებს.
დღესდღეობით, იმის მიხედვით თუ სად განვითარდა პნევმონია, არჩევენ ამბულატორიულ ე.წ. საზოგადოებაში შეძენილ ანუ არაჰოსპიტალურ და ჰოსპიტალურ პნევმონიებს. მათი ეტიოლოგიური სტრუქტურა არსებითად განსხვავებულია.
მრავალრიცხოვანი მიკროორგანიზმებიდან მომატებული ვირულენტობა მხოლოდ ზოგიერთს გააჩნია. მათ შეუძლიათ გამოიწვიონ სასუნთქი გზების ქვედა ნაწილების ანთებითი რეაქცია. ასეთ ტიპიურ გამომწვევად ითვლება შ.პნეუმონიაე (დაავადების შემთხვევათა 30-50%). იშვიათ გამომწვევებს განეკუთვნებიან: Hაემოპჰყლუს ინფლუენზაე, შტაპჰყლოცოცცუს აურეუს, Kლებსიელლაე პნეუმონიაე (3-5%). პნევმონიის ეტიოლოგიაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ე.წ. ატიპურ მიკროორგანიზმებს: ჩლამყდოპჰყლა პნეუმონიაე, Mყცოპლასმაე პნეუმონიაე, Lეგიონელლა პნეუმონიაე, რომელთა წილზეც საერთო ჯამში მოდის დაავადებათა შემთხვევების 8-10%-მდე. იშვიათ შემთხვევაში, პნევმონია შეიძლება გამოიწვიოს ფსევდომონამ. არცთუ იშვიათად, მოზრდილებში პნევმოკოკური პნევმონიის დროს შესაძლებელია ერთდროულად აღმოჩნდეს მიკოპლაზმური ან ქლამიდიური ინფექცია.
პნევმონიის გამომწვევებს შორის არა იშვიათად მოიხსენება რესპირაციული ვირუსები (გრიპი A, B, პარაგრიპი და სხვა), მაგრამ, სინამდვილეში ისინი არც ისე ხშირად იწვევენ სასუნთქი გზების მძიმე დაზიანებას და განიხილებიან, როგორც პნევმონიის წამყვანი რისკ-ფაქტორები. აუცილებელია ვირუსული და ბაქტერიული პნევმონიის ზუსტი დიფერენცირება, რადგან ამ ორი მდგომარეობის მიმართ მკურნალობის მიდგომა განსხვავებულია.
გასათვალისწინებელია, რომ პნევმონიის სწრაფი განვითარება შეიძლება გამოწვეული იყოს უცნობი ეტიოლოგიის გამომწვევებით. ასეთებს ბოლო წლებში მიეკუთვნება ქათმის გრიპის ვირუსი, კორონავირუსი.
ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში პნევმოკოკების, მიკოპლაზმების და ქლამიდიების წილზე მოდის დაახლოებით 25%. ამ კატეგორიის პაციენტებში მატულობს Lეგიონელლა სპპ., შ.აურეუს, გრამ-უარყოფითი ენტერობაქტერიების, K.პნეუმონიაე-ის წილი.
მწვავე ბაქტერიული სინუსიტის ყველაზე გავრცელებულ ეტიოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება:
შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე - 20-35%
Hაემოპჰყლუს ინფლუენზაე - 6-25%
Mარახელლა ცატარრალის - 2-10%
ანაერობები - 0-8%
შტაპჰყლოცოცცუს აურეუს - 0-8%
ქრონიკული ბაქტერიული სინუსიტის შემთხვევაში კი:
კოაგულაზანეგატიური სტაფილოკოკები - 24-80%
ანაერობები - 0-8%
შტაპჰყლოცოცცუს აურეუს - 9-33%
შტრეპტოცოცცუს პნეუმონიაე - 0-7%
რესპირატორულ ტრაქტზე მიკროორგანიზმების დამაზიანებელი მოქმედებით მიმდინარეობს სეროზულ-ჩირქოვანი ან ჩირქოვანი ექსუდაცია მუკოცილიარული კლირენსის დარღვევით, რასაც მოჰყვება ბრონქების და ფილტვის ეპითელის დესტრუქცია. ანთებითი რეაქციის დროს მიმდინარეობს ციტოკინების და ფერმენტების დიდი რაოდენობით გამომუშავება, რომლებიც არღვევენ ელასტინს, რაც თავის მხრივ პარენქიმის და ბრონქების ლორწოვანის მძიმე დაზიანებას იწვევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრონქული ასთმის მკურნალობაში ანტიბიოტიკოთერაპია, თუ მას ახლავს პნევმონია, მწვავე ან ქრონიკული გამწვავებული სინუსიტი, მაღალი ტემპერატურა და ჩირქოვანი ნახველი, აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ძირითად ანტიმიკრობულ პრეპარატებს სასუნთქი სისტემის პათოლოგიათა სამკურნალოდ, სადღეისოდ მიეკუთვნება ß-ლაქტამური ანტიბიოტიკები, ამინოპენიცილინები, III-IV თაობის ცეფალოსპორინები, მაკროლიდები.
ანტიბიოტიკის შერჩევა პრაქტიკოსი ექიმისათვის საკმაო სირთულეს წარმოადგენს. ექიმმა უნდა ივარაუდოს დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმი, გაითვალისწინოს დაინფიცირების ხასიათი, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე, პაციენტის ასაკი, პრეპარატის ამტანობა, მისი გვერდითი ეფექტები და სხვა.
ხშირად, პენიცილინის, ამინოპენიცილინების, ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიული რეაქციის არსებობისას, ექიმისთვის სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ არჩევის პრეპარატად მაკროლიდი რჩება.
ალერგოლოგიურ პრაქტიკაში უკვე რამდენი წელია წარმატებით გამოიყენება ახალი თაობის მაკროლიდების წარმომადგენელი სპირამიცინი (დორამიცინი). მის ღირსებას წარმოადგენს მაღალი აქტიობა შ.პნეუმონიაე-ს ატიპიური მიკროორგანიზმების მიმართ. ის აქტიურია H.ინფლუენზაე-ს მიმართ. კარგად გადის ბრონქულ სეკრეტში და ფილტვის ქსოვილში, ხასითდება უსაფრთხოებით და არაალერგიულობით. სხვა მაკროლიდებისგან განსხვავებით ინფიცირებულ ფილტვის ქსოვილში და ალვეოლურ მაკროფაგებში სპირამიცინი (დორამიცინი) ყველაზე მაღალ კონცენტრაციას აღწევს. მეტად მნიშვნელოვანია დორამიცინის სუპრესიული ეფექტი თ-ლიმფოციტების მიმართ, რაც ქსოვილთა აუტოიმუნური დაზიანების ხელშემშლელი პირობაა.
დორამიცინით მკურნალობის ხანგრძლივობა დაავადების მიმდინარეობის მიხედვით, შეადგენს 5-დან 10-14 დღემდე. ბრონქული ასთმის გამწვავების დროს ინფექციური პნევმონიის, ბრონქიტის, სინუსიტის თანხლებით, დორამიცინის გამოყენება ანთების კერის მიზანმიმართულ უკუგანვითარებას და ასთმის გამწვავების ხანგრძლივობის შემცირებას იწვევს. მიღწეული რემისიის გახანგრძლივება კი შემდეგში ასთმის მაკონტროლებელი მედიკამენტების გამოყენების მეშვეობით ხორციელდება.