Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
კოკარნიტი  

სასიცოცხლო ძალა მთელი ორგანიზმისათვის!

 
 
 
პუბლიკაციები
 კლავომედის გამოყენება ბავშვთა ასაკში გართულებული მწვავე ბრონქიტების მკურნალობისას 

ინგა მამუჩიშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ძმები ზუბალაშვილების სახ. პედიატრიული კლინიკა

 
ბავშვთა ინფექციურ დაავადებათა სტრუქტურაში რესპირატორული ტრაქტის ინფექციურ-ანთებითი დაავადებები შეადგენს მნიშვნელოვან წილს. სუნთქვის ორგა-ნოების დაზიანების ერთ-ერთ ყველაზე ხშირ ფორმას წარმოადგენს მწვავე ბრონქი-ტი.
მწვავე ბრონქიტის ძირითადი სიმპტომია ხველა. დასაწყისში, ჩვეულებრივ, აღინიშნება მშრალი ხველა, რომელიც 1-2 დღის შემდეგ, ნახველის რაოდენობის გაზრდისას, გადადის სველი ხასიათის ხველაში. ნახველი ხშირად ლორწოვანია, ხველის დაწყებიდან მეორე კვირის განმავლობაში შესაძლებელია ჰქონდეს მომწვანო ფერი ( ფიბრინის შემცველობიდან გამომდინარე), რაც მიკრობული ანთების ნიშანს არ წარმოადგენს. ხველა, ჩვეულებრივ, გრძელდება ორი კვირა. ბრონქიტის დროს აუსკულტაციით ვლინდება დიფუზური მშრალი, მსხვილ- და საშუალობუშტუკოვანი, უფრო იშვიათად კი-წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, რომელიც იცვლება ხველის დროს. პერკუტორული ცვლილებები არ აღინიშნება. ბრონქიტის დროს ჰემატოლოგიური ცვლილებები მუდმივი არ არის.
ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის ფონზე განვითარებული მწვავე ბრონქიტის კომპლექსურ თერაპიაში პრე-პარატ კლავომედის კლინიკური ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესწავლა.
მწვავე ბრონქიტის ყველაზე ხშირ გამომწვევებს წარმოადგენენ: ოქროსფერი სტაფილოკოკი, ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, H.ინფლუენზაე, ხანდახან ნაწლავური ფლორა.
წინა წლებში აღნიშნული გამომწვევების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ბუნებრივი პენიცილინები.
ბუნებრივი პენიცილინების საერთო ნაკლოვანებებია:
• ანტიმიკრობული მოქმედების ვიწრო სპექტრი
• გვერდითი ეფექტების შედარებით მაღალი სიხშირე
• ნახევარგამოყოფის მოკლე პერიოდი
• ბუნებრივი პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმების რეზის-ტენტული შტამების განვითარების სიხშირის მატება.
ბუნებრივი პენიცილინებისთვის დამახასიათებელი ზემოთაღნიშნული ნაკლოვა-ნებები გარკვეულწილად ეხება სინთეზურ პენიცილინებსაც.
`დაცული~ პენიცილინები _ ამინოპენიცილინების კომბინაცია ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორებთან (ამოქსიცილინი+კლავულანის მჟავა; ამპიცილინი+ სულბაქტამი). `დაცული~ პენიცილინები აქტიურნი არიან პნევმოკოკის, ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის, ჰემოფილური ჩხირისა და სხვ. მიმართ.
ჩვენი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა 1-დან 6 წლამდე ასაკის 45 ბავშვი (19 ბიჭი და 26 გოგონა), მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით. ჩვენს მიერ დაკვირვების ქვეშ მყოფ ყველა ბავშვს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია გაურთულდა მწვავე ბრონქიტით. დაავადება გრძელდებოდა 7-9 დღე, მიმდინარეობდა ფებრილური ტემპერატურით, სველი ხიხინით, შეცვლილი აუსკულტაციური მონაცემებით: წვრილ, საშუალო და მსხვილბუშტუკოვანი სველი ხიხინით. რენტგენოლოგიური გამოკვლევით აღინიშნა ფილტვის სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება, ფილტვის კარის გაფართოება. ჰემოგრამაში აღენიშნებოდათ ლეიკოციტოზი და ედს-ის მომატება. გარდა ამისა, ჩვენს მიერ ჩატარდა გრამის წესით შეღებილი ნახველის ბაქტერიოსკოპია. გრამდადებითი მიკროორგანიზმები იღებება ლურჯ-იისფრად. ამ კვლევის საშუალებით გვექმნება წარმოდგენა ესა თუ ის გამომწვევი გრამდადებით ფლორას მიეკუთვნება თუ გრამუარყოფითს, რაც გარკვეულ წილად ამარტივებს ანტიბიოტიკის არჩევანს კონკრეტულ სიტუაციაში.
კლავომედი შეიცავს კლავულანის Mმჟავას, რომელიც მიიღება შტრეპტომყცეს ცლავულიგერუს-ის ფერმენტაციის შედეგად. კლავულანის Mმჟავა შეუქცევადად უკავ-შირდება ბაქტერიულ ბეტა-ლაქტამაზებს, იცავს ამოქსიცილინის ბეტა-ლაქტამურ ბირთვს ფერმენტული ინაქტივაციისგან. კლავომედის ანტიმიკრობული სპექტრი მოიცავს გრამდადებით და გრამუარყოფით აერობებს.
კლავომედი ყველა შემთხვევაში დანიშნული იყო კომპლექსურად ამოსახველე-ბელ და სიმპტომურ საშუალებებთან ერთად შესაბამის ასაკობრივ დოზებში (კლა-ვომედის სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 312,5 მგ აქტიურ ნივთიერებას) 5-7 დღის განმავლობაში. სხეულის ტემპერატურის რეგულაცია, ხველის სიმპტომების შემცირება და ნახველის გათხიერება აღინიშნა კლავომედის მიღებიდან უკვე მე-3-4 დღეს.
ჩატარებული კომპლექსური თერაპიის ფონზე აღინიშნა მწვავე ბრონქიტის კლინიკური გამოვლინებების დადებითი დინამიკა.
აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ სას-ტარტო ანტიბიოტიკის-კლავომედის-გამოყენება გართულებული ბრონქიტის დროს არის მკურნალობის მაღალეფექტური და უსაფრთხო მეთოდი.