Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პუბლიკაციები  
   
 
 
ნელადექსი   გრძნობათა ჰარმონია თქვენს ცხოვრებაში!
 
 
 
პუბლიკაციები
 თანამედროვე სამკურნალწამლო საშუალებები პულმონოლოგიაში 

კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
თსსუ ფტიზიატრიის დეპარტამენტის პროფესორი;
საქართველოს რესპირაციული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
ევროპის რესპირაციული ასოციაციის ნამდვილი წევრი;
საქართველოს ფტიზიატრთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
საქართველოს ქირურგთა ასოციაციის წევრი;
საქართველოს ბრონქო-პულმონოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი
 

XXI საუკუნეში პნევმონია კვლავ რჩება სერიოზულ მედიკო-ბიოლოგიურ პრობლემად, რაც განპირობებულია, მისი ფართო გავრცელებით, სიკვდილიანობის საკმარისად მაღალი მაჩვენებლითა და სერიოზული ეკონომიური დანაკარგებით.
არაჰოსპიტალური პნევმონიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საკითხებთან მიმართებაში, ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება ის რეკომენდაციები (კონსენსუნსები), რომლებიც მოწოდებულია წამყვანი სპეციალისტების მიერ რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევებზე დაყრდნობით და, რომლებიც ითვალისწინებენ მტკიცებითი მედიცინის მოთხოვნებს.
არაჰოსპიტალური პნევმონია შედარებით ხშირ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და სიკვდილიანობის ერთ-ერთ უხშირეს მიზეზად ითვლება. ამ რეკომენდაციათა ძირითადი მიზანიც, ამბულატორიულ პრაქტიკასა და სტაციონარში, ამბულატორიული პნევმონიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებაა.
პნევმონია _ ესაა ეტიოლოგიის, პათოგენეზისა და მორფოლოგიური სურათის მიხედვით, განსხვავებულ ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი (უპირატესად, ბაქტერიული გენეზის), რომლისთვისაც დამახასიათებელია, ფილტვის რესპირატორული წილების კეროვანი დაზიანება შიდაალვეოლური ექსუდაციით.
საზღვარგარეთის ეპიდემიოლოგიურ კვლევათა მონაცემებით, 1 წლის მანძილზე, ევროპის 5 ქვეყანაში (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, გერმანია, ესპანეთი), არაჰოსპიტალური პნევმონიების სიხშირე 18 წლისა და უფროს ასაკში           3 000 000 შემთხვევას აღემატებოდა.
არაჰოსპიტალური პნევმონიის ეტიოლოგია უშუალოდ დაკავშირებულია ნორმალურ მიკროფლორასთან, რომელიც კოლონიზებულია სასუნთქი სისტემის ზედა ნაწილში. ასეთ ტიპიურ გამომწვევებად ითვლება შ. პნეუმონიაე (დაავადებათა     30-50%-ში). ამ აღნიშნული პათოლოგიის ეტიოლოგიაში არსებითი ადგილი უჭირავს, აგრეთვე, "ატიპურ" მიკროორგანიზმებს, რომელთა წილზე დაავადების            8-30% მოდის:
ჩჰლამყდოპჰილა პნეუმონიაე
Mყცოპლასმა პნეუმონიაე
Lეგიონელლა პნეუმოპჰილა
იშვიათ გამომწვევებს ეკუთვნის:
Hაემოპჰილუს ინფლუენზაე
შტაპჰყლოცოცცუს აურეუს
Mორახელლა ცატარრჰალის
Kლებსიელლა პნეუმონიაე და კიდევ უფრო იშვიათს _ სხვა ენტერობაქტერიები.
მნიშვნელოვანია, რომ, ხშირად მოზრდილებს არაჰოსპიტალური პნევმონიით,  უვლინდებათ შერეული ან კო-ინფექციები.
ანტიმიკრობული პრეპარატების ბუნებრივი აქტივობა არაჰოსპიტალური პნევმონიის გამომწვევების მიმართ წარმოდგენილია შემდეგ სქემაში:

 

ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ არაჰოსპიტალური პნევმონიების მკურნალობაში, რაც განპირობებულია, რიგი ძირითადი გამომწვევების (I რიგში, შ. პნეუმონიაე-ს მიმართ), მათი ძლიერი ბაქტერიციდული ეფექტით, დაბალი ტოქსიურობით, მრავალწლიანი ეფექტური და უსაფრთხო გამოყენებით.
შ. პნეუმონიაე-ს რეზისტენტობის ზრდის მიუხედავად, პენიცილინრეზისტენტული პნევმოკოკები, აგრეთვე Hაემოპჰილუს ინფლუენზაე, M. ცატარრჰალის, სხვადასხვა ენტერობაქტერიები, მეტიცილინმგრძნობიარე შ. აურეუს-ის შტამები ინარჩუნებენ მაღალ მგძნობელობას ცეფამედის (ცეფტრიაქსონი) მიმართ და შესაბამისად, ცეფამედს გააჩნია მაღალი კლინიკური ეფექტურობა არაჰოსპიტალური პნევმონიების შემთხვევაში.
ცეფამედის მნიშვნელოვან ფარმაკოკინეტიკურ უპირატესობად ითვლება ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომელიც საშუალებას იძლევა დღე - ღამეში მისი ერთჯერადი შეყვანისათვის.
არაჰოსპიტალური პნევმონიების ეტიოლოგიაში "ატიპური" მიკროორგანიზმების არსებობისას, აუცილებელია ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის (ცეფამედის) კომბინაცია მაკროლიდთან _ დორამიცინი (სპირამიცინი), რომლის ღირსებად, შ. პნეუმონიაე-ზე მოქმედებასთან ერთად, ითვლება მაღალი აქტივობა "ატიპურ" მიკროორგანიზმებზე (ჩ. პნეუმონიაე, M. პნეუმონიაე, L. პნეუმოპჰილა), ამასთან, დორამიცინს გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი აქტივობა Hაემოპჰილუს ინფლუენზაე-სთან მიმართებაში.
დორამიცინი ხასიათდება ბრონქიალურ სეკრეტსა და ფილტვის ქსოვილში კარგი შეღწევადობით, მათში პლაზმურზე მნიშვნელოვნად მაღალი კონცენტრაციის შექმნით, უსაფრთხოების მაღალი პროფილით და ცეფალოსპორინებთან (ცეფამედთან) ჯვარედინი ალერგიული რეაქციების არარსებობით.
უნდა აღინიშნოს, რომ არჩევენ არაჰოსპიტალური პნევმონიის ემპირიულ თერაპიას და თერაპიას, ეტიოლოგიურად აქტუალურ პათოგენზე ანტიბაქტერიული პრეპარატების წინასწარ განსაზღვრული მგრძნობელობის მიხედვით. რამდენადაც, დღესდღეობით არ არსებობს არაჰოსპიტალური პნევმონიების ეტიოლოგიის ექსპრეს-დიაგნოსტიკის ეფექტური მეთოდები, რეალურად, საწყისი ეტიოტროპული თერაპია ყოველთვის ემპირიულია. ამიტომ, აუცილებელია ისეთ ანტიბაქტერიულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება, რომელთაც ექნებათ მაღალი აქტივობა პნევმონიის სავარაუდო გამომწვევების მიმართ, რომლებიც, სასუნთქი სისტემის ორგანოებში შექმნიან მაღალ კონცენტრაციას, ექნებათ უსაფრთხოების მაღალი პროფილი, გვერდითი ეფექტების დაბალი სიხშირე, ღირებულება/ეფექტურობის ოპტიმალური თანაფარდობა და კარგი კომპლაენსი, რომელიც მნიშვნელოვან წილად განისაზღვრება დღე-ღამის განმავლობაში პრეპარატის გამოყენების სიხშირისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მძიმე ამბულატორიული პნევმონიების სამკურნალოდ, კვლავაც არჩევის რეჟიმად ითვლება ცეფამედის (ცეფტრიაქსონი) და დორამიცინი (მაკროლიდის) კომბინაცია.  
გამოყენებული ლიტერატურა;
1. Внебольничная пневмония у взрослых: практические рекомендации по диагностике, лечению и профилактике. А.Г. Чучалин, А.И. Синопальников, Л.С. Страчунский, Р.С. Козлов, С.А. Рачина, С. В. Яковлев;
2. Современные лекарственные средства в пульмонологии. М. Листров;

3. 2004 წლის AშჩAP რეკომენდაციები ამბულატორიული პნევმონიის მართვასთან დაკავშირებით. საქართველოს რესპირაციული ჟურნალი.