Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
კოკარნიტი  

სასიცოცხლო ძალა მთელი ორგანიზმისათვის!

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 რეიტოილი 
რეიტოილი
REYTOIL
სავაჭრო დასახელება:
რეიტოილი, Reytoil
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
-
 
წამლის ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: გამჭვირვალე, ყვითელი ფერის, ოვალური ფორმის კაფსულები. კაფსულების შიგთავსი - ყვითელი ფერის გამჭვირვალე ცხიმოვანი სითხე სპეციფიური სუნით.
 
შემცველობა:
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: თევზის ქონი (EPA/DHA 30%) 1000 მგ, ხორბლის ღივების ზეთი 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, ანიდრისორბი, გლიცერინი 85%, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, წყალი გაწმენდილი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: C10AX06
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები :
პრეპარატ რეიტოილის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების (ეიკოზაპენტაენის EPA და დოკოზაჰექსაენის DHA) ვიტამინ E-ს ბუნებრივ წყაროსთან კომბინაციით.
პრეპარატი ახდენს იმუნომასტიმულირებელ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიათეროსკლეროზულ, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ჰიპოლიპიდემიურ ეფექტს საფუძვლად უდევს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) სტრუქტურის ნორმალიზაცია, უჯრედული მემბრანების თხევადობის ცვლილება და მემბრანული რეცეპტორების ფუნქციური აქტივობის მომატება, რაც აუმჯობესებს ფერმენტებთან ლიპოპროტეინების ლიპიდურ-უჯრედულ ურთიერთქმედებას და ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს.
პრეპარატის ანტიაგრეგანტული მოქმედება დაკავშირებულია მისი ზემოქმედებით უჯრედული მემბრანების, მათ შორის, თრომბოციტების მემბრანების, ლიპიდების შემადგენლობის ცვლილებასთან, რისთვისაც დამახასიათებელია მათში არაქიდონის მჟავას შემცველობის დაქვეითება და ეიკოზაპენტაენის მჟავას დონის მომატება. ამის შედეგად ხდება თრომბოქსან A2-ის და სხვა ორმაგიუჯერი ეიკოზანოიდების (არაქიდონის მჟავას დერივატების) სინთეზის დაქვეითება, რომლებიც აძლიერებენ თრომბოციტების აგრეგაციას, და ეიკოზაპენტაენის მჟავადან თრომბოქსან A3-ის და სხვა სამმაგიუჯერი ეიკოზანოიდების სინთეზის გაძლიერება, რომლებსაც პროაგრეგანტული ეფექტი არ გააჩნია.
მჟავების აღნიშნული კომპლექსი ახდენს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას.
ომეგა-3 ოჯახის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნაყოფის განვითარებისათვის, DHA ბადურის და თავის ტვინის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ელემენტია. პრეპარატის მიღება ორსულობის პერიოდში ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს და აგრეთვე, ბავშვებში ასთმის და ალერგიული დაავადებების განვითარების რისკს.
ხორბლის ღივების ზეთი წარმოადგენს E ვიტამინის წყაროს, რომელიც განაპირობებს პრეპარატის ანტიოქსიდანტურ თვისებებს, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში; იცავს უჯრედებს და ქსოვილებს თავისუფალი რადიკალებისა და ლიპიდების ზეჯანგური დაჟანგვის პროდუქტების ჭარბი რაოდენობის დამაზიანებელი მოქმედებისაგან.
 
გამოყენების ჩვენებები:
- ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია;
- დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
- ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
- სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები;
- აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
- ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა;
- შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
- ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება;
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;
- დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის (ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა დაბადებისას).
 
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
 
გვერდითი მოქმედება:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
 
მიღების წესი და დოზირება :
რეიტოილი მიიღება შიგნით 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
მკურნალობის კურსი - არანაკლებ 3 თვისა. განმეორებითი კურსი შეიძლება დაინიშნოს ექიმის რეკომენდაციით.
 
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
A ვიტამინი, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას.
რეკომენდებული არ არის რეიტოილის მიღება ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში.
 
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
 
განსაკუთრებული მითითებები:
რეკომენდებული არ არის პრეპარატ რეიტოილის და E ვიტამინის შემცველი სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული გამოყენება.
 
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
რეიტოილი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
 
გამოშვების ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები შიგნით მისაღებად.
10 კაფსულა ბლისტერში.
2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
რეცეპტის გარეშე.