Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
პოლიჟენი  

ახალგაზრდობის და მხნეობის წყარო!

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 მედოტილინი 
მედოტილინი
MEDOTILIN
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ქოლინის ალფოსცერატი, Choline alfoscerate
 
წამლის ფორმა:
საინექციო ხსნარი.
აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო ან მქრქალი ყვითელი ფერის ხსნარი.
 
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ქოლინის ალფოსცერატი (ჰიდრატის ფორმით) 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: N07AX02
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნოოტროპული პრეპარატი. ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკი.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ცენტრალური მოქმედების ქოლინომიმეტიკი უპირატესი მოქმედებით ცნს-ზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის 40,5% მეტაბოლურად დაცული ქოლინი. ორგანიზმში ქოლინის ალფოსცერატი თავის ტვინის ფერმენტების ზემოქმედებით იშლება ქოლინად და ალფოსცერატად, რომელიც   გლიცეროფოსფატად ტრანსფორმირდება. ქოლინი აცეტილქოლინის სინთეზში მონაწილეობს, რითაც ნერვული იმპულსების გადაცემას აუმჯობესებს, ხოლო გლიცეროფოსფატი ნეირონული მემბრანების ფოსფატიდილქოლინის წინამორბედია, რის შედეგადაც უმჯობესდება მემბრანების ელასტიურობა და რეცეპტორების ფუნქცია.
მედოტილინი აუმჯობესებს ცერებრალურ სისხლის ნაკადს, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის სტრუქტურების აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს. გააჩნია საპროფილაქტიკო და მაკორეგირებელი მოქმედება ფსიქოორგანული სინდრომის ინვოლუციურ პროცესებზე, როგორიცაა ნეირონული მემბრანის ფოსფოლიპიდური შემადგენლობის ცვლილება და ქოლინერგული აქტივობის დაქვეითება.
 
ფარმაკოკინეტიკა:
მედოტილინი ადვილად გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, გროვდება უპირატესად ტვინში (პლაზმური კონცენტრაციის 45%), აგრეთვე, ღვიძლსა და ფილტვებში. გამოიყოფა ძირითადად ფილტვების საშუალებით ნახშირბადის დიოქსიდის (85%) სახით, დარჩენილი რაოდენობა გამოიყოფა თირკმელებისა და ნაწლავების მეშვეობით.
 
გამოყენების ჩვენებები:
- ქალა-ტვინის ტრავმის მწვავე პერიოდი უპირატესად ტვინის ღეროს დაზიანებების შემთხვევაში (მათ შორის, ცნობიერების დარღვევა, კომატოზური მდგომარეობა);
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის იშემიური (მწვავე და აღდგენითი პერიოდი) და ჰემორაგიული (აღდგენითი პერიოდი) ტიპის დარღვევები;
- დეგენერაციული და ინვოლუციური ფსიქოორგანული სინდრომები, ცერებროვასკულური უკმარისობის შედეგად განვითარებული მნესტიური ფუნქციების დარღვევები, როგორც პირველადი, ასევე მეორადი, რომლებსაც ახასიათებს მეხსიერების დარღვევები, ცნობიერების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, მოტივაციისა და ინიციატივის, აგრეთვე, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;
- ემოციური და ქცევითი სფეროს დარღვევები: ემოციური ლაბილურობა, გაღიზიანებადობა, ინტერესის დაქვეითება; მოხუცებულთა ფსევდომელანქოლია;
- მულტიინფარქტული დემენცია.
 
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია ინტრამუსკულარული და ინტრავენური შეყვანისათვის.
მწვავე შემთხვევებში ი/მ გამოიყენება 1 გ (1 ამპულა) დღე-ღამეში ან ი/ვ - 1-დან 3 გრამამდე დღე-ღამეში.
ი/ვ შეყვანისას 1 ამპულის (4 მლ) შიგთავსი უნდა გაიხსნას ფიზიოლოგიური ხსნარის 50 მლ-ში; ინფუზიის სიჩქარე - 60-80 წვეთი/წთ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 10 დღეს შეადგენს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება დადებითი დინამიკის დაწყებამდე.
 
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაცია.
 
გვერდითი მოქმედება:
გულისრევა (დოფამინერგული რეცეპტორების სტიმულაციის შედეგად), ალერგიული რეაქციები.
როგორც წესი, პრეპარატი კარგად აიტანება ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი.
 
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. პრაპარატის მიღების განმავლობაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
 
გამოყენება პედიატრიაში:
ბავშვებში მედოტილინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.
 
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
მედოტილინი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო სამუშაოების შესრულების უნარზე.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მედოტილინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.
 
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში აღინიშნება გულისრევა, რომელიც გაივლის დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში.
 
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარის 4 მლ უფერო მინის ამპულებში.
3 ამპულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.
კონტურულ უჯრედოვანი შეფუთვა მოთავსებულია მუყაოს ყუთში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
 
შენახვის პირობები:
ინახება ტენისა და შუქისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºС ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
4 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.