Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 კლოდიფენი თვალის წვეთები 
კლოდიფენი თვალის წვეთები
(Clodifen eye drops)
World Medicine, აშშ

შემცველობა: ერთი მლ შეიცავს 1 მგ დიკლოფენაკ ნატრიუმს.
დამხმარე ნივთიერებები: თიომერსალი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, ნატრიუმის ბორატი, ნატრიუმის ქლორიდი, პოლისორბატი 80, პროპილენგლიკოლი, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: კლოდიფენის თვალის წვეთები შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმს – არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება გააჩნია. დიკლოფენაკის მოქმედების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს გავლენა არაქიდონის მჟავას ცვლაზე და პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ანთებისა და ტკივილის პათოგენეზში. ადგილობრივი გამოყენებისას იგი ამცირებს შეშუპებასა და ტკივილს არაინფექციური ეტიოლოგიის ანთებითი პროცესების დროს.
ჩვენებები:
- მიოზის ინჰიბირება კატარაქტის გამო ჩატარებული ოპერაციის დროს;
- ანთებითი პროცესები კატარაქტის გამო ოპერაციისა და თვალის კაკალზე სხვა ქირურგიული ჩარევების შემდეგ;
- ცისტოიდური მაკულური შეშუპების პროფილაქტიკა ოპერაციამდე და მის შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია ბროლის ამოღებასთან და ხელოვნური ინტრაოკულური ლინზის იმპლანტაციასთან;
- თვალის წინა კამერის არაინფექციური ბუნების ანთებითი პროცესები (ქრონიკული არაინფექციური კონიუნქტივიტი);
- პოსტტრავმული ანთებითი პროცესები თვალის კაკლის გამჭოლი და არაგამჭოლი ჭრილობების დროს (როგორც დამატება ადგილობრივ ინფექციის საწინააღმდეგო თერაპიასთან).
უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა დიკლოფენაკ ნატრიუმის მიმართ. როგორც სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, კლოდიფენი თვალის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა და ციკლოოქსიგენაზის სხვა ინჰიბიტორები, მათ შორის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, ახდენენ ბრონქული ასთმის შეტევების განვითარების, ურტიკარული გამონაყარის ან მწვავე რინიტის გამოვლინების პროვოცირებას.
უსაფრთხოების ზომები: კლოდიფენის თვალის წვეთების გამოყენებამდე აუცილებელია საკონტაქტო ლინზების მოხსნა და მათი ხელახლა გაკეთება მხოლოდ 30 წუთის გასვლის შემდეგ. ინფექციის არსებობის ან მისი განვითარების შესაძლებლობის შემთხვევაში იმავდროულად უნდა ჩატარდეს შესაბამისი მკურნალობა (მაგალითად, ანტიბიოტიკები).
კლოდიფენის თვალის წვეთების ინსტილაციის შემდეგ, მხედველობის სიმახვილე შესაძლოა დროებით დაქვეითდეს, ამიტომ მანქანის ტარება ან მექანიზმებთან მუშაობა 10-15 წუთის განმავლობაში კლოდიფენის თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებული არ არის.
მიღების წესი და დოზები: ოპერაციის წინ მიოზის განვითარების საპროფილაქტიკოდ: 1 წვეთი კლოდიფენი 5-ჯერ 3 საათის განმავლობაში.
ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში: 1 წვეთი 3-ჯერ ოპერაციის დასრულებისთანავე, შემდეგ 1 წვეთი 3-5-ჯერ დღეში მკურნალობისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
სხვა ჩვენებები: 1 წვეთი 4-5-ჯერ დღეში მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით. ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება მხოლოდ ჩვენებათა საგულდაგულო შემოწმებისა და ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ შეიძლება. როგორც წესი, თვალის წვეთები კლოდიფენი რამოდენიმე კვირაზე ხანგრძლივად არ გამოიყენება. ხანგრძლივი გამოყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით შეიძლება.
გვერდითი მოქმედება: იშვიათ შემთხვევებში შემდეგი არასასურველი ეფექტები აღინიშნება: მსუბუქი წვა და/ან მხედველობის სიმახვილის დროებითი დაქვეითება უშუალოდ ჩაწვეთების შემდეგ, ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის დიკლოფენაკზე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: საჭიროების შემ¬თხვე-ვაში, კლინიკური ჩვენებების არსებობისას, შეიძლება კლოდიფენის თვალის წვეთების კომბინირება გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველ თვალის წვეთებთან. ამ დროს აპლიკაციებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 წუთისა.
ორსულობა და ლაქტაცია: ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის დროს ნატრიუმის დიკლოფენაკის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს, მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.
შენახვის პირობები: ინახება 150-250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: 5 მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
გაცემის წესი: რეცეპტით.