Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
კოკარნიტი  

სასიცოცხლო ძალა მთელი ორგანიზმისათვის!

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 ვენოდიოლი 
ვენოდიოლი
VENODIOL
სავაჭრო დასახელება:
ვენოდიოლი, Venodiol
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
დიოსმინი + ჰესპერიდინი, ასკორბინის მჟავა
Diosimin + Hesperidin, Ascorbic acid
 
წამლის ფორმა:
ტაბლეტები შიგნით მისაღებად.
 
შემადგენლობა:
ვენოდიოლის 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დიოსმინი                   450 მგ,
                                              ჰესპერიდინი               50 მგ,
                                              ასკორბინის მჟავა    100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გასუფთავებული წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: C05CA53
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კაპილარების კედლის გამტარობის შემამცირებელი პრეპარატები.
ვენოტონური და ანგიოპროტექტორული საშუალება.
 
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ვენოდიოლს გააჩნია ვენოტონური და ანგიოპროტექტორული მოქმედება. ამცირებს ვენების ჭიმვადობას, ამაღლებს მათ ტონუსს და ამცირებს ვენურ შეგუბებას; ასევე ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, "მტვრევადობას" და ზრდის მათ რეზისტენტობას; აუმჯობესებს მიკროცირკულაციას და ლიმფის უკუდინებას.
ვენოდიოლის შემადგენლობაში შემავალი ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) აუმჯობესებს სისხლძარღვების ელასტიურობას, ამცირებს კაპილარების კედლის გამტარობას, ხელს უწყობს ნორმალურ სისხლწარმოქმნას, ამაღლებს ორგანიზმის დამცავ ძალებს.
სისტემატიური გამოყენებისას ეს პრეპარატი ამცირებს ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობის კლინიკურ გამოვლინებებს.
 
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი ვენოდიოლი გამოიყენება:
- ქვედა კიდურების ორგანული და ფუნქციური წარმოშობის ქრონიკული ვენური უკმარისობისას (ფეხებში სიმძიმის შეგრძნება, ტკივილი, კრუნჩხვები, ტროფიკული დარღვევები);
- მწვავე ჰემოროიდული შეტევის დროს.
 
უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.
 
განსაკუთრებული მითითებები:
ბუასილის გამწვავების დროს ვენოდიოლი არ ანაცვლებს ანორექტალური მიდამოს დაავადებების სპეციფიკურ მკურნალობას. პრეპარატი ინიშნება მოკლე კურსით. ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი გამოკვლევა და თერაპიის კორექტირება.
პრეპარატის დანიშვნისას ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევების მქონე პაციენტებს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აუცილებელია მოერიდონ მზეზე ხანგრძლივად ყოფნას, დაიკლონ წონაში და ატარონ სპეციალური წინდები, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.
პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გამწვავების ფაზაში.
 
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
ვენოდიოლი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის უნარსა და ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც საჭიროებს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
 
გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის გამოყენების პერიოდში არ გამოვლენილა ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც საჭიროებდა პრაპარატის მოხსნას. მხოლოდ რამდენიმე პაციენტში ვენოდიოლის მიღებიდან პირველი დღეების განმავლობაში აღინიშნა ვეგეტატიური რეაქციები (მომატებული სისუსტე, თავბრუსხვევა, სიმხურვალის და ჩხვლეტის შეგრძნება ქვედა კიდურებში). აღნიშნული სიმპტომების გამოვლენა არ შეიძლება გახდეს პრეპარატის მოხსნის საბაბი, ვინაიდან 2-3 კვირის შემდეგ ეს რეაქციები სპონტანურად ქრება.
 
მიღების წესი და დოზები:
ვენოდიოლის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს სტანდარტული სადღეღამისო დოზა, რაც ამარტივებს ამ პრეპარატის გამოყენებას.
პრეპარატის მიღება შესაძლებელია ორი სხვადასხვა წესით:
- 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს მთელი მკურნალობის მანძილზე;
- 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში პირველი ორი კვირის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 2 ტაბლეტი 1-ჯერ დღე-ღამეში ჭამის დროს.
პრეპარატის გამოყენებით მიღებული გამოცდილება მოწმობს, რომ ვენოდიოლის გამოყენების ხანგრძლივობა პირდაპირ პროპორციულია დაავადების სიმძიმისა.
ქრონიკული ვენური უკმარისობის საწყისი ფორმების მკურნალობისას, რომლებიც ვლინდება `ფეხებში სიმძიმის~ სინდრომით, ჩვეულებრივ საკმარისია ორთვიანი კურსი, რომელიც უნდა განმეორდეს, საჭიროების შესაბამისად, წელიწადში 2-3-ჯერ.
უფრო მძიმე შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ტკივილს, კრუნჩხვებსა და შეშუპებას, ვენოდიოლის მიღება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს 3-4 თვის განმავლობაში.
ვენური ტროფიკული წყლულების მკურნალობისას შეიძლება საჭირო გახდეს უფრო ხანგრძლივი კურსი – 6 და მეტი თვე.
ბუასილის მწვავე შეტევის დროს ინიშნება 6 ტაბლეტი დღე-ღამეში პირველი 4 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 4 ტაბლეტი დღე-ღამეში მომდევნო 3 დღის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ ვენოდიოლის მიმართ შეჩვევა არ ვითარდება.
 
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ვენოდიოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან აღწერილი არ არის.
 
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
დღემდე არ არსებობს მონაცემები ორსულებში პრეპარატის გამოყენებით გამოწვეული რაიმე სახის გვერდითი ეფექტების შესახებ.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ვენოდიოლით მკურნალობის პერიოდში, ვინაიდან არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები დედის რძესთან ერთად.
ექსპერიმენტული კვლევების დროს ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა.
 
გამოშვების ფორმა:
10 ტაბლეტი პოლივინილქლორიდის და ალუმინის ფოლგის კონტურულ-უჯრედოვან ფირფიტაში.
3 კონტურულ-უჯრედოვანი ფირფიტა ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოყენება ექიმის დანიშნულებით.