Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 ესლოტინი 
ესლოტინი
ESLOTIN
სავაჭრო სახელწოდება:
ესლოტინი, Eslotin
 
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
დეზლორატადინი, Desloratadine
 
სამკურნალო ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები:
აღწერილობა: მრგვალი თეთრი ფერის ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით “DLT 5” და გამყოფი ნაჭდევით.
 
შიგნით მისაღები სიროფი:
აღწერილობა: ნარინჯისფერი ბლანტი სითხე ტკბილი გემოთი.
 
შემადგენლობა:
ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დეზლორატადინი 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
 
სიროფის 5 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: დეზლორატადინი 2,5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, გლიცერინი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, არომატიზატორი “ფორთოხალი”, ყვითელი სანსეტი (E 110), გასუფთავებული წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: R06AX27
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სისტემური გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები.
H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
ესლოტინს გააჩნია ანტიჰისტამინური, ანტიალერგიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, არ იწვევს ძილიანობას. შიგნით მიღებისას დეზლორატადინი (ლორატადინის პირველადი აქტიური მეტაბოლიტი) სელექციურად აბლოკირებს პერიფერიულ H1-ჰისტამინურ რეცეპტორებს. თრგუნავს ციტოსტატური რეაქციების კასკადს: პროანთებითი ციტოკინების, მათ შორის, ინტერლეიკინი-4 (ილ-4), ინტერლეიკინი-6 (ილ-6), ინტერლეიკინი-8 (ილ-8), ინტერლეიკინი-13 (ილ-13), აგრეთვე, RANTES ტიპის პროანთებითი ქემოკინების გამოყოფას, აქტივირებული პოლიმორფულბირთვული ნეიტროფილების მიერ სუპეროქსიდური ანიონების პროდუქციას, ეოზინოფილების ადჰეზიას და ქემოტაქსისს, ადჰეზიის მოლეკულების, მათ შორის, P-სელექტინის ექსპრესიას, D2 პროსტაგლანდინის და C4 ლეიკოტრიენის IgE–თი განპირობებულ ჰისტამინის გამოყოფას.
 
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 27 საათს. ბიოშეღწევადობა მიღებული დოზის პროპორციულია (5-დან 20 მგ-მდე დოზის დიაპაზონში). არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.
 
გამოყენების ჩვენებები:
სეზონური პოლინოზი და წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტი (ცემინების, ცხვირიდან ლორწოს გამოყოფის, ცხვირის გაჭედვის და ქავილის, ცრემლდენის, თვალების ქავილის და სიწითლის მოხსნის ან შემსუბუქების მიზნით);
ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება (კანის ქავილის და გამონაყარის შემცირების და გაქრობის მიზნით).
 
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
 
გვერდითი მოქმედება:
მომატებული დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი.
ძალიან იშვიათად – ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქსიის და გამონაყარის ჩათვლით.
 
მიღების წესი და დოზები:
ესლოტინის ტაბლეტი მიიღება შიგნით, კვების რეჟიმის მიუხედავად, დოზით 5 მგ დღე-ღამეში 1-ჯერ.
ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით.
ესლოტინის სიროფი მიიღება შიგნით, კვების რეჟიმის მიუხედავად, მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით.
6-დან 11 თვემდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 მგ (სიროფის 2 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1,25 მგ (სიროფის 2,5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში – 2,5 მგ (სიროფის 5 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკზე უფროს მოზარდებში – 5 მგ (სიროფის 10 მლ) ერთხელ დღე-ღამეში.
სწორი დოზირებისათვის იყენებენ საზომ ჭიქას, რომელიც გრადუირებულია 10 მლ, 5 მლ და 2,5 მლ-ზე.
მკურნალობის კურსი და მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ხასიათიდან გამომდინარე. სეზონური პოლინოზის მკურნალობისას პრეპარატის მიღებას წყვეტენ სიმპტომების გაქრობის შემდგომ. წლის განმავლობაში არსებული ალერგიული რინიტის მკურნალობისას პრეპარატს ღებულობენ განუწყვეტლივ, ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის მანძილზე.
 
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გვერდითი რეაქციების გამოვლენის გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირის შემდგომი მიღებით, საჭიროებისამებრ – სიმპტომური თერაპია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. პერიტონეალური დიალიზის ეფექტურობა არ არის დადგენილი.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, აზითრომიცინთან, ფლუოქსეტინთან, ციმეტიდინთან დეზლორატადინის მრავალჯერადი ერთობლივი გამოყენების დროს წამლისმიერი ურთიერთქმედების შესწავლისას არ გამოვლენილა პლაზმაში დეზლორატადინის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები.
პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება გავლენას არ ახდენს ორგანიზმში დეზლორატადინის განაწილებაზე.
დეზლორატადინი არ აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ალკოჰოლის მოქმედებას.
 
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
 
პრეპარატის გამოყენება პედიატრიაში:
გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულებით.
 
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
არ არის კლინიკური მონაცემები ორსულობის დროს ესლოტინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, ამიტომ ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება შეთანხმებული უნდა იყოს ექიმთან. დეზლორატადინი აღწევს დედის რძეში, ამიტომ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ესლოტინის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ ძუძუთი კვების დროს.
 
ზემოქმედება ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
ესლოტინი გავლენას არ ახდენს ავტომობილების მართვისა და ისეთი სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
 
გამოშვების ფორმა:
10 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში ინსტრუქციის ფურცელთან ერთად.
 
შიგნით მისაღები სიროფის 120 მლ ყვითელი მინის ფლაკონში.
1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის წესი:
ინახება არაუმეტეს 250C-ზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ.