Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 დიალინი 
დიალინი
DIALIN
სავაჭრო დასახელება:
დიალინი, Dialin
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ნიფუროქსაზიდი, პექტინი, სიმეთიკონი, ატაპულგიტი,
Nifuroxazide, Pectin, Simethicone, Attapulgite.
 
წამლის ფორმა:
შიგნით მისაღები სუსპენზია.
აღწერილობა: ყვითელი ფერის სუსპენზია მოტკბო გემოთი.
 
შემადგენლობა:
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: ნიფუროქსაზიდი 0,04 გ, პექტინი 0,012 გ, სიმეთიკონი 5 მგ, ატაპულგიტი 0,02 გ.
დამხმარე ნივთიერებები: კარბომერი, საქაროზა, სორბიტოლის ხსნარი 70%, პოლისორბატი 80, ბუთილჰიდროქსიანიზოლი, ეთანოლი 96%, გლიცერინი, ნატრიუმის საქარინი, ანანასის არომატიზატორი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, გასუფთავებული წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: A07
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
დიარეის საწინააღმდეგო პრეპარატები; საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ნაწლავების ანთებითი-ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
დიალინი არის კომბინირებული დიარეის, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი, რომლის შემადგენლობაშიც შედის:
ნიფუროქსაზიდი - ანტიბაქტერიული საშუალება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების სამკურნალოდ, 5-ნიტროფურანის წარმოებული. თრგუნავს დეჰიდროგენაზების აქტივობას და არღვევს ცილის სინთეზს მიკრობის უჯრედში. ამცირებს მიკროორგანიზმების მიერ ტოქსინების პროდუქციას.
აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp.; გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Escherichia coli, Citrobacter spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Salmonella spp., Shigella spp., Proteus spp., Yersinia spp.
არ არის აქტიური გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Pseudomonas spp., Providencia alcalifaciens, Proteus inconstans სახეობის A ქვეჯგუფის შტამები.
ნაწლავებში მოხვედრისას პექტინი იწვევს pH-ის გადახრას მჟავიანობისკენ, რითაც ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას დაავადების გამომწვევ ბაქტერიებზე და აწესრიგებს ნაწლავურ მიკროფლორას. პექტინი ასევე იცავს კუჭის ლორწოვან გარსს მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან.
სიმეთიკონი ამცირებს მეტეორიზმს და ახდენს საჭმლის მონელების პროცესის ნორმალიზაციას.
ატაპულგიტი - დიარეის საწინააღმდეგო საშუალება, ახდენს ტოქსინების, ზოგიერთი ბაქტერიის და აირების ადსორბირებას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ამცირებს ინტოქსიკაციას და აწესრიგებს ნაწლავურ ფლორას. ხსნის ნაწლავების სპაზმს, ხელს უწყობს ფორმირებული განავლის წარმოქმნას და აქვეითებს ნაწლავების დაცლის სიხშირეს. მწებავი ეფექტის გამო ამცირებს ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას. ამცირებს ნაწლავების გლუვი მუსკულატურის სპაზმს.
 
გამოყენების ჩვენებები:
სხვადასხვა გენეზის დიარეის (ინფექციური, ნეიროგენული და სხვა) და მასთან დაკავშირებული სიმპტომების მკურნალობა.
 
გამოყენების წესი და დოზირება:
შიგნით მისაღები სუსპენზია. გამოყენებამდე საჭიროა სუსპენზიის შენჯღრევა!
3-დან 6-წლამდე ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დოზა - სუსპენზიის 5 მლ 3-ჯერ დღე-ღამეში ყოველ 8 საათში ერთხელ.
მოზრდილებში და 6 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში რეკომენდებული დოზაა 5 მლ 4-ჯერ დღე-ღამეში ყოველ 6 საათში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს.
 
უკუჩვენებები:
პრეპარატი დიალინი უკუნაჩვენებია:
- ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ჰიპერმგრძნობელობისას 5-ნიტროფურანის წარმოებულების მიმართ.
 
გვერდითი მოქმედება:
ჩვეულებრივ, პრეპარატი დიალინი კარგად გადაიტანება.
შესაძლებელია გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები, რომლებიც პრეპარატის მოხსნას არ საჭიროებს.
 
განსაკუთრებული მითითებები:
სეფსისის თანმხლები დიარეის შემთხვევაში დიალინი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ერთადერთი სამკურნალო საშუალების სახით, ვინაიდან ის არ შეიწოვება ნაწლავებიდან და მისი მოქმედება მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტით შემოიფარგლება.
დეჰიდრატაციის სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა მარილიანი ხსნარების შეყვანა კლინიკური მდგომარეობისა და დაკარგული სითხის მოცულობის გათვალისწინებით.
ნიფუროქსაზიდის შემცველი პრეპარატებით თერაპიის დროს აკრძალულია სპირტის შემცველი სამკურნალო საშუალებების გამოყენება.
 
ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
დიალინი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და იმ სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
 
გამოყენება პედიატრიაში:
3 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ამ ასაკის ბავშვებში დიალინის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის გამოხატული მაადსორბირებელი მოქმედების გამო საჭიროა თავის არიდება სხვა სამკურნალო საშუალებების ერთდროული მიღებისაგან.
ნიფუროქსაზიდის შემცველი სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის ფონზე ალკოჰოლის ან სპირტის შემცველი პრეპარატების გამოყენება ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას პრეპარატის მიმართ და შესაძლებელია გამოიწვიოს დისულფირამომსგავსი რეაქციის პროვოცირება, რაც გამოიხატება დიარეის გამწვავებით, ღებინებით, მუცლის ტკივილით, კანის ჰიპერემიით, სიმხურვალის შეგრძნებით სახის არეში და სხეულის ზედა ნაწილში, თავში ხმაურის შეგრძნებით, გაძნელებული სუნთქვით, ტაქიკარდიით, შიშით.
 
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ორგანიზმის დეჰიდრატაცია.
მკურნალობა: მარილიანი ხსნარების შეყვანა კლინიკური მდგომარეობისა და დაკარგული სითხის მოცულობის გათვალისწინებით.
 
გამოშვების ფორმა:
შიგნით მისაღები სუსპენზიის 120 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში.
1 ფლაკონი საზომი ჭიქით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 30°С ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის გახსნიდან 15 დღის განმავლობაში.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.