Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
კოკარნიტი  

სასიცოცხლო ძალა მთელი ორგანიზმისათვის!

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 აიკროლი 
World Medicine, ინგლისი
სავაჭრო სახელწოდება: აიკროლი

 
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება:
ნატრიუმის კრომოგლიკატი
 
წამლის ფორმა:თვალის წვეთები 2% და 4%.
 
აღწერილობა: გამჭირვალე უფერო ან ღია ყვითელი ფერის ხსნარი.
 
შემადგენლობა:პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება   2% ხსნარში 4% ხსნარში
ნატრიუმის კრომოგლიკატი           20 მგ          40 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, საინექციო წყალი.
 
პრეპარატის ათქ კოდი:S01GX01
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:თვალის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ანტიალერგიული პრეპარატები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:აიკროლი არის ანტიალერგიული საშუალება, რომლის შემადგენლობაშიც შედის კრომოგლიცის მჟავის დინატრიუმის მარილი. თერაპიული ეფექტი მდგომარეობს კრომოგლიცის მჟავის მემბრანომასტაბილიზებელ მოქმედებაში, რომელიც აფერხებს პოხიერი უჯრედების დეგრანულაციას და მათგან ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლეიკოტრიენების (მათ შორის, ანაფილაქსიის ნელა მორეაგირე სუბსტანციის), პროსტაგლანდინებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფას. პრეპარატი აიკროლი განსაკუთრებით ეფექტურია პროფილაქტიკური გამოყენებისას, ვინაიდან ის უზრუნველყოფს ალერგიული და ანთებითი რეაქციების განვითარების თავიდან აცილებას. თვალის ალერგიული დაავადებების დროს სრული კლინიკური ეფექტი დგება რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.
 
ჩვენებები:
- ალერგიული კონიუნქტივიტი (მწვავე, ქრონიკული, საგაზაფხულო);
- ალერგიული კერატიტი და კერატოკონიუნქტივიტი;
- „მშრალი თვალის” სინდრომი;
- თვალების გადაძაბვა და დაღლა, განპირობებული ალერგიული რეაქციებით (გარემო ფაქტორები, პროფესიული მავნე პირობები, საყოფაცხოვრებო ქიმიური საშუალებები, კოსმეტიკური საშუალებები, ოფთალმოლოგიური პრეპარატები, მცენარეები და შინაური ცხოველები).
 
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
 
გვერდითი მოქმედება:ხანმოკლე წვა და მხედველობის დაქვეითება, კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, სიმშრალე თვალების გარშემო.
 
 
გამოყენების წესი და დოზები:პრეპარატის ჩაწვეთება ხდება კონიუნქტივალურ პარკში. ჩაწვეთების სიხშირე დამოკიდებულია ანთებითი პროცესის სიმძიმეზე.
4 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში ინიშნება 2% ხსნარის 1-2 წვეთი ორივე თვალში 4-6-ჯერ დღე-ღამეში დროის თანაბარი ინტერვალებით (კლინიკური ეფექტის მიღწევის შემდეგ ინტერვალი თანდათან უნდა გაიზარდოს). მოზრდილებსა და მოზარდებში ხდება 4% ხსნარის 1-2 წვეთის ჩაწვეთება ორივე თვალში დღე-ღამეში 4-6-ჯერ (8-მდე) დროის თანაბარ ინტერვალებში (კლინიკური ეფექტების მიღწევის შემდეგ ინტერვალი თანდათან უნდა გაიზარდოს).
 
ჭარბი დოზა:მონაცემები ამ პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:ამცირებს გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენების საჭიროებას.
 
განსაკუთრებული მითითებები:აიკროლი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად. იმ შემთხვევაში, თუ თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ კონიუნქტივალური ჰიპერემია მატულობს ან გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების ტარება. კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ჩაწვეთებიდან მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ. პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება. ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ფლაკონის დახურვა. დაუშვებელია საწვეთურის შეხება თვალზე.
 
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე:იმ პაციენტებისათვის, რომლებსაც აიკროლის თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა, რაც მოითხოვს მხედველობის სიმკვეთრეს.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:ორსულობის პერიოდში აიკროლის თვალის წვეთების გამოყენება უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.
 
გამოშვების ფორმა:აიკროლის 2% და 4% თვალის წვეთები 10 მლ-ის ოდენობით პლასტიკურ ფლაკონ-საწვეთურში, ხრახნიანი თავსახურით. ფლაკონ-საწვეთური ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:ინახება არაუმეტეს 250C-ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში.
 
ვარგისიანობის ვადა:3 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი:გაიცემა ექიმის რეცეპტით.