Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
კოკარნიტი  

სასიცოცხლო ძალა მთელი ორგანიზმისათვის!

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 პროტექტა 
პროტექტა
PROTECTA
სავაჭრო დასახელება:
პროტექტა, Protecta
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
-
 
წამლის ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები
აღწერილობა: მრგვალი, ბრტყელი, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ტაბლეტები ნაჭდევით, ფორთოხლის სურნელით.
 
შემადგენლობა:
1 შუშხუნა აბი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
გლუკოზამინის სულფატი (გლუკოზამინის სულფატის კალიუმის ქლორიდის სახით) 750 მგ,
ქონდროიტინის სულფატი (ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატის სახით) 600 მგ,
მეთილსულფონილმეთანი 750 მგ,
მაგნიუმის გლუკონატ დიჰიდრატი 20 მგ,
კალციუმი (კალციუმის კარბონატის სახით) 500 მგ,
D3 ვიტამინი 400 სე.
დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სორბიტოლი, უწყლო დექსტროზა, ასპარტამი, კალიუმის აცესულფამი, არომატიზატორი "ფორთოხალი", პოლიეთილენგლიკოლი 6000.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პროტექტა - ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის სტიმულატორი. პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია შემავალი კომპონენტების თვისებებით.
გლუკოზამინის სულფატი ადამიანის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად არსებული ბუნებრივი ამინოსაქარიდ გლუკოზამინის მარილს წარმოადგენს. ააქტიურებს პროტეოგლიკანების, გლიკოზამინოგლიკანების, ჰიალურონის მჟავას, ქონდროიტინგოგირდმჟავასა და სხვა ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც სახსრის გარსების, სახსარშიდა სითხისა და ხრტილოვანი ქსოვილის შემადგენლობაშია; ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს. დადებითად მოქმედებს ხრტილის მეტაბოლიზმზე - აძლიერებს ანაბოლურ და ამცირებს კატაბოლურ პროცესებს, ზრდის სახსრის კაფსულის გამტარობას, აღადგენს ფერმენტულ პროცესებს სინოვიური მემბრანისა და ხრტილოვანი ქსოვილის უჯრედებში. ავლენს ქონდროპროტექტორულ და ოსტეოტროპულ ეფექტებს, ახდენს ძვლებში კალციუმის ჩალაგების ნორმალიზაციას. ავლენს ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც არ არის დაკავშირებული პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან და რეალიზდება ანტიოქსიდანტური აქტივობით (სუბპეროქსიდული რადიკალების წარმოქმნის ბლოკირების ხარჯზე) და ლიზოსომური ფერმენტების დათრგუნვის ხარჯზე. ხელს უშლის ხრტილის შესაძლო მეტაბოლურ დაზიანებას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებისა (აასს) და გლუკოკორტიკოსტეროდიების (გკს) ზემოქმედების გამო.
ქონდროიტინის სულფატი ხრტილოვანი ქსოვილის შენებაში მონაწილე (წარმოადგენს დამატებით სუბსტრატს ხრტილოვანი ქსოვილის მატრიქსის წარმოქმნისათვის) მაღალმოლეკულური მუკოპოლისაქარიდია. ავლენს ქონდროპროტექტორულ მოქმედებას, ასტიმულირებს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას, ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ანალგეზიურ მოქმედებას. ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას ჰიალინის ქსოვილში, ასტიმულირებს ჰიალურონის წარმოქმნას, პროტეოგლიკანებისა და II ტიპის კოლაგენის სინთეზს; იცავს ჰიალურონს ფერმენტული დაშლისაგან, მათ შორის ლიზოსომური ფერმენტებით, რაც იწვევს შემაერთებელი ქსოვილის რღვევას. გავლენას ახდენს ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე ხრტილოვან ქსოვილში, ანელებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას, ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციას და ამცირებს კალციუმის დანაკარგს. ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის შეჭმუხვნას და მოქმედებს როგორც საპოხი ნივთიერება სახსროვანი ზედაპირებისთვის, ახდენს სახსროვანი სითხის გამომუშავების ნორმალიზაციას.
გლუკოზამინის სულფატი და ქონდრიტინის სულფატი მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილის ბიოსინთეზში, ხელს უშლის რა ხრტილის რღვევას და ასტიმულირებს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას, რაც იწვევს ტკივილის სინდრომის გამოვლინების შემცირებას და სახსრების ფუნქციური აქტივობის გაუმჯობესებას.
მეთილსულფონილმეთანი - მაღალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე გოგირდის ბუნებრივი ორგანული ნაერთი. გოგირდი ხელს უწყობს ღვიძლის მიერ მინერალების ათვისებას, მნიშვნელოვანია ტვინის მუშაობისათვის, თმების, ფრჩხილების, შემაერთებელი ქსოვილის, ხრტილის წარმოსაქმნელად, ახდენს გამოხატულ ანტიალერგიულ მოქმედებას. მეთილსულფონილმეთანი ხელს უწყობს ქსოვილებიდან ლაქტატის და ტოქსინების გამოდევნას, რაც ზრდის საკვები ნივთიერებების შეწოვას; ხელს უწყობს ორგანიზმში კანისა და შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებული უჯრედების აღდგენას, აუმჯობესებს მათ ელასტიურობას.
მანგანუმი - მონაწილეობს ენერგიის წარმოქმნის პროცესებში, ცილებისა და ცხიმების მეტაბოლიზმში, შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის სინთეზში.
კალციუმი - წარმოადგენს ძვლოვანი ქსოვილის ფუძეს, ააქტიურებს რიგ უმნიშვნელოვანეს ფერმენტებს, მონაწილეობს ორგანიზმში იონური წონასწორობის დაცვაში, გავლენას ახდენს ნერვ-კუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემაში მიმდინარე პროცესებზე.
D3 ვიტამინი - ზრდის კალციუმის შეწოვას წვრილი ნაწლავიდან, ასტიმულირებს რა კალციუმის შემაკავშირებელი ცილების სინთეზს, აუმჯობესებს კალციუმის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებიდან.
ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის რემოდელირების პროცესებს I ტიპის კოლაგენისა და მატრიცული ცილების სინთეზის სტიმულაციის, ოსტეობლასტების სინთეზის აქტივაციის გზით. ზემოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის, პარათირეოიდული ჯირკვლების, სასქესო ჯირკვლების ფუნქციურ მდგომარეობაზე, უზრუნველყოფს რა ჩონჩხის ძვლების კალციფიკაციას.
 
ჩვენებები:
- სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები (მათ შორის, ოსტეოქონდროზი);
- I-III ხარისხის ოსტეოართროზი;
- ოსტეოპოროზის და მისი გართულებების (ძვლების მოტეხილობა) პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა;
- კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის შევსება ორგანიზმში;
- გამოიყენება სარეაბილიტაციო ღონისძიებათა კომპლექსში სახსრების ტრავმის შემდგომ.
 
მიღების წესი და დოზირება:
პროტექტა მიიღება შიგნით კვების რეჟიმისგან დამოუკიდებლად. ერთი ტაბლეტი იხსნება 200 მლ ოთახის ტემპერატურის სასმელ წყალში და მიიღება მომზადებისთანავე.
ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა, ასევე კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტის შევსება ორგანიზმში - ინიშნება 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი და დოზირების რეჟიმი დგინდება ექიმის რეკომენდაციით.
სახსრების და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებებისა (მათ შორის, ოსტეოქონდროზი) და I-III ხარისხის ოსტეოართროზის მკურნალობა: პროტექტა პირველი სამი კვირის განმავლობაში ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღე-ღამეში; შემდგომი დღეების განმავლობაში - 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღე-ღამეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3-6 თვეს.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება, ინდივიდუალურად დადგენილი ხანგრძლივობით.
 
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
- ფენილკეტონურია (შეიცავს ასპარტამს);
- თრომბოფლებიტი;
- მიდრეკილება სისხლდენისადმი;
- ჰიპერვიტამინოზი D;
- ჰიპერკალციემია;
- ჰიპერკალციურია;
- ნეფროლითიაზი;
- მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა;
- ტუბერკულოზის აქტიური ფორმა;
- სარკოიდოზი;
- 15 წლამდე ბავშვთა ასაკი;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
 
გვერდითი მოქმედება:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, უძილობა.
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მეტეორიზმი, დიარეა, შეკრულობა, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულისრევა, ტკივილი მუცელში.
სხვა: ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, ტკივილი ქვედა კიდურებში, ალერგიული რეაქციები.
 
განსაკუთრებული მითითებები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა დოზის განახევრება, ხოლო გაუმჯობესების არქონისას - პრეპარატის მოხსნა.
პროტექტა შეიძლება დაინიშნოს გკს-ებთან და აასს-ებთან კომბინაციაში.
ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა D3 ვიტამინის სხვა წყაროებიდან მიღების გათვალისწინება.
არ არის რეკომენდებული პროტექტას გამოყენება ოქსალატების (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინის (ბურღულეული) შემცველი კვების პროდუქტების მიღებიდან 2 საათის განმავლობაში, ვინაიდან ეს უკანასკნელნი აქვეითებს კალციუმის შეწოვას.
ჰიპერკალციემიის განვითარების რისკის გამო, პროტექტა სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში.
არ არის რეკომენდებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.
 
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პროტექტა არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად სახიფათო სამუშაოების შესრულების უნარზე.
 
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
პროტექტას გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
 
გამოყენება პედიატრიაში:
არ არსებობს მონაცემები პროტექტას გამოყენების შესახებ 15 წლამდე ბავშვთა ასაკში.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პროტექტა ამცირებს ნახევრადსინთეზური პენიცილინების და ქლორამფენიკოლის მოქმედებას, აძლიერებს ანტიკოაგულანტების ეფექტებს.
ერთდროული გამოყენებისას ფენიტიონთან ან ბარბიტურატებთან შესაძლებელია D3 ვიტამინის აქტივობის დაქვეითება.
საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება მათი ტოქსიურობა (აუცილებელია კლინიკური მდგომარეობის და ელექტროკარდიოგრამის კონტროლი), თიაზიდურ დიურეტიკებთან გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი კალციუმის მილაკოვანი რეაბსორბციის მომატების ხარჯზე, ფუროსემიდთან და სხვა მარყუჟოვან დიურეტიკებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება კალციუმის გამოყოფა თირკმელებიდან.
ქოლესტირამინი, მინერალურ ან მცენარეულ ზეთზე დამზადებული საფაღარათო საშუალებები აქვეითებს D3 ვიტამინის აბსორბციას.
ბისფოსფონატებთან ან ნატრიუმის ფტორიდთან ერთდროული გამოყენებისას საჭიროა არა უმცირეს 2 საათიანი ინტერვალის, ტეტრაციკლინების პერორალურ ფორმებთან - არა უმცირეს 3 საათიანი ინტერვალის დაცვა.
 
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
სიმპტომები: ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, სინკოპე, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია, ჰიპერკრეატინინემია; დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას - ქსოვილების და სისხლძარღვების კალცინოზი.
მკურნალობა: აუცილებელია პრეპარატის დაუყოვნებლივ მოხსნა. რეკომენდებულია ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგ., ფუროსემიდი), გკს-ების, კალციტონინის, ბისფოსფონატების გამოყენება.
 
გამოშვების ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები.
20 შუშხუნა ტაბლეტი პოლიპროპილენის ტუბში, რომელიც დახშულია სილიკაგელიანი პოლიპროპილენის საცობით.
1 ტუბი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:
ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.