Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
ნელადექსი   გრძნობათა ჰარმონია თქვენს ცხოვრებაში!
 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 ჰელმადოლი 
ჰელმადოლი
HELMADOL
სავაჭრო დასახელება:
ჰელმადოლი, Helmadol
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ალბენდაზოლი, Albendazole
 
წამლის ფორმა:
შიგნით მისაღები სუსპენზია.
აღწერილობა: ჰომოგენური სიროფისმაგვარი თეთრი ფერის სუსპენზია მოყავისფრო შეფერილობით, ბანანის გემოთი და სუნით.
 
შიგნით მისაღები შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის მრგვალი, ორმხრივამოზნექილი შემოგარსული ტაბლეტები.
 
შემადგენლობა:
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ალბენდაზოლი 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, პოლიპლასიდონი XL, პოლივინილპირალიდონი K25, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი.
გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 20000, ტიტანიუმის დიოქსიდი.
 
სუსპენზიის 20 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ალბენდაზოლი 400 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, გლიცერინი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, სორბინის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბანანის არომატიზატორი, ნატრიუმის საქარინატი, ბენზომჟავა, პროპილენგლიკოლი, გასუფთავებული წყალი.
 
პრეპარატის კოდი ათქ: P02CA03
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიპარაზიტული პრეპარატები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ჰელმადოლი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიჰელმინთურ და ანტიპროტოზოულ პრეპარატს, რომელიც გამოიყენება ინტესტინული და ქსოვილოვანი პარაზიტებით გამოწვეული როგორც მონო-, ისე შერეული ინვაზიების დროს. ჰელმადოლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია აქტიური ნივთიერების - ალბენდაზოლის მოქმედებით, რომელიც განეკუთვნება კარბამატბენზიმიდაზოლების ჯგუფს.
მოქმედების მექანიზმი ძირითადად დაკავშირებულია ჰელმინთის უჯრედში ბეტატუბულინის პოლიმერიზაციის ინჰიბირებასთან. ჰელმადოლი არღვევს ბიოქიმიური პროცესების (გლუკოზის უტილიზაცია) მიმდინარეობას, აბლოკირებს სეკრეტორული გრანულებისა და სხვა ორგანელების ტრანსპორტირებას, რაც განაპირობებს პარაზიტის სიკვდილს.
ფარმაკოკინეტიკა:
ჰელმადოლი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (<5%). მისი ბიოშეღწევადობა დაბალია. ცხიმიანი საკვების მიღება პრეპარატის შეწოვას და მაქსიმალურ კონცენტრაციას 5-ჯერ ზრდის. ალბენდაზოლი ღვიძლში სწრაფად გარდაიქმნება პირველად მეტაბოლიტად - ალბენდაზოლის სულფოქსიდად, რომელიც ასევე ხასიათდება ანტიჰელმინთური აქტივობით. ალბენდაზოლის სულფოქსიდი მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლში აღწევს პრეპარატის მიღებიდან 2-5 საათში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება - 70 %. ალბენდაზოლი მნიშვნელოვანი რაოდენობით აღწევს ნაღველში, ღვიძლში, თავზურგტვინის სითხეში, შარდში, ჰელმინთის ცისტის კედელსა და სითხეში. 
 
ჩვენებები:
ჰელმადოლი მაღალეფექტური პოლივალენტური მოქმედების ანტიპარაზიტული პრეპარატია, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული ჰელმინთოზების უმრავლესობის სამკურნალოდ:
ნემატოდოზები:
- ასკარიდოზი, გამომწვევი Ascaris lumbricoides (მრგვალი ჭია);
- ტრიქოცეფალოზი, გამომწვევი Trichocephalus trichiurus (თავგარსა);
- ენტერობიოზი, გამომწვევი Enterobius vermicularis (მახვილა);
- ანკილოსტომიდოზები, გამომწვევები Ancylostoma duodenale და Necator americanus;
- ტრიქინელოზი, გამომწვევი Trichinella spiralis;
- ტოქსოკაროზი, გამომწვევი Toxocara canis;
 სტრონგილოიდოზი, გამომწვევი Strongiloides stercoralis (ნაწლავის ჭია);
ქსოვილოვანიცესტოდოზები:
- ცისტიცერკოზი, გამომწვევი Taenia solium-ის (ლენტისებრი ჭია) ლარვის სტადია;
- ღვიძლის, ფილტვების, პერიტონეუმის ჰიდატიდური ექინოკოკოზი, გამომწვევი Echinococus granulosus-ის ლარვის სტადია (ლენტისებრი ჭია);
- დამხმარე საშუალების სახით ალვეოლური ექინოკოკოზის ქირურგიული მკურ-ნალობის დროს;
- შერეული ინვაზიები, გამოწვეული ჰელმინთებით;
- ლამბლიოზი, გამომწვევი Giardia lamblia.
 
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებისა და ბენზიმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ;
- თვალის ბადურის პათოლოგიები;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება).
 
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილები მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბუსრხვევა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე და სხვა ალერგიული რეაქციები.
სხვა: არტერიული წნევის მომატება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების ცვლილებები.
 
მიღების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება შიგნით, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. სპეციალური მომზადება და დიეტა საჭირო არ არის.
სუსპენზიის დოზირებისათვის გამოიყენება 13 მლ-იანი დოზირებული ჭიქა, რომელსაც გააჩნია ნიშნულები 10 მლ, 5 მლ და 2,5 მლ.
წამლის ფორმის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, იმის მიხედვით, თუ რამდენად მოსახერხებელია სამკურნალო საშუალების მიღება და როგორ აიტანება მასში შემავალი ნივთიერებები.
პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ინდივიდუალურად, ინვაზიის სახეობისა და პაციენტის სხეულის წონის მიხედვით. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა - 800 მგ.
ასკარიდოზის, ტრიქოცეფალოზის დროს 60 კგ და მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებს ჰელმადოლი ენიშნებათ დოზით 400 მგ დღე-ღამეში ერთ ან 2 მიღებად; ხოლო 60 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტებს - 15 მგ/კგ დღე-ღამეში ორ მიღებად.
ენტერობიოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 5 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერადად. 14 დღის შემდეგ მკურნალობის კურსი უნდა განმეორდეს იმავე დოზითა და რეჟიმით.
სტრონგილოიდოზის, ანკილოსტომიდოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე ერთჯერ დღე-ღამეში 3 დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის განმეორება იმავე დოზით.
ტრიქინელოზის დროს პრეპარატი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად 7-10 დღის განმავლობაში.
ტოქსოკაროზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 2 მიღებად ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება 14-30 დღიანი ინტერვალით.
ჰიდატიდური ექინოკოკოზის დროს მკურნალობა მიმდინარეობს ნორმალური ლაბორატორიული მაჩვენებლების არსებობისას. ჰელმადოლი ინიშნება დოზით 10 მგ/კგ სხეულის წონაზე 2-3 მიღებად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა - 28 დღიანი 3 ციკლი 14 დღიანი შესვენებებით ციკლებს შორის.
ცისტიცერკოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება დოზით 15 მგ/კგ წონაზე 3 მიღებად. კურსის ხანგრძლივობა 28-30 დღე.
ლამბლიოზის დროს ჰელმადოლი ინიშნება 400 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 5 დღის განმავლობაში.
 
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დექსამეტაზონი და ციმეტიდინი ზრდის სისხლში ალბენდაზოლის სულფოქსიდის კონცენტრაციას.
 
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი ჰელმადოლი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს.
რეპროდუქციული ასაკის ქალებს, მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ჩაუტარდეთ ტესტი ორსულობაზე.
 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებებს, არ იწვევს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარის დაქვეითებას.
 
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
ჰელმადოლი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვება) პერიოდში.
 
გამოშვების ფორმა:
ჰელმადოლი 200 მგ #2
შემოგარსული ტაბლეტები 200 მგ.
2 ტაბლეტი კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში პოლივინილქლორიდისა და ალუმინის ფოლგისგან.
1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ჰელმადოლი 400 მგ/20 მლ
ჰომოგენური სიროფისმაგვარი სუსპენზია მუქი ფერის შუშის ფლაკონში.
1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან და დოზირებულ ჭიქასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:
ინახება 15-250C ტემპერატურის პირობებში.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.