Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
კოკარნიტი  

სასიცოცხლო ძალა მთელი ორგანიზმისათვის!

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 სეკნიდოქსი 
სეკნიდოქსი
SECNIDOX
სავაჭრო დასახელება:
სეკნიდოქსი, Secnidox
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
სეკნიდაზოლი, Secnidazole
 
წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: კაფსულის ფორმის ცისფერი ტაბლეტები გრავირებით “SECN” ერთ მხარეს და გამყოფი ნაჭდევით მეორე მხარეს.
 
შემადგენლობა:
1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:სეკნიდაზოლი 1.0 გ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ-გლიკოლატი, პოვიდონი (K30), მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი.
გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა (E15), ტიტანის დიოქსიდი, ინდიგო კარმინის ლაკი, გასუფთავებული ტალკი, პროპილენგლიკოლი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: P01AB
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება. ნიტროიმიდაზოლების წარმოებული.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა:
სეკნიდოქსი - ნიტროიმიდაზოლების ჯგუფის ანტიპროტოზოული პრეპარატია, გააჩნია ანტიბაქტერიული და ანტიპროტოზოული მოქმედება. პრეპარატს გააჩნია ბაქტერიციდული (გრამდადებითი და გრამუაყოფითი ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ) და ამებიციდური (ნაწლავშიდა და ნაწლავგარე) მოქმედება.
სეკნიდოქსი განსაკუთრებით აქტიურია Trichomonasvaginalis, Entaboemahistolytica, Giardialamblia-ს მიმართ. მიკროორგანიზმის უჯრედში შეღწევით სეკნიდაზოლი აქტიურდება 5-ნიტროჯგუფის აღდგენის შედეგად, მოქმედებს უჯრედის დნმ-ზე, იწვევს მისი სპირალისებური სტრუქტურის რღვევას და ძაფების დაშლას, ადგილი აქვს ნუკლეოტიდური სინთეზის პროცესის ინჰიბირებას და უჯრედის სიკვდილს.
 
ფარმაკოკინეტიკა:
შიგნით მიღების შემდეგ, სეკნიდოქსი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა თითქმის 80%-ს შეადგენს. Cmax-ს 4 საათში აღწევს. სეკნიდოქსი კარგად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 25 საათია, რაც შესაძლებელს ხდის პრეპარატის მიღების სქემის გამარტივებას.
 
გამოყენების ჩვენებები:
- ტრიქომონადური ურეთრიტები და ვაგინიტები (გამოწვეული Trichomonas vaginalis);
- ბაქტერიული ვაგინოზი;
- ნაწლავური ამებიაზი (გამოწვეული Entamoeba histolytica-თი);
- ღვიძლის ამებიაზი (გამოწვეული Entamoeba histolytica-თი);
- ლამბლიოზი (გამოწვეული Giardia lamblia-თი)
 
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა სეკნიდაზოლის და იმიდაზოლის სხვა წარმოებულების მიმართ.
- ცნს-ის ორგანული დაავადებები.
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
 
განსაკუთრებული მითითებები:
სეკნიდოქსის დანიშვნა არ შეიძლება ავადმყოფებში სისხლის დისკრაზიით ანამნეზში. პრეპარატით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს გარდამავალი ნეიტროპენია. ლეიკოციტების რაოდენობა აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
მკურნალობის დროს რეკომენდებულია თავის შეკავება ალკოჰოლის მიღებაზე.
 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობაზე:
სეკნიდოქსი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
 
გვერდითი მოქმედება:
სეკნიდოქსი ადვილად აიტანება, მაგრამ, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: საჭმლის მონელების დარღვევები, გულისრევა, ტკივილი კუჭის არეში, “ლითონის” გემო პირში, გლოსიტი, სტომატიტი.
შედარებით იშვიათად ვლინდება:
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ზომიერი გარდამავალი ლეიკოპენია.
ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება.
 
მიღების წესი და დოზები:
სეკნიდოქსი მიიღება შიგნით, უშუალოდ ჭამის წინ, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
 
დოზები მოზრდილებისათვის:
ტრიქომონადური ურეთრიტი და ვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად.
ნაწლავური ამებიაზი:
- მწვავე სიმპტომური ამებიაზი: 2 ტაბლეტი ერთჯერადად.
- უსიმპტომო ამებიაზი, კეროვანი და ცისტური ფორმის ჩათვლით: ყოველდღე 2 ტაბლეტი ერთ მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებიაზი: ყოველდღე 1.5 ტაბლეტი (1.5 გ) ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
 
დოზები ბავშვებისათვის:
ნაწლავური ამებიაზი:
- მწვავე სიმპტომური ამებიაზი: 30 მგ/კგ სხეულის მასაზე ერთჯერადად.
- უსიმპტომო ამებიაზი, კეროვანი და ცისტური ფორმის ჩათვლით: 30 მგ/კგ-ზე ყოველდღე ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 3 დღის განმავლობაში.
ღვიძლის ამებიაზი: 30 მგ/კგ-ზე ყოველდღე ერთჯერადად ან გაყოფილი რამდენიმე მიღებაზე 5 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი: 30 მგ/კგ-ზე ერთჯერადად.
 
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. საჭიროებისას ტარდება სიმპტომური თერაპია.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ერთდროულად გამოყენებისას სეკნიდოქსი აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების (კუმარინის ან ინდანდიონის წარმოებულების) მოქმედებას.
სეკნიდოქსისა და დისულფირამის ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პარანოიდული რეაქციები და ფსიქოზები. ალკოჰოლთან კომბინირება იწვევს დისულფირამისმაგვარ რეაქციებს (სპაზმები მუცელში, ღებინება, გულისრევა, თავის ტკივილი, სახის არეში სისხლის მიწოლის შეგრძნება).
ლითიუმის პრეპარტებთან ერთად სეკნიდოქსის მიღება ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.
პრეპარატის კომბინირება არამადეპოლარიზებელ მიორელაქსანტებთან (ვეკურონიუმის ბრომიდი) რეკომენდებული არ არის.
ამოქსიცილინთან კომბინირებისას იზრდება აქტივობა Helicobacter pylori-სთან მიმართებაში (ამოქსიცილინი თრგუნავს რეზისტენტობის განვითარებას).
 
გამოშვების ფორმა:
2 შემოგარსული ტაბლეტი ბლისტერში.
1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
 
გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტით.