Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
ვამელანი  

სულიერი სიმშვიდის ძიებაში...

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 პანივიტი 
პანივიტი
PANIVIT
სავაჭრო დასახელება:
პანივიტი, Panivit
 
საერთართაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
პარაცეტამოლი; ასკორბინის მჟავა
Paracetamol; Ascorbic acid
 
წამლის ფორმა:
შუშხუნა ტაბლეტები
 
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: პარაცეტამოლი 500 მგ, ასკორბინის მჟავა 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, სორბიტოლი, მაკროგოლი, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის საქარინი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: N02BE51
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არანარკოტიკული ანალგეზიური, სიცხის დამწევი საშუალება C ვიტამინით.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
კომბინირებული პრეპარატი.
მის შემადგენლობაში შემავალი პარაცეტამოლი ავლენს ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.
ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედების პროცესში, ქსოვილების რეგენერაციაში; სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნაში, კოლაგენის და პროკოლაგენის სინთეზში და კაპილარების განვლადობის ნორმალიზაციაში. ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ, ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულაციის ხარჯზე და ხელს უშლის პათოგენური უჯრედების გავრცელებას ქსოვილებში.
 
გამოყენების ჩვენებები:
- სხვადასხვა წარმოშობის ტკივილები (თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუნთების ტკივილი, მტკივნეული მენსტრუაციები);
- სხეულის მომატებული ტემპერატურა გაციებების და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.
 
უკუჩვენებები:
- მომეტებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის მიმართ;
- თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება (გამწვავების ფაზაში);
- გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი;
- სისხლის დაავადებები;
- შარდ -კენჭოვანი დაავადება, თუ C ვიტამინის დოზა აღემატება 1 გრ/დღეში.
 
უსაფრთხოების ზომები:
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში პრეპარატის მიღებამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
წამლების შესაძლო ურთიერთქმედებების თავიდან ასაცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღების შესახებ. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს პარაცეტამოლსა და ასკორბინის მჟავას, მაქსიმალური სადღეღამისო დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავენ.
 
გაფრთხილება:
ორსულობა და ლაქტაცია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის მიღების შესახებ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.
 
გამოყენების წესი და დოზები:
გამოყენების წინ პანივიტის ტაბლეტი იხსნება ოთახის ტემპერატურის 1 ან 1/2 ჭიქა წყალში.
- 8-15 წლის ასაკის ბავშვებში – 0,5 - 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში;
- მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – 1 - 2 ტაბლეტი 4-ჯერ დღე-ღამეში (არაუმეტეს 4გ დღე-ღამეში).
პრეპარატის ცალკეულ მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 4 საათს. თირკმლის გამოხატული უკმარისობის დროს - არა ნაკლებ 8 საათს.
პრეპარატის მიღების რეჟიმის დაცვა საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება და შევამციროთ ტკივილის სინდრომის ინტენსივობა. ვინაიდან პრეპარატი შეიცავს C ვიტამინს, თავი უნდა ავარიდოთ მის მიღებას დღის ბოლოს.
თუ პრეპარატის მიღებისას 5 დღის განმავლობაში ტკივილის სინდრომი, ან 3 დღის განმავლობაში მომატებული ტემპერატურა შენარჩუნდა ან გაძლიერდა, და ასევე განვითარდა სხვა სიმპტომები, საჭიროა შევწყვიტოთ მკურნალობა და მივმართოთ ექიმს.
 
გვერდითი მოვლენები:
თერაპიულ დოზებში ჩვეულებრივ პრეპარატი კარგად გადაიტანება. ზოგჯერ შესაძლებელია კანის ალერგიული რეაქციების განვითარება.
იშვიათად - სისხლმბადი სისტემის ფუნქციების დარღვევა (თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი).
მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია ჰეპატოტოქსიური და ნეფროტოქსიური მოქმედება.
მწვავე მოწამვლის ნიშნები - გულისრევა, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში. დაზარალებულს უნდა ჩაუტარდეს კუჭის ამორეცხვა მოწამვლის პირველი 4 საათის განმავლობაში, დაენიშნოს ადსორბენტი და მიმართოს ექიმს.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს.
 
განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვეულ პაციენტებში, ავადმყოფებში ბრონქული ასთმით, პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ, პრეპარატის დანიშვნისას უნდა დავიცვათ სიფრთხილე.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ასკორბინის მჟავამ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს სისხლში და შარდში გლუკოზის ანალიზის შედეგებზე, რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ შესაბამისი კვლევების ჩატარებისას.
 
ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის ცვლილებას, არ არღვევს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობას.
 
გამოშვების ფორმა:
12 შუშხუნა ტაბლეტები პოლიპროპილენის პენალში, ჩასახრახნი პოლიპროპილენის თავსახურით სილიკაგელით.
1 პენალი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
 
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (ექიმის რეცეპტის გარეშე.)