Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
გოლდ რეი  

ბუნება გვიმხელს საიდუმლოს...

 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 მეცეტამი 
მეცეტამი
MECETAM
სავაჭრო დასახელება:
მეცეტამი, Mecetam
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
პირაცეტამი, Piracetam
 
წამლის ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები შიგნით მისაღებად.
აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები ზომით #1, კორპუსი მქრქალი მოწითალო-მოყავისფრო ფერის, თავსახური მქრქალი მოლურჯო ფერის, ანაბეჭდით « WM » კორპუსსა და თავსახურზე, თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ფხვნილით სავსე.
 
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: პირაცეტამი 400 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: N06BX03
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ნერვული სისტემის სამკურნალო პრეპარატები. ნოოტროპული პრეპარატები (ნეირომეტაბოლური სტიმულატორები).
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მეცეტამი - ნოოტროპული პრეპარატი, რომლის აქტიურ კომპონენტს პირაცეტამი წარმოადგენს. თავის ტვინზე უშუალო ზეგავლენით პირაცეტამი ასტიმულირებს შემეცნების უნარს, მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციის უნარს, გონებრივ შესაძლებლობებს, როგორც ნორმალურ მდგომარეობაში, ასევე პათოლოგიური ცვლილებებისას სედაციური თუ ფსიქომასტიმულირებელი ეფექტის განვითარების გარეშე.
მეცეტამი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს ტვინში აგზნების გავრცელების სიჩქარის შეცვლის გზით, ასევე გავლენას ახდენს სისხლის რეოლოგიურ თვისებებზე, აუმჯობესებს რა მიკროცირკულაციას.
მეცეტამი ასტიმულირებს თავის ტვინის ენერგეტიკულ პროცესებს, რაც იწვევს ტვინის ქსოვილების მდგრადობის ზრდას ჰიპოქსიისა და ტოქსიკური ზემოქმედების დროს.
 
გამოყენების ჩვენებები:
- იშემიური ინსულტის შედეგები (გონებრივი და ფიზიკური დარღვევები, მეტყველების მოშლა, აქტივობის შემცირება, ემოციური სფეროს დარღვევები).
- ფსიქოორგანული სინდრომის სიმპტომური მკურნალობა (მათ შორის, ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გონების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დაქვეითება, საერთო აქტივობის შემცირება, მეტყველების მოშლა, განწყობის ცვალებადობა, ქცევის მოშლა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილები; ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს);
- კომატოზური და სუბკომატოზური მდგომარეობები გადატანილი თავის ტვინის ტრავმისა და ინტოქსიკაციის შემდეგ, ასევე სარეაბილიტაციო პერიოდში (ავადმყოფებში მოძრაობისა და ფსიქიკური აქტივობის ამაღლების მიზნით);
- ნერვული სისტემის დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ინტელექტუალურ-მნესტიკური ფუნქციების დაქვეითება და ემოციურ-ნებისყოფითი სფეროს დარღვევა;
- დამხმარე საშუალების სახით ეპილეფსიის, ანტიდეპრესანტების მიმართ რეზისტენტული დეპრესიული დაავადებების მკურნალობისას, ნეიროლეპტიკებისა და სხვა ფსიქოტროპული საშუალებების აუტანლობის დროს;
- აბსტინენტური, პრე- და დელირიოზული მდგომარეობები ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის დროს;
- თანდაყოლილი ინფექციებით, სამშობიარო ტრავმით გამოწვეული თავის ტვინის პერინატალური დაზიანებები ბავშვებში; ოლიგოფრენია; გონებრივი განვითარების შეფერხება; ბავშვებში ცერებრალური დამბლა;
- კორტიკალური მიოკლონია;
- ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიის კომპლექსური თერაპია.
 
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პირაცეტამის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ;
- ჰემორაგიული ინსულტი;
- თირკმლის უკმარისობის მძიმე ფორმა (კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წთ);
- ორსულობა და ძუძუთი კვება.
 
გვერდითი მოქმედება:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გაღიზიანება-დობა, აღგზნება, შფოთვა, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში - გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, შეშუპება.
 
მიღების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება შიგნით.
მოზრდილებში:
ქრონიკული მდგომარეობების მკურნალობისას მეცეტამი ჩვეულებრივ ინიშნება საწყისი სადღეღამისო დოზით 1,2 გ სამ მიღებაზე, ხოლო შემდეგ დოზა იზრდება 2,4 გ-მდე, ზოგჯერ კი - 3,2 გ-მდე დღე-ღამეში. თერაპიული ეფექტი, როგორც წესი, მიიღწევა მკურნალობის დაწყებიდან 2-3 კვირის შემდეგ. შემდგომში დოზა მცირდება 1,2-1,6 გ-მდე დღე-ღამეში 3-4 მიღებაზე.
იშემიური ინსულტის ნარჩენი მოვლენების მკურნალობისას მეცეტამი ინიშნება სადღეღამისო დოზით 4,8 გ.
მოხუცებში ფსიქოორგანული სინდრომის ხანგრძლივი თერაპიისას - 4,8 გ დღე-ღამეში რამოდენიმე კვირის მანძილზე, შემდგომში - 1,2-2,4 გ დღე-ღამეში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს - აბსტინენტური სინდრომის მანიფესტაციისას 12 გ დღე-ღამეში, შემანარჩუნებელი დოზა - 2,4 გ.
კორტიკალური მიოკლონიის დროს - საწყისი დოზაა 7,2 გ დღე-ღამეში, სადღეღამისო დოზას ზრდიან 4,8 გ-ით ყოველ 3-4 დღეში ერთხელ 24 გ-ის მიღწევამდე.
ნამგლისებურუჯრედოვანი ანემიის დროს - 160 მგ/კგ დღე-ღამეში 4 მიღებაზე.
 
ბავშვებში:
3-7 წლის ასაკის ბავშვებში მეცეტამის საწყისი დოზაა 400 მგ დღე-ღამეში, საშუალო თერაპიული დოზა - 800 მგ, მაქსიმალური - 1 გ. 7-12 წლის ასაკის ბავშვებში ინიშნება 400-2000 მგ დღე-ღამეში; 12-16 წლის ასაკის ბავშვებში - 800-2400 მგ დღე-ღამეში.
პაციენტებში კრეატინინის კლირენსით 60-40 მლ/წთ (სისხლის შრატში კრეატინინის კონცენტრაცია 1,25 მგ/100 მლ-დან 1,7 მგ/100 მლ-მდე) დოზას ამცირებენ 2-ჯერ, ხოლო კრეატინინის კლირენსისას 40-20 მლ/წთ - 4-ჯერ.
მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირიდან 2-6 თვემდე. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა განმეორებით ტარდება.
 
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: აღინიშნება გვერდითი ეფექტების გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, სიმპტომური თერაპია; შესაძლებელია ჰემოდიალიზი; სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
მეცეტამის გამოყენებისას ცენტრალური ნერვული სისტემის მასტიმულირებელ საშუალებებთან ერთად ძლიერდება ამ უკანასკნელთა ეფექტები.
პრეპარატი აძლიერებს ნეიროლეფსიურების, პერორალური ანტიკოაგულანტების ცენტრალურ მოქმედებას (ტრემორი, შფოთვა და სხვა).
 
განსაკუთრებული მითითებები:
მეცეტამი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს ჰემოსტაზის დარღვევებით, მასშტაბური ქირურგიული ოპერაციების დროს ან პაციენტებს მძიმე სისხლდენის სიმპტომებით.
კორტიკალური მიოკლონიის მკურნალობისას საჭიროა თავი ავარიდოთ მკურნალობის უეცარ შეწყვეტას (შეტევების განახლების რისკი).
ძილის დარღვევების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია საღამოს დოზის მოხსნა დღის საათებში მისაღები დოზის ზრდის ხარჯზე.
 
ზემოქმედება ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პაციენტებმა, რომელთაც მეცეტამის მიღების ფონზე აღენიშნებათ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, ძილიანობა, თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად სახიფათო საქმიანობისაგან, რომელიც მომატებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებს.
 
გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები.
10 კაფსულა ბლისტერში. 6 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექმის დანიშნულებით.