Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  პროდუქცია  
   
 
 
ნელადექსი   გრძნობათა ჰარმონია თქვენს ცხოვრებაში!
 
 
პროდუქციის კატალოგი
 ვიტამინები და მეტაბოლური საშუალებები
 ანტიალერგიული საშუალებები
 H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები
 სასუნთქი სისტემის სამკურნალო საშუალებები
 მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები
 დერმატოლოგიური პრეპარატები
 იმუნომოდულატორები და ანტიოქსიდანტები
 ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები
 ანტიბიოტიკები
 ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ანტიჰელმინთური საშუალებები
 არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
 გასტროენტეროლოგიური საშუალებები
 ანტიდიარეული საშუალებები
 საფაღარათო საშუალებები
 ანტაციდები
 პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები
 პროკინეტიკები
 ჰეპატოპროტექტორები
 პრეპარატები, რომლებიც არეგულირებენ ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობას
 ნევროლოგიური საშუალებები
 ნოოტროპული საშუალებები
 ანტიეპილეფსიური საშუალებები
 სედატიური და საძილე საშუალებები
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებები
 სიცხის დამწევი და გაციების საწინააღმდეგო პრეპარატები
 ოფთალმოლოგიური და ოტორინოლარინგოლოგიური საშუალებები
 მეტაბოლური და ანტიოქსიდანტური საშუალებები
 ხელოვნური ცრემლი და სხვა ინდიფერენტული პრეპარატები
 ანტიმიკრობული საშუალებები
 ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული საშუალებები
 ანტიგლაუკომატოზური საშუალებები
 კატარაქტის სამკურნალო საშუალებები
 მიდრიაზული საშუალებები
 ანტიფუნგალური საშუალებები
 ჰიპოლიპიდემიური საშუალებები
 ქონდროპროტექტორები
 ჰემოპოეზის სტიმულატორები
 
პროდუქცია
 ხოლუდექსანი 
ხოლუდექსანი
CHOLUDEXAN
სავაჭრო დასახელება:
ხოლუდექსანი, Choludexan
 
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
ურსოდეოქსიქოლის მჟავა, Ursodeoxycholic acid
 
წამლის ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები შიგნით მისაღებად.
 
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ურსოდეოქსიქოლის მჟავა 300 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, აეროსილი, მაგნიუმის სტეარატი, კალიუმის სორბატი.
 
პრეპარატის ათქ კოდი: A05AA02
 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტორული საშუალება. ნაღვლმდენი საშუალებები და ნაღვლის პრეპარატები. სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებები.
 
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ხოლუდექსანს გააჩნია ქოლელითოლიზური, ნაღვლმდენი, ჰეპატოპროტექტორული, ჰიპოქოლესტერინემიული, იმუნომოდულაციური მოქმედება.
ურსოდეოქსიქოლის მჟავა ჩაერთვება ჰეპატოციტის მემბრანაში, ახდენს მისი სტრუქტურის სტაბილიზაციას და იცავს ჰეპატოციტს ნაღვლის მჟავების მარილების დამაზიანებელი მოქმედებისაგან, რითაც ამცირებს მათ ციტოტოქსიურ ეფექტს. იგი აინჰიბირებს ნაწლავში ლიპოფილური ნაღვლის მჟავების შეწოვას. აინდუცირებს ბიკარბონატებით მდიდარი ნაღვლის წვენის წარმოქმნას, რაც იწვევს ნაღვლის წვენის პასაჟის ზრდას და ასტიმულირებს ტოქსიური ნაღვლის მჟავების გამოყოფას ნაწლავიდან. ურთიერთქმედებს არაპოლარულ ნაღვლის მჟავებთან (ხენოდეოქსიქოლის მჟავა), რის შედეგადაც ფორმირდება არატოქსიური შერეული მიცელები. ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში და მის შეწოვას ნაწლავში. ქოლესტერინის მოლეკულებთან წარმოქმნის თხევად კრისტალებს, რითაც მცირდება ნაღვლის წვენის ლითოგენურობა და ძლიერდება ქოლესტერინული ქვების დაშლა; ხელს უშლის ახალი კრისტალების წარმოქმნას.
ახდენს იმუნომოდულაციურ მოქმედებას, მოქმედებს იმუნოლოგიურ რეაქციებზე ღვიძლში: ამცირებს ჰისტოშეთავსების ზოგიერთი ანტიგენის HLA-1 ჰეპატოციტების მემბრანაზე და HLA-2 ქოლანგიოციტებზე ექსპრესიას, გავლენას ახდენს T-ლიმფოციტების რაოდენობაზე, ინტერკლეიკინი-2-ის წარმოქმნაზე, ამცირებს ეოზინოფილების რაოდენობას, თრგუნავს იმუნოკომპეტენტური იმუნოგლობულინების (პირველ რიგში IgM) აქტივობას.
 
ფარმაკოკინეტიკა:
ურსოდეოქსიქოლის მჟავა აბსორბირდება ნაწლავში. პრეპარატის შიგნით მიღებისას ერთჯერადი დოზით 600 მგ სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია (5.5 მმოლი/ლ) მიიღწევა მიღებიდან 1 საათში. ურსოდეოქსიქოლის მჟავა ღვიძლში მეტაბოლიზდება ტაურინისა და გლიცინის კონიუგატების წარმოქმნით, რომლებიც სეკრეტირდება ნაღვლის წვენში. Pპრეპარატის ცილებთან კავშირი მაღალია, 99%-მდე. ურსოდეოქსიქოლის მჟავა აღწევს პლაცენტარულ ბარიერს. 50-70% გამოიყოფა ნაწლავიდან.
 
გამოყენების ჩვენებები:
- გაურთულებელი ნაღველკენჭოვანი დაავადება, როდესაც შეუძლებელია ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების მოცილება ნაღვლის ბუშტიდან ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით;
- არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი;
- მწვავე და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი;
- ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები;
- ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
- ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებები;
- ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
- პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი;
- კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
- ღვიძლშიდა ნაღვლის სადინარების თანდაყოლილი ატრეზია;
- ქოლესტაზი პარენტერალური კვებისას;
- ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- ბილიარული დისპეფსიური სინდრომი;
- ნაღვლის სადინარების დისკინეზია;
პროფილაქტიკის მიზნით:
- ღვიძლის დაზიანებათა პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას ან ციტოსტატიკებით მკურნალობისას;
- ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი დაკლების შემთხვევაში.
 
უკუჩვენებები:
ხოლუდექსანი უკუნაჩვენებია პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს, აგრეთვე: ნაღვლის ბუშტის, ნაღვლის სადინარების და ნაწლავების მწვავე ანთებითი დაავადებების დროს; არაფუნქციონირებადი ნაღვლის ბუშტის დროს; ნაღველკენჭოვანი დაავადების (Ca2+-ის მაღალი შემცველობით) დროს; ნაღველკუჭნაწლავური ფისტულა; ღვიძლის ციროზის დეკომპენსაციის ფაზაში; ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობის დროს; პანკრეატიტის დროს; ნაღვლის ბუშტის ემპიემის დროს.
 
განსაკუთრებული მითითებები:
ნაღვლის კენჭების წარმატებულად დასაშლელად ისინი უნდა იყოს სუფთად ქოლესტერინული და არ იძლეოდეს ჩრდილს რენტგენოგრამაზე, ზომით არაუმეტეს 15-20 მმ. ნაღვლის ბუშტის ფუნქცია მთლიანად უნდა იყოს შენარჩუნებული, ხოლო მისი შევსება კენჭებით არაუმეტეს ნახევრისა. ბუშტის სადინარის გამტარობა შენარჩუნებულ უნდა იქნეს, ხოლო ნაღვლსადენი – თავისუფალი კენჭებისაგან.
მკურნალობის ეფექტურობის კონტროლის მიზნით რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ჩატარდეს სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევა.
 
გვერდითი მოქმედება:
დიარეა (შესაძლოა იყოს დოზადამოკიდებული), ტკივილი წელის არეში.
იშვიათად – ნაღვლის კენჭების კალცინირება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ალოპეცია, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.
 
მიღების წესი და დოზირება:
ხოლუდექსანი მიიღება ერთხელ დღე-ღამეში ძილის წინ ან ორჯერ დღე-ღამეში. კაფსულა მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობით სითხის (შესაძლებელია საკვების მცირე ულუფასთან ერთად მიღება) მიყოლებით.
ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას, ნაღვლის კენჭების დასაშლელად ხოლუდექსანს ნიშნავენ დოზით 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში უწყვეტლივ ხანგრძლივად:
- ღვიძლის ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას ნიშნავენ დოზით 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში; მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამოდენიმე თვიდან 2 წლამდე.
- ნაღვლის კენჭების დასაშლელად ნიშნავენ დოზით 10-15 მგ/კგ სხეულის წონაზე დღე-ღამეში 6 თვიდან 2 წლამდე ვადით. თუ მკურნალობის დაწყებიდან 12 თვეში არ აღინიშნება ნაღვლის კენჭების დაშლა, პრეპარატის მიღება არამიზანშეწონილია.
განმეორებითი ქოლესტაზის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დოზით 300 მგ 2-ჯერ დღე-ღამეში რამოდენიმე თვის განმავლობაში (საშუალოდ 3 თვე).
ბილიარული რეფლუქს-გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ ნიშნავენ 300 მგ (1 კაფსულა) ხოლუდექსანს ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 10-14 დღეს.
 
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
 
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ანტაციდები, რომლებიც შეიცავენ ალუმინისიონებს და იონმცვლელიკუპრი (ქოლესტირამინი) ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას.
ჰიპოლიპიდემიური საშუალებები (განსაკუთრებით კლოფიბრატი), ესტროგენები, ნეომიცინი ან პროგესტინები ზრდიან ნაღვლის წვენის ქოლესტერინით გაჯერებულობას, რითაც შეუძლიათ შეამცირონ პრეპარატის მიერ ქოლესტერინული ნაღვლის კონკრემენტების დაშლა.
 
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:
ხოლუდექსანის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან მონაცემები ურსოდეოქსიქოლის მჟავას დედის რძეში შეღწევის შესახებ არ არსებობს.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა პრეპარატის მიღების პერიოდში უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის არაჰორმონალური საშუალებები ან პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივები ესტროგენის დაბალი შემცველობით.
 
გამოშვების ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები 300 მგ შიგნით მისაღებად.
10 კაფსულა ბლისტერში.
2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:
ინახება 15-250C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
 
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
 
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).