Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  კომპანია  
   
 
 
პოლიჟენი  

ახალგაზრდობის და მხნეობის წყარო!

 
 
ნავიგაცია
 W/M-ის შესახებ
 W/M საქართველოში
 ვაკანსიები
 W/M მსოფლიოში
 
კომპანია / W/M მსოფლიოში

კომპანიას WORLD MEDICINE მიენიჭა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კომპანიის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობის ცენტრის სტატუსს

მიღებული სერტიფიკატი ითვალისწინებს ასევე კომპანიის უფლებას, მიიღოს დახმარება, წახალისებები და პრივილეგიები სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობის დარგში მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მხრიდან თურქეთის რესპუბლიკის № 5746 "სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ" კანონის თანახმად. აღნიშნული მიღწევა  კომპანია WORLD MEDICINE-ის ყველა რგოლის შეთანხმებული მუშაობის დასტურია.

WORLD MEDICINE მიისწრაფვის გახდეს მსოფლიოში ცნობადი ბრენდი, ამიტომ დიდ ყურადღებას უთმობს სამრეწველო პროცესში ინოვაციების დანერგვას, ახალი პროდუქტების შემუშავებას, უმაღლესი დონის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. WORLD MEDICINE ყოველწლიურად 25 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობის დარგში მსოფლიო ბაზარზე ლიდერის პოზიციების მოსაპოვებლად.

მეცნიერ-მკვლევართა გუნდის ნაყოფიერი მუშაობის შედეგად კომპანია WORLD MEDICINE-ის თურქეთის ქვედანაყოფს მიენიჭა სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კომპანიის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობის ცენტრის სტატუსს. სერტიფიკატი გაცემულია თურქეთის რესპუბლიკის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ.

2015 წლის სექტემბერში კომპანია WORLD MEDICINE-ის თურქეთის ქვედანაყოფის სამეცნიერო-კვლევითმა დეპარტამენტმა დაიცვა სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობის ცენტრის სტატუსი; 2015 წლის 14 ოქტომბერს კომპანიის ხელმძღვანელობას საზეიმო ვითარებაში გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი. სერტიფიკატი გადასცა პირადად თურქეთის რესპუბლიკის მეცნიერების, მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა _ ბატონმა ფიქრი იშიკმა ფარმაცევტული სექტორის  წამყვანი კომპანიების წარმომადგენლების თანდასწრებით.

www.worldmedicine.co.uk