Georgian Version Russian Version English Version
   GE
 
  კომპანია  
   
 
 
ვამელანი  

სულიერი სიმშვიდის ძიებაში...

 
 
ნავიგაცია
 W/M-ის შესახებ
 W/M საქართველოში
 ვაკანსიები
 W/M მსოფლიოში
 
კომპანია / W/M საქართველოში

   ფარმაცევტული კომპანია “ვორლდ მედიცინი” საქართველოში 2005 წლის
დასაწყისში დარეგისტრირდა და თავისი წარმომადგენლობა დააარსა ქ. თბილისში.
იმ პერიოდისათვის “ვორლდ მედიცინმა” ფარმაცევტულ ბაზარზე ოთხი დასახელების
მედიკამენტი წარადგინა, დღეისათვის კი მათი რიცხვი ათეულობით განისაზღვრება.
 
  “ვორლდ მედიცინის” პრეპარატები წარმოადგენენ ახალი თაობის, თანამედროვე
სამკურნალწამლო საშუალებებს. მათ შორისაა, სხვადასხვა ჯგუფის საინექციო და პერორალური
ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, ჰეპატო- და
ანგიოპროტექტორები, ანტაციდები, პროკინეტიკები, აგრეთვე, სედაციური, ნოოტროპული,
ანტიეპილეფსიური, ჰიპოტენზიური საშუალებები, პოლივიტამინები, ანტიოქსიდანტები და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მუშაობის ცალკეულ ხაზს წარმოადგენს
ოფთალმოლოგიური პროფილის მედიკამენტები.
 
  “ვორლდ მედიცინის” პრეპარატები დამზადებულია ფარმაცევტულ ქარხნებში, რომლებიც
აღჭურვილნი არიან უახლესი ტექნოლოგიებით და ფლობენ ხარისხის დამადასტურებელ
საერთაშორისო სერთიფიკატებს (მათ შორის, GMP, GLP).
 
   საქართველოში კომპანიის მოღვაწეობა გასცდა დედაქალაქის საზღვრებს და ქვეყნის ყველა
რეგიონი მოიცვა. ამჟამად, “ვორლდ მედიცინის” წარმომადგენლობის ოფისები მდებარეობს
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სადაც მრავალი ადამიანია დასაქმებული.